როგორ გავაკეთოთ ბანანის კექსი? » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ გავაკეთოთ ბანანის კექსი?

გააზიარეთ:

 

არსებობს რაიმე მარგებელი და გემრიელი? რა თქმა უნდა! ეს ტრადიციული ამერიკული ნამცხვარი შეუყვარდება ყველას, ვინც ერთხელ მაინც გასინჯავს მას. ამ ბანანის კექსს ასევე უწოდებენ “ბანანის პურს”. ის საუკეთესოა დილით სატრაპეზოდ და უბრალოდ წასახემსად ნებისმიერ დროს. ვინც საუზმეზე ამ დესერტს მიირთმევს, თვლიან რომ დილა კარგი გნწყობით ეწყებათ.

 

 

რა დაგვჭირდება?

  • წიფე ბანანი – 450 გრ.
  • ნიგოზი – 150 გრ.
  • კარაქი – 120 გრ.
  • ქათმის კვერცხი – 2 ცალი
  • შაქარი – 150 გრ.
  • ხორბლის ფქვილი – 230 გრ.
  • ვანილი – 2 გრ.
  • გამაფხვიერებელი 1 პაკეტი
  • 1 პწკენა მარილი
  • კაკაო
  • დარიჩინი
  • სოდა
  • გამოსაცხობი ფორმა დასაწყისისათვის უნდა ცოტათი დავბრაწოთ ნიგოზი. ამისათვის ჩავრთოთ ღუმელი 180 გრადუსზე და შიგ მოვათავსოთ ნიგოზი, სანამ ღუმელი გახურდება ნიგოზი საკმარისად დაიბრაწება. ბანანის კეკსისთვის სასურველია, როგორც ნიგოზი ასევე ნუშიც. ვინაიდან ორივე არაა ძალიან ცხიმიანი, რაც ზუსტად ჩვენ გვჭირდება. გავსრისოთ ბანანები პიურეს დონემდე, ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ან ბლენდერით ან ჩანგლითაც. აუცილებელია რომ ბანანები იყოს გადამწიფებული, ვინაიდან ასე პური მაქსიმალურად გაიჯერება სიტკბოთი. ბანანის პიურეში დავამატოთ კარაქი, კვერცხი და ვანილი. ყოველი ინგრედიენტის დამატების დროს კარგად ავთქვიფოთ ბლენდერის ან ცოცხლის(სარეველის) საშუალებით. ცალკე რაიმე ჭურჭელში მოვათავსოთ ფქვილი, შაქარი, გამაფხვრიელებელი, სოდა, დარიჩინი და მარილი. შემდგომ ეს ყველაფერი ჩაყარეთ ბანანის პიურეში, დავამატოთ დაბროწილი ნიგოზი და კარგად ავთქვიფოთ. საცხოვ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი, შემდგომ ჩავდოთ ბანანის ცომი და მოვათავსოთ უკვე გაცხელებულ ღუმელში. დავტოვოთ 1 საათით 180 გრადუსზე.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი