შენს გზას გული აქვს? – დონ ხუანის ფილოსოფია » www.idealuri.ge
რელიგია და ფილოსოფია

შენს გზას გული აქვს? – დონ ხუანის ფილოსოფია

გააზიარეთ:

 

კარლოს კასტანედა

ყოველი გზა მილიონს შორის ერთ-ერთი გზაა და ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ შენ ერთ-ერთ მათგანზე დგახარ. თუკი კმაყოფილი ხარ შენი გზით, ნიშნავს რომ საკუთარ გზაზე დგახარ.  თუკი გრძნობ, რომ არ უნდა მიდიოდე ამ გზაზე, არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელო, როგორც არ უნდა გქონდეს შეტოპილი.

ადამიანები, როგორც წესი, არ ითვალისწინებენ იმას, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მოიშორონ ცხოვრებიდან ყველაფერი, რის მოშორებაც სურთ, ნებისმიერ დროს, წამში.

ისე მოიქეცი, თითქოს სიზმარში ხარ. იყავი მამაცი იმოქმედე და ნუ ეძებ გასამართლებელ საბუთებს.

ბევრი ახსნა-განმარტება არ გჭირდება. როცა ხსნი, რატომ არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება, შენ ბოდიშს იხდი საკუთარი ნაკლისთვის და იმედი გაქვს, რომ ამ ყველაფრის მოყოლის მერე, სიკეთეს გამოიჩენენ  და გაპატიებენ.

არასოდეს გაბრაზდე. არავის შეუძლია ისეთი რამის გაკეთება, შენგან ამ რეაქციას რომ იმსახურებდეს. ადამიანებზე მაშინ ბრაზობ, როცა გრძნობ, რომ მათი საქციელი მნიშვნელოვანია. დიდი ხანია მსგავსი არაფერი მიგრძვნია.

თუკი არ მოგწონს ის, რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც გასცემ.

მაქსიმუმის გაკეთება რომ შეძლოს, ადამიანს უნდა შეეძლოს შეიცვალოს. ყველაზე რთული სურვილების შეცვლაა.

სანამ ადამიანს ჰგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არსებაა ამ სამყაროში, ვერ დააფასებს ვერაფერს ირგვლივ. ის თვალახვეულ ცხენს ჰგავს, მხოლოდ საკუთარ თავს ჰხედავს, სამყაროსგან განცალკევებულს.

როდესაც არაფერში ვართ დარწმუნებული, ფხიზლად ვართ. უფრო საინტერესოა, იმის არ ცოდნა, თუ რომელ ბუჩქში იმალება კურდღელი, ვიდრე ისე მოქცევა,  თითქოს ყველაფერი ვიცით.

ერთადერთი მართლაც რომ ბრძენი მრჩეველი სიკვდილია. ყოველ ჯერზე, როცა კი იგრძნობ, რომ ყველაფერი ცუდადაა და კრახის პირას დგახარ, შებრუნდი და სიკვდილს ჰკითხე, მართლა ასეა თუ არა.

ადამიანების უმრავლესობას ყველაზე მეტად ხელს შინაგანი დიალოგი უშლის. როცა მის შეჩერებას მოახერხებთ, ყველაფერი შესაძლებელი გახდება. ყველაზე წარმოუდგენელი პროექტები შესრულებადი გახდებიან.

ჩვენ მთელი ჩვენი დრო და მთელი ჩვენი ენერგია გვჭირდება საკუთარ თავში იდიოტიზმზე გასამარჯვებლად.

ცოდნის ადამიანი რომ გახდე, მეომარი უნდა იყო და არა მოწყვლადი ბავშვი. უნდა იბრძოლო, არ დანებდე, არ ინანო, არ დაიხიო უკან, იქამდე უნდა იბრძოლო, სანამ არ დაინახავ. და ეს ყველაფერი იქამდე, სანამ არ მიხვდები, რომ ამ სამყაროში, არაფერს აქვს მნიშვნელობა.

მეომარსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის განსხვავება ის არის, რომ მეომარი ყველაფერს ისე იღებს, როგორც გამოწვევას, ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც სასჯელს ან წყალობას.

შენ ახლა იმიტომ ვერ მიგებ, რომ მიჩვეული ხარ ისე იფიქრო, როგორც ხედავ.

ის, რასაც ახლა აკეთებ, შესაძლოა, შენი უკანასკნელი ქმედება იყოს დედამიწაზე. ამ სამყაროში, არ არსებობს არავითარი ძალა, რომელსაც შეუძლია გარანტია მოგცეს, რომ თუნდაც კიდევ ერთ წუთს იცოცხლებ.

ყველა გზა ერთმანეთს ჰგავს, არსაით მიდის. ორივე არსაით მიდის, მაგრამ ერთს გული აქვს და მეორეს არა. ერთი სიხარულით სავსე მოგზაურობას გპირდება, სანამ მას მისდევ, მეორე თავბედს გაწყევლინებს. ერთი გაძლიერებს, მეორე გასუსტებს. შენ გზას გული აქვს? თუ აქვს, გზაც სწორია. თუ არა – ტყუილად ჰკარგავ დროს…

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მეორე არხი ► https://www.youtube.com/channel/UCM-gipl8AXj-h01_Nc0aQ_w არხი მაივიდეოზე ► myvideo.ge/billy The post აი თურმე რატომ არ ერწყმის ერთმანეთს ეს ორი ოკეანე ! appeared first on ...
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • #shorts #rcb #ipl #viratkohli #rcb2022 #ipl2022 #iplt20 The post RCB 😳 is the ONLY TEAM 🔥 in HISTORY of IPL to achieve this RECORD 🔥🥳 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი