ხელოვნების უკვდავების იდეა
ლიტერატურა და პოეზია

მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი თემა (თემა ლირიკული ნაწარმოების ანალიზისათვის)

გააზიარეთ:

ხელოვნების უკვდავების იედა კონსტანტინე გამსახურდიას რომანში ”დიდოსტატის მარჯვენა”
სილამაზის სიყვარული, მნიშვნელობით გატაცება ადამიანის განუყრელი თვისებაა. აკვნის კამარაზე დაკიდებული ლამაზ-ლამაზი ღინჭილელები იწყება მშვენიერებისადმი ლტოლვა.
” და თუ სიცოცხლეს რაიმე აზრი აქვს, ჩემო ძვირფასო სოკრატე, ეს უაღრესი სილამაზის ჭვრეტა არის მხოლოდ და მხოლოდ , ჯერ კიდევ შორეულ წარსულში მიმართავდა თავის დიდ მასწავლებელს ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი. ”ნიადაგ საჭიროა უმზერდე მშვენიერებას”- თოთქოს პლატონს კვერს უკრავდა ბალძაკი.
ჭეშმარიტი ხელოვნება შნოსა და ლაზათს აძლევს კაცის ყოფნას დედამიწაძე, მაგრამ ხელოვნების ნიმუშს დანახვა და წაკითხვა უნდა.
დასაბამიდან დრემდე ყველა მოკვდავს დაუნახავს ნისლით შებურული მთაში, მაგრამ მხოლოდ ვაჟას გენიამ აღმოაჩინა, რომ ”ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი” . რამდენ ტურისტსა და ექსკურსანტს უხილავს სვეტიცხოვლის დიდებური ტაძარი, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდიასავით ვერავინ აღიქვა იგი , როგორც ” დიდი ხელოვნების იგავ მიუწვდომელი ქმნილება ” , როგორც ” ცაში არტყოცნილი სიმფონია დიდებისა ”. ასევე ჯვარი -”სარკინეთისა და ზედაზენის მთების გვირგვინი”
კ. გამსახურდიას მოხდენილი თქმით, ” მწერლობა გმირობის გამოსარჩლებაა მხოლოდ , მიჩქმალული ქომაგია მწერალი”. ამიტომ გამოესარჩლა იგი სვეტიცხოვლის გენიალურ ხუროთ მოძღვარს. კედელზე ამოკვეთილმა ძუნწმა წარწერამ ”ხელი მონისა არსაკიძისაი, რათა შეუნდოთ  შთააგონა მას უბრწყინვალესი რომანი ” დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”
ეს რომანი თვითონაა ხელოვნების ნიმუში. იგი ხელოვნების სწორუპოვარი საგალობელია.
გენიალური მიქელანჯელო შენიშნავდა, რომ ყოველ ქვაში არსებობს ქანდაკება, საჭიროა მხოლოდ მოაშორო ყოველივე ზედმეტი. კონსტანტინე არსაკიძე უყურებს ორწლის წინათ დაწყებულ სვეტიცხოველს და ფიქრობს: ”არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად.”
სწორედ ამ ლოდებისგან შექმნა მან სარაკო სილამაზის ჩუქურთმები , ამ ლოდებით ლოცვასავით აღავლინა მშობელი მიწის სადიდებელი ქვის სიმფონია - ქართული არქიტექტურის უჭკრობი სიმბოლო.
კონსტანტინე არსაკიძემ კარგად იცის , რომ სხვა არაფერი ”ევალება ოსტატს , თუ არ წამიერის მარად ჟამულად ქცევა .... თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან”, და სიცოცხლეს არ იშურებს ჩანაფიკრის ხორც შესასხმელად. მის ბობოქარ სულში ტიტანური ძალით იბრძვის სიყვარული ხელოვნებისადმი და სიყვარული არამიწიერი შვენებით შემკული შორენასადმი. მას გამოეცხადა სათაყვანებელი შორენას ლანდი ” დაუჩოქა სამგზის სანატრელმა , სთხოვა დიდოსტატს სული, ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, ,მაგრამ ვერც სიყვარულს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”.
გაიმარჯვა სვეტიცხოველმა. თვით შორენასადმი ღვთაებრივ სიყვარულსაც კი არემატა მისდამი სიყვარული.
ხელოვნების უკვდავების იდეის გამარჯვებას თავზე გვირგვინად ადგას არსაკიძის გამხელილი ფიკრი: ” კურთხეულცაა ხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს , როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე”. ”უდიდესი სიმაყე შეუდგება გულს როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება...”
ამავე რომანში მოხდენილად ამბობს კ. გამსახურდია:” არავის იმდენი მტერი არა ჰყავს ამქვეყნად, როგორც ბრძენ კაცს, გმირსა და ოსტატს”. სამივე ღირსებით იყო შემკილი კ.არსაკიძე. ამიტომ გამოუჩნდა ამდენი მტერი და მოშურნე. არსაკიძისთანა დიდებულ ოსტატს სიცოცხლეშივე ეკუთვნოდა თაყვანისცემა , ტირანულ სახელმწიფოში განწირული აღმოჩნდა იგი : ” დაიჭირეს მკლავი მოჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო”
მაგრამ კაცთა ბოროტება, ტირანთა სისატიკე უძლურია ჭეშმარიტი ნიჭის წინაშე : ”ხელოვნებაა თავად უკვდავება. ხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი... ათასეული წლები წალეკავენ ყოველივეს მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი”.
ასევე ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუსად დარჩება კონსტანტინე გამსახურდიას ”დიდოსტატის მარჯვენა” . ამ რომანს , ისე როგორც მის მიერ უკვდავყოფილ სვეტიცხოველს , ადამიანტა სიყვარული და აღტაცება არ მოაკლდება დასასრულამდე ჟამთა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • “ერთხელ ბაკურიანშის” შემქმნელებისგან The post ერთხელ ქარელში appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • In this video special on IPL 2022 Mega Auction, I have tried to pick Openers of all 10 teams that they most likely going to target in IPL 2022 Mega Auction. Topics covered in this video with detailed ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი