ჯონ ევერეტ მილე – „იზაბელა” » www.idealuri.ge
ხელოვნება და ჰობი

ჯონ ევერეტ მილე – „იზაბელა”

გააზიარეთ:

 

„იზაბელა” -
რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც – „ლორენცო და იზაბელა”, წარმოადგენს გენიალურ
სურათს, დახატულს 1849 წელს ზეთის საღებავით ტილოზე დიდი ინგლისელი მხატვრისა და
პრერაფაელისტების საძმოს აქტიური წევრის - ჯონ ევერეტ მილეს (1829-1896 წლები)
მიერ.მხატვარმა აღნიშნული სურათი მას შემდეგ მალევე დახატა,რაც “პრერაფაელისტების
საძმოში” გაწევრიანდა.(ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიუჟეტი აღებულ იქნა დიდი ინგლისელი
რომანტიკოსი პოეტის ჯონ კიტსის პოემის – “იზაბელა,ანუ ქოთანი რეჰანით”
მიხედვით.აღნიშნული პოემა მოგვითხრობს იზაბელასა და ლორენცოს ტრაგიკულ
ისტორიას.იზაბელას მდიდარმა ძმებმა,გაიფეს რა მათი დის და ღარიბი ლორენცოს საიდუმლო
სიყვარულის შესახებ ამბავი,გადაწყვეტენ ლორენცოს მოკვლას,რაც მალევე აღასრულეს
კიდეც.მიუხედავად სატრფოს დაღუპვისა,იზაბელა მისი სიყვარულის ერთგული სამუდამოდ
დარჩა.მანვე საიდუმლოდ მოიპოვა დაღუპული ლორენცოს თავი,რომელიც მისსავე ბაღში
გადმოიტანა და რეჰანის ქოთანში მოათავსა,რათა საკუთარ ძმებს არ აღმოეჩინათ.მიუხედავად ამისა ძმებმა იზაბელას გაუგეს აღნიშნული ფაქტი და მას საყვარელი ადამიანის თავიც
მოპარეს,რის გამოც იგი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.მხატვარმა სურათზე აღბეჭდა
მომენტი,სადაც იზაბელას მოღუშული ძმა წიხლს კრავს ძაღლს,რაც სიმბოლურად და
ტრადიციულად ერთგულების სიმბოლოდ აღიქმება.გარდა ამისა,სურათზე გამოსახული სხვა
ფიგურები მილემმ,საკუთარი მეგობრების სახით ასახა.მათ შორის იზაბელას ძმების სახით
წარმოადგინა – ფრედერიკ ჯორჯ სტივენსი (ინგლისელი კრიტიკოსი),უოლტერ ჰოუელ
დევერელი (ინგლისელი მხატვარი-პრერაფაელისტი),უკანა პლანზე გამოჩენილი ინგლისელი
პოეტი – დანტე გაბრიელ როსეტი.თავად იზაბელას სახე მხატვარმა საკუთარი ძმის მეუღლის
სახიდან ასახა.
დღესდღეობით ჯონ ევერეტ მილეს დიდებული ნამუშევარი – “იზაბელა”,დაცულია ინგლისის
ქალაქ ლივერპულში მდებარე უოკერის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოიწონეთ ვიდეო დიდი მადლობა ყველას. რეკლამა არხზე: https://ellchannel.tumblr.com/ ::არხის შესახებ:: არხის მოსაძებნად შეგიძლიათ აგრეთვე ჩაწეროთ ქართულად: ელლ ცჰანნელ,ელლ ჩენელი,ელლ ცჰანელ,ელლ,ელ. ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი