ვან გოგი - საძინებელი არლში » www.idealuri.ge
ხელოვნება და ჰობი

ვან გოგი - საძინებელი არლში

გააზიარეთ:

ვან გოგმა "საძინებელი" დახატა 1888 წელს, როდესაც საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ არლიში ცხობრობდა. ამ პერიოდს მხატვრის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სწორედ ამ დროს შექმნა მან ცნობილი "მზესუმზირები". ამასთან, "საძინებელი" მისი უსაყვარლესი ნამუშევარი იყო.

ამ ნახატის შესრულებიდან ძალიან მალე ნამუშევარი ნესტმა ძალიან დააზიანა და კიდეებზე საღებავმა ცვენა დაიწყო. იმისათვის, რომ ნესტის ზემოქმედება შეემცირებინა, მხატვარი იძულებული გახდა მასზე გაზეთები დაეფარებინა, რის გამოც ნახატზე ტიპოგრაფიული საღებავის კვალი გაჩნდა.

"საძინებელს" რესტავრაცია რამდენჯერმე გაუკეთეს. მისი სრული რესტავრაცია უკანასკნელად 1930-იან წლებში მოხერხდა.

ახალი სარესტავრაციო სამუშაოების აუცილებლობის შესახებ ცნობილი გახდა 1980-იან წლებში, თუმცა სპეციალისტების მოთხოვნა მხოლოდ 20 წლის შემდეგ დააკმაყოფილეს. დღეიდან ეს ნამუშევარი ამსტერდამის მუზეუმის დამთვალიერებელს განახლებული სახით დახვდება. 

ახალი ამბები

  • მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განათლების სისტემა სწრაფად იცვლება. თუ ადრე მთავარი აქცენტი ინფორმაციის დამახსოვრებაზე კეთდებოდა, დღეს სკოლები უფრო მეტად ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების ...
  • XML error: at line 0
  • XML error: at line 0
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი