მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება » www.idealuri.ge
ასტრონომია

მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება

გააზიარეთ:

 

პლანეტების წყვილი, რომლებიც ერთ ორბიტას იყოფენ, ორბიტალური ტელესკოპით – ”კეპლერი”, დეტალურად იქნა შესწავლილი(NASA/Ames/JPL-Caltech).

 სისტემაში სახელად KOI-730, ოთხიდან ორი პლანეტა ვარსკვლავის გერშემო ერთ ორბიტაზე მოძრაობს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ასეთი სიტუაცია ჩვენი მზის სისტემაშიც შეიძლება ყოფილიყო მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე.

 ვარსკვლავის შემოვლას წყვილი 9,8 დღე ანდომებს, მათ ერთმანეთისგან ყოფს მუდმივი 60 გრადუსიანი დისტანცია. ეს შესაძლებელი გახდა ე.წ. ლაგრანჟის წერტილების არსებობით(მზის სისტემაში ადგილი, სადაც დედამიწისა და მზის მიზიდულობის ძალები ერთმანეთს ანეიტრალებს, ამ წერტილში მდებარე სხეულს მზეც და დედამიწაც ერთნაირი ძალით “ექაჩება” თავისკენ, რის გამოც სხეული უძრავი რჩება. ამ წერტილში განთავსდება ორბიტალური ტელესკოპი ჯეიმს ვებიც). მზის სისტემის შემთხვევაში ეს წერტილი მცირე ზომების ობიექტების თავშეყრის ადგილია(ე.წ. ტროელები).

 კოსმოსური ტროელები დედამიწისთვის საფრთხეს წარმოადგენენ

 ტროას ცხენი – ლეგენდა, მის მუცელში ისხდნენ მებრძოლები, რომლებმაც ძველი ტროა დაიპყრეს. ახლა, როგორც ჩანს, სხვა ასეთმა „ტროელებმა“ დედამიწაზე ადამიანების არსებობას შეიძლება საფრთხე შეუქმნან. ე.წ. ტროელი ასტეროიდები, რომლებიც ურანის ორბიტის გარშემო იმყოფებიან, შესაძლებელია კომეტებად გადაიქცნენ და დედამიწისკენ აიღონ კურსი.

 რისკების სამი მეოთხედი დედამიწის მახლობელ ორბიტაზე მოძრავი ასტეროიდებისგან მოდის, მათგან დაახლოებით 1000 ამჟამად ცის განუწყვეტელი გადაღებებით კონტროლდება. საშიშ კომეტებზე თვალთვალი კი გაცილებით ძნელია.

 ბევრი კომეტა მზის სიტემის შიდა ნაწილებს ყოველ 200-300 წელიწადში ერთხელ გადის. ე.წ. „მოკლე პერიოდული კომეტების“ წარმოშობა უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მთავარწყაროდ „კენტავრის“ გროვა ითვლება. ეს არის გაყინული ობიექტების ჯგუფები, 1 კმ-იანი დიამეტრებითა და ელიფსური ორბიტებით, ისინი მზეს იუპიტერისა და ნეპტუნის ორბიტებს შორის მოძრაობისას უახლოვდებიან. მათგან მხოლოდ 250 იქნა შემჩნეული ტელესკოპებით. ისინი არამდგრად ორბიტებზე მოძრაობენ და აქვთ დიდი შანსი მიიღონ გრავიტაციული იმპულსი, როცა იუპიტერის ან სხვა რომელიმე პლანეტა-გიგანტის მახლობლად მოხვდებიან. ასეთ ზემოქმედებას შეუძლია ისინი მზის სისტემის შიგნით გადმოიყვანოს, მათ შორის დედამიწის მიმართულებითაც. მზესთან მოახლოება იწვევს ყინულის დნობასა და აორთქლებას, ასე ჩნდება კომეტური კუდი.

 „კენტავრების“ წინა კომპიუტერულმა მოდელირებებმა აჩვენა, რომ მათ დანაკლისს ორბიტაზე რაღაც ავსებს – ყოველი ასეთი ობიექტი ორბიტაზე დაახლოებით 3 მილიონი წელი რჩება, სანამ რომელიმე პლანეტას შეეჯახება, დაეცემა მზეზე, გამოიტყორცნება მზის სისტემიდან ან უბრალოდ ნაწილებად იშლება. „პოპულაცია“ იშლება და ამავე დროს საიდანღაც მატებაც ხდება.

 მეცნიერები იაპონიიდან ვარაუდობენ, რომ ამ შევსებების წყარო ნეპტუნის მახლობელი ტროელებია, მოძრაობენ რა ორბიტაზე მზის გარშემო თითქმის ისე, როგორც ნეპტუნი. 6 ცნობილ ტროელს აქვს დიდი შანსი კენტავრის ჯგუფში გადასვლისა, უახლოესი 600 მილიონი წლის განმავლობაში. რადგან არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ 10 მილიონამდე ტროელი ჯერ კიდევ არ არის დაფიქსირებული, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მომავალში კენტავრების შემავსებელ მასალად ისინი იქცევიან.

 ამერიკელთა აზრით მოკლე პერიოდული კომეტების ფონდის ასეთი შევსება იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ტროელების რაოდენობა მილიარდზე მეტია, რაც ნაკლებად არის შესაძლებელი, რადგან ასეთი ზომების უამრავი ობიექტების ერთობლიობა გამოიწვევს უამრავ შეჯახებებს და მათ უფრო მცირე ნამსხვრევებად გადაქცევას. „კენტავრების“შემავსებელი მთავარი წყარო შეიძლება იყოს გაიშვიათებული დისკო, კოიპერის სარტყელის ნაწილი, რომელიც პლანეტა ნეპტუნს იქეთ მდებარეობს.

 KOI-730-ში კი ამ ადგილზე ორი პლანეტა ჩამოყალიბდა. ღამის ცაზე, ერთმანეთის მიმართ, ისინი ჩანან, როგორც ელვარე მნათობები, ამავე დროს მათი ელვარება არც იკლებს და არც იმატებს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ასეთი აღმოჩენა კიდევ უფრო აძლიერებს აზრს, მთვარის შეჯახების შედეგად წარმოშობის შესახებ. ამ თეორიის მიხედვით მზის სისტემის ჩამოყალიბებისთანავე დედამიწას შეეჯახა მარსის ზომის პლანეტა თეია, ხოლო შეჯახებისგან გამოტყორცნილი ნამსხვრევები მთვარედ შეიკრიბნენ. პლანეტოლოგთა გათვლებით, თეია სწორედ ლაგრანჟის წერტილში იმყოფებოდა, დედამიწის ორბიტასთან.

 თეორიის მიხედვით ამ სისტემაში ბალანსი უნდა დაირღვეს და პლანეტები ერთმანეთს უნდა შეეჯახონ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის მიხედვით ეს 2,2 მილიონ წელზე ადრე არ მოხდება.

ახალი ამბები

  • XML error: at line 0
  • The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • “Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი