როგორ ვისწავლოთ უცხო ენა ადვილად » www.idealuri.ge
განათლება

როგორ ვისწავლოთ უცხო ენა ადვილად

გააზიარეთ:

 

უცხო სიტყების დასამახსოვრებელი უამრავი ხერხი არსებობს: ლექსები, სპეციალური ბარათები, 25– კადრი და სხვა. ამჯერად  ენის ადვილად შესასწავლად ინტელექტ–ბარათებს (Mind Maps) გთავაზობთ. Mind Maps–ის ტექნოლოგია ტონი ბუზანმა შემოგვთავაზა.

Mind Maps–ის უპირატესობა ისაა, რომ ის გამოსახულებისა და სიტყვების მეშვეობით ტვინის ორივე ნახევარსფეროზე მოქმედებს. სიტყვებს დამატებითი მნიშვნელობა შრიფტის, ასოების ფერისა და ზომის მიხედვით ეძლევა. ასევე იმითაც თუ ფურცლის რომელ ნაწილშია გამოსახულება და სიტყვა წარმოდგენილი. ამდაგვარი განლაგება ადამიანს ხეს უწყობს დაიმახსოვროს და აღიქვას Mind Maps–ი ერთ მთლიანობად. Mind Maps–ი ინფორმაციის ადვილად სტრუქტურირებასა და დამახსოვრებას უწყობს ხელს. თითოეულ ინტელექტ –ბარათს თავისი უნიკალური გარეგნობა და მახასიათებლები გააჩნიათ ამის გამო ის სხვა ბარათებთან შედარებით ადვილადაა დასამახსოვრებელი.

Mind Maps–ის უპირატესობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ მისი საშუალებით მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს კი არა, არამედ ამ სიტყვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტერმინოლოგიებსაც სწავლობთ.

სწავლის პროცესში თითოეულ ადამიანს შეეძლება საკუთარი ინტელექტ–ბარათები შექმნას, რაც სიტყვების გამეორებაში დაჭირდება. თქვენც ამ სქემის მიხედვით შეძლებთ თქვენთვის  Mind Maps–ის დამზადებას. სურვილის შემთხვევაში შეიძლება უცხო სიტყვის ტრანსკრიფციაც დაამატოთ, სასურველია თუ სიტყვის თარგმანს არ დაურთავთ, რათა ბარათზე დაწერილმა მშობლიურმა სიტყვამ არ გამოგიდევნოთ უცხო სიტყვა რომლის დამახსოვრებასაც ცდილობთ.

ამ მეთოდით მეცადინეობისას არ დაგჭირდებათ რვეულები და ლექსიკონები. ასევე არაა აუცილებელი უამრავი ბარათის დამზადება და შემდეგ მათი მთელ ბინაში ძებნა. ბარათების დამზადებას შესაძლებელია კომიუტერშიც და შემდეგ მათი ფონებად ან  screen saver–ად გამოყენება. ეს კომპიუტერთან ჯდომას სწავლის პროცესად აქცევს და თქვენც ძალიან მარტივად და ძალდატანების გარეშე შეძლებთ სასურველი ენის შესწავლას.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ბრაულსთარსი ლუკასთან ერთად appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • In this video special on IPL 2022 Mega Auction, I have tried to pick Openers of all 10 teams that they most likely going to target in IPL 2022 Mega Auction. Topics covered in this video with detailed ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი