ადამიანებს სჩვევიათ საყვარელ ცხოველებთან, მცენარეებთან და მანქანებთან საუბარი. საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთ ადამიანებს სხვაგვარად უყურებს და უცნაურებად თვლის.
ზოგიერთს, შესაძლოა, მსგავსი საქციელი აშინებდეს კიდეც. სოციუმში არსებული ნორმები ხშირად გვკარნახობენ, თუ როგორ უნდა მოვექცეთ უსულო, თუ სულიერ საგნებს და თუ ამ ნორმებს დავარღვევთ, შეიძლება ჩათვალონ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს.
მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ საქმე არ გვაქვს ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, თუ საგნებს, ან ცხოველებს ვაადამიანურებთ, ეს ჩვენს ინტელექტზე მეტყველებს. ყოველივეს ანთროპომორფულ დამოკიდებულებას უწოდებენ, რაც გულისხმობს, რომ ადამიანის მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს უსულო საგნების, მცენარეების, თუ ცხოველების მიმართ.
„ანთროპომორფიზმს ისტორიულად ბავშვურობის და ფსიქიკური პრობლემების ნიშნად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი უნიკალური და ძალიან ჭკვიანია, რაც კვლევამ დაადასტურა“, – ამბობს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლას ეპლი.
მისივე თქმით, როცა ცხოველებს, ან საგნებს ადამიანურ თვისებებს მივაწერთ და მათ მსგავსად ვექცევით, ეს ნორმალური, ჩვეულებრივი მოვლენაა.
მაგალითად, ჩვენ ხშირად ვარქმევთ სახელებს საგნებს, მანქანას, ინსტრუმენტებს, კამერას, ნივთებს, რომლებიც ძალიან გვიყვარს და რომელთა მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, რომლებიც ჩვენს იდენტობას გამოხატავენ.
უფრო მეტიც, მათ ვესაუბრებით ადამიანების მსგავსად. მაგალითად, როცა ავტომობილს პრობლემა აქვს, მივამართავთ კითხვით, თუ რატომ არ იქოქება. ჩვენი გონება საყვარელი ცხოველებისა და საგნების გაადამიანურებას ახდენს.
ანთროპომორფიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმა საგნებისთვის ადამიანების სახელების დარქმევაა.
მეცნიერები ასევე ამბობენ, რომ ჩვენ მხოლოდ იმ საგნებსა და ცხოველებს ვაადამიანურებთ, რომლებიც ძალიან გვიყვარს, ხოლო თუ არ გვიყვარს და არ მოგვწონს, მაშინ ასე არ ვიქცევით.
ფსქილოგები თანხმდებიან, რომ რაც უფრო მოგვწონს რაიმე, რაც უფრო მჭიდრო დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ ნივთთან, ან ცხოველთან, ჩვენი გონება მით უფრო მჭიდროდ უკავშირდება მათ და გონება მათ ავტომატურად აადამიანურებს.
ამიტომაც, თუ საყვარელ ცხოველებს, ნივთებს ესაუბრებით, მათ ადამიანების სახელებს არქმევთ, ეს ნუ შეგაშინებთ, უჩვეულო და უცნაური ამაში არაფერია. იცოდეთ, რომ ეს განსაკუთრებული ინტელექტის და გონიერების ნიშანია.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0