ფილმები უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ კინოკადრების გროვის რიგს. დღეს ისინი გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ, რას დავაკვირდეთ, რა გავაანალიზოთ და რა არა, რა ან ვინ გვიყვარდეს…
ასეა თუ ისე, კინოს დიდი და საპატიო ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ჰოლივუდს არაერთი კინოშედევრი აქვს შექმნილი, გადავწყვიტეთ, ცოტათი შევამციროთ ეს წრე და ის ფილმები წარმოგიდგინოთ, რომლებიც უნდა ნახოს ყველა ქალმა სრულიად და უკლებლივ! მაშ ასე, მოკალათდით მოხერხებულად და მოამზადეთ ცხვირსახოცები საუკეთესო ფილმებისთვის:
My Blueberry Nights
ფილმი, რომლის თითოეული კადრიც მოცხარით, ლურჯი ფერითა და ნორას არაჩვეულებრივი მუსიკითაა გაჯერებული. სიუჟეტი უცხო, საინტერესო და ჩამთრევია ტრადიციული ბარმენისა და გზააბნეული გოგონას ისტორიით. მთავარი გმირი კი, რაღა თქმა უნდა, მოცხარის ნამცხვარი გახლავთ.
Stepmom
ცხოვრება იდეალური არ არის და არც ბედნიერი დასასრულია ყველა ფილმის ბოლოს. ეს სწორედ ის ფილმია, რომელიც გვაწავლის, რომ მტერშიც შეიძლება ერთგული მეგობრის პოვნა. მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, მოემზადეთ! სუზან სარანდონისა და ჯულია რობერტსის განუმეორებელი ტანდემი გულგრილს ვერაფრით დაგტოვებთ.
The Painted Veil
აქ ყველაფერია: მღელვარე სიყვარულის ისტორია, ქოლერის ეპიდემია, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, ჭეშმარიტი დრამა, რომელიც არც ერთ მაყურებელს მოაწყენს. მართალია, უოლტერისა და კიტის სიყვარულის ისტორია ზუსტად ისეთი კლასიკური არ გახლავთ, როგორც მოემის წიგნში, თუმცა ფილმი ნამდვილად იდეალურია.
Hours
შეუძლებელია, საათები ადვილად გაიგო. მრავალი ასპექტი, რომლისგანაც ყოველი ქალის ცხოვრებისეული მოზაიკა შედგება, არასდროსაა მარტივი. რეჟისორი გვიტოვებს დროსა და თემას დასაფიქრებლად იმაზე, რამდენად ბედნიერები ვართ. იქნებ, ბედნიერება სულაც აქვეა?
Bridget Jones’s Diary
ბრიჯიტს თითქმის ყველა გოგო იცნობს. აჯობებს, ვაღიაროთ: ყოველი ჩვენგანი აღმოჩენილა ჯონსის ამბის მსგავს გაურკვეველ სიტუაციაში. მართლაც, ხშირად არც ისე ადვილია, სწორი არჩევანი გააკეთო, ამიტომაც ცოტა ხუმრობა და ცოტა იღბალიც არ გვაწყენს.
The Mirror Has Two Faces
ამ ფილმში ბარბარამ მოახერხა, ყოფილიყო რეჟისორიც და ამასთან შესანიშნავი სიყვარულის ისტორია მოეყოლა, რომელიც არც ერთი ქალის გულს დატოვებს გულგრილს.
Love Me If You Dare
ფილმი-თამაში. შეგიძლია შემიყვარო? რა შეგიძლია, გააკეთო ამისთვის? ამ შეკითხვებზე პასუხს ამ ფილმში ნამდვილად იპოვნით.
My One and only
ფილმი ოჯახზე, შვილებზე, დედობაზე და არამხოლოდ. რას ნიშნავს, იყო კარგი დედა? ფილმი იმის დანახვაში დაგვეხმარება, როგორები არიან ადამიანები რეალურ ცხოვრებაში.
Sleeping with the Enemy
ბევრი ადამიანისთვის ზღვის პირა ლამაზი სახლი ბედნიერებაა, ზოგიერთისთვის კი ციხე. შესაძლებელია ყველაფრის სუფთა ფურლიდან დაწყება? ამას ჯულია რობერტსისა და პატრიკ ბერგინის დრამატულ ტანდემში ნამდვილად ნახავთ.
The English Patient
ცნობილი ფილმი ნამდვილ სიყვარულსა და მისთვის გაღებულ მსხვერპლზე. ომი, თავგანწირვა და სულისშემძვრელი ისტორია ადამიანებზე გულგრილს ვერაფრით დაგტოვებთ.
Gone with the Wind
ვივიენ ლისა და კლარკ ჰეიბლის წყვილი ბევრ აღწერას არ საჭიროებს.
Fried Green Tomatoes
კარგი და კეთილი ფილმი, რომელშიც წვრილმანი ბედნიერებანია წამოწეული წინა პლანზე. ზუსტად ისეთი “წვრილმანები”, რომლისგანაც ცხოვრება და მოგონებები იქმნება.
The Reader
ფილმი, სადაც მოვლენებს ჩუმად აკვირდები. აქ პირადი და გლობალური პრობლემები ერთმანეთს კვეთს, ამიტომაც შეუძლებელია, ამ ყველაფერის სიმპატიისა და ანტიპატიის გარეშე ერთად ადევნო თვალი.
Atonement
ეს ფილმი სიყვარულსა და სიძულვილზე, იმედსა და სასოწარკვეთაზეა. როგორც ამ ფილმის მოყვარულნი ამბობენ, ფინალის შემდეგ ღია ემოცია არა, თუმცა ღრმა კვალი აუცილებლად დარჩება თქვენს ცნობიერში.
Cracks
ბზარები ყოველთვის ჩვენთანაა. ისეთი ბზარები, რომლებიც ჩვენს ბედზე ტოვებენ პაწაწინა კვალს და საბოლოოდ დიდებულ ანაბეჭდსაც ქმნიან. სწორედ ასეთ საბედისწერო მოვლენებზეა ეს ფილმიც.
White Oleander
ფილმი, რომელიც გითრევს. პერსონაჟების ხასიათი კი მაქსიმალურად მძაფრია მსგავსად შხამიანი, მაგრამ ლამაზი თეთრი ოლენადრისა.
Todo Sobre Mi Madre
პედრო ალმადოვარის კლასიკად ქცეული ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
Closer
ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ადამიანის ცხოვრება ერთმანეთს ხვდება.
Breakfast at Tiffany’s
კიდევ ერთი ფილმი-კლასიკა, სადაც ოდრი, როგორც ყოველთვის, განუმეორებელია.
STEEL MAGNOLIAS
ჭეშმარიტად ქალური დრამა, რომელიც სილამაზის სალონში მოსული ადამიანების პატარა, ტრაგიკულ და სულისშემძვრელ ისტორიებზე მოგვითხრობს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0