წარმატების კანონი (ნაპოლეონ ჰილი) » www.idealuri.ge
განათლება

წარმატების კანონი (ნაპოლეონ ჰილი)

გააზიარეთ:

ყოველი სარკინიგზო გზა, თითოეული გამოჩენილი საფინანსო ინსტიტუტი, ყველა გიგანტური საქმიანი საწარმო, ასევე, უდიდესი გამოგონება – ყველაფერი ეს  ოდესღაც ერთი ადამიანის წარმოსახვაში შექმნილა. 

ფ. ვულვორტმა (გამოჩენილი ამერიკელი ბიზნესმენი) თავისი “ხუთი და ათი ცენტის” გეგმა თავიდან   წარმოსაახვაში შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ შეასხა მას ხორცი და გადმოიტანა რეალობაში, რამაც ის მილიონერად აქცია.

თ. ედისონმა ჯერ თავის წარმოსახვაში შექმნა მოლაპარაკე მანქანა, აპარატი, რომელმაც მთელ მსოფლიოს მოძრავი სურათები აჩუქა, ასევე, არაჩვეულებრივი ელექტრო-ჭრაქი და ათეულობით სასარგებლო გამოგონება, მანამ, ვიდრე ისინი რეალობად იქცეოდნენ.

ჩიკაგოში მომხდარი ხანძრის დროს ათეულობით მოვაჭრე იდგა  თავისი მაღაზიის წინ და მგლოვიარენი უყურებდა, მათ დაწვას. ბევრმა მათგანმა  სხვა ქალაქში გადაწყვიტა გადასვლა და ყველაფრის თავიდან დაწყება. მათ შორის იყო ადამიანი, სახელად მარშალ ფილდი, რომელმაც თავის წარმოსახვაში სწორედ ამ ადგილზე, სადაც მისი ფერფლად ქცეული მაღაზია იდგა,  დაინახა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი უნივერმაღი  და ეს ჩანაფიქრი იქცა რეალობად.

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების დასაწყისშივე ისწავლის თავისი წარმოსახვის უნარის გამოყენებას, მით უმეტეს ჩვენს, შესაძლებლობების საუკუნეში.

წაარმოსახვა, ეს გონების ისეთი თვისებაა, რომელიც  შესაძლებელია განვითარდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს.

სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ , ვისაც არ უნდა წარმოადგენდეთ ცხოვრებაში, რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეთ,  თქვენ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ უფრო სასარგებლონი და პროდუქტიულები თქვენივე წარმოსახვის განვითარების ხარჯზე.

წარმატება ყოველთვის ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგია, მაგრამ თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ მიაღწიოთ წარმატებას სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის გარეშე. წარმატება ინდივიდუალური ძალისხმევის შედეგია მხოლოდ იმ გაგებით, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გადაწყიტოს თუ რა სურს მას. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია წარმოსახვის გამოყენებასთან. ამ მომენტიდან წარმატების მიღწევა კი დამოკიდებულია გარშემომყოფებზე ტაქტიკურ და დახელოვნებულ ზემოქმედებაზე, მათგან თანამშრომლობის მიღწევის მიზნით. მაგრამ, ვიდრე მიაღწევდეთ მათგან თანამშრომლობას, მეტიც – ვიდრე მათ ამის შესახებ სთხოვთ, პირველ რიგში თავად თქვენ უნდა გამოხატოთ მზაობა თანამშრომლობისთვის. აქ მოქმედებს ერთ-ერთი კანონი წარმატებისა: ჩვეულება აკეთო იმაზე მეტი, რისთვისაც შენ გიხდიან! (რაზეც ცალკე გვექნება საუბარი მომდევნო სტატიებში).

წარმატების კანონის კურსის მიზანია მოგცეთ შესაძლებლობა გაიგოთ თუ როგორ გახდეთ უფრო წარმატებულნი საქმიანობის იმ სფეროში, რომელიც აირჩიეთ. ამ მიზნით თქვენ უნდა გააანალიზოთ თქვენი მონაცემები, შეაფასოთ და კლასიფიკაცია გაუკეთოთ მათ, რათა უკეთ გამოიყენოთ ისინი მომავალში.

შესაძლოა თქვენ არ მოგეწონოთ ის საქმე, რომელსაც მიჰყოფთ ხელს. არის ორი გზა რათა თავიდან მოიშოროთ ეს სამუშაო: პირველი- ნაკლებად დაინტერესდეთ იმით, რასაც აკეთებთ, ოღონდაც თავიდან მოიშოროთ იგი. ამ შემთხვევაში თქვენ ძალიან მალე დაასრულებთ ამ საქმიანობას, ვინაიდან თქვენი მომსახურება სულ უფრო ნაკლებად მოთხოვნადი გახდება. მეორე და უკეთესი ვარიანტი მდგომარეობს იმაში, რომ შეეცადოთ გახდეთ უფრო სასარგებლო და ეფექტური იმაში, რასაც ამ ეტაპზე თქვენ საქმიანობთ და ამით მიიპყროთ მათი კეთილგანწყობა, ვისაც შეუძლია დაგაწინაუროთ ამ საქმიანობაში და შემოგთავაზოთ უფრო საპასუხისმგებლო პოზიცია, რომელიც თქვენ უფრო მოგეწონებათ. თვენ თავად უნდა აირჩიოთ გზა.

ათასობით ადამიანი უვლიდა გვერდს დღევანდელი კალუმეტის (ამერიკელი მაგნატი სპილენძის საბადოს მფლობელი) შახტის ადგილს და არავის შეუნიშნავს რაიმე ღირებული ამ ადგილზე, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოიყენა თავისი წარმოსახვის უნდარი, ჩაღრმავდა რამოდენიმე მეტრით მიწაში, გამოიკვლია იქ ნაპოვნი მასალა და აღმოაჩინა მსოფლიოსი უმდიდრესი სპილენძის საბადო. 

ჩვენ და ყოველი ადამიანი, დროგამოშვებით მიმოვდივართ საკუთარ „კალუმეტის საბადოებზე“. აღმოჩენა გამოკვლევისა და საკუთარი წარმოსახვის უნარის გამოყენების საქმეა. წარმატების თხუთმეტი კანონის კურსს შეუძლია მიგიყვანოთ თქვენ საკუთარ საბადოსთან და თქვენ შესაძლოა გაკვირვებულნიც კი დარჩეთ იმით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იდექით უმდიდრეს მადნეულზე, რომელსაც ახლა უკვე ამუშავებთ და სარგებლობთ მათით. რასსელ კრონველი (ამერიკელი იურისტი, სასულიერო მოღვაწე) თავის ლექციაში ამბობს, რომ არ არის საჭირო შესაძლებლობების ძიებაში შორს წასვლა. ის სწორედ იქ მდებარეობს, სადაც ჩვენ ვდგავართ! ეს ჭეშმარიტებაა, რომლის  დამახსოვრებაც ღირს.

ეს კურსი ასეზე მეტი ადამიანის ცხოვრებისა და მოღაწეობის დეტალური ანალიზის შედეგია, ადამიანებისა, რომლებმაც თავიანთ საქმიანობში დიდ წარმატებებს მიაღწიეს.

ავტორი (ნაპოლეონ ჰილი) მეტწილად უმადლის ჰენრი ფორდს და ენდრიუ კარნეგის. კარნეგიმ   ურჩია მას დაეწერა ეს კურსი (ნაშრომი), ხოლო ჰენრი ფორდის ცხოვრებამ და მოღვაწეობამ მისცა ამ ნაშრომს ყველაზე მეტი მასალა გამოყენებისთვის.

ამ ნაშრომში მოხსენიებული ადამიანების უმრავლესობა ამჟამად გარდაცვლილია, მაგრამ ისინი თავიანთ დროში წარმოადგენდნენ ამერიკის ეკონომიკის ხერხემალს და ძირითად ფუნდამენტს.

წარმატების კანონი აჯამებს მათი მოქმედებების წესებსა და ფილოსოფიას, რამაც მისცა მათ საშუალება მიეღწიათ უდიდესი გავლენისათვის მათ მიერ ამორჩეულ საქმიანობში.

ვინც ამ კურსის შესწავლას გახსნილი გონებითა და მზაობით შეუდგება, ის დაჯილდოვებული იქნება ცხოვრების შესახებ უფრო ფართო და ზუსტი შეხედულების შეძენით.

ნაპოლეონ ჰილი

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი