როგორ განვითარდა დაზგური ფერწერა? » www.idealuri.ge
ეს საინტერესოა

როგორ განვითარდა დაზგური ფერწერა?

გააზიარეთ:

როგორც უკვე იცით, სახატავად გამზადებულ ტილოს მხატვარი სამუშაოდ მოლბერტზე – ერთგვარ დაზგაზე – დგამს. სწორედ აქედან იღებს სათავეს ტერმინი “დაზგური ფერწერა”. მხატვრობის ეს სახეობა ძველთაგანვე იყო ცნობილი. მაგ., ახ.წ.I-II სს-ში ეგვიპტეში ხის დაფაზე ცვილის საღებავებით ხატავდნენ ადამიანებს, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ ამ სურათებს მათ სარკოფაგებზე ამაგრებდნენ.
დაზგური ფერწერის განვითარება რენესანსის ეპოქასთანაა დაკავშირებული, რასაც დიდად შეუწყო ხელი ე.წ. ზეთის საღებავების – ზეთთან შერეული პიგმენტების – დამკვიდრებამ. ამ საღებავების გამორჩეულმა თვისებებმა ახალი შესაძლებლობები შესძინა დაზგურ ფერწერას. სხვადასხვა ავტორის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ზოგიერთი ნაწარმოებებიც ზეთის საღებავებითაა შესრულებული. ამისათვის საჭიროა დავაკვირდეთ პატარა ფრაგმენტებს სურათების კუთხეებში, რომლებზეც კარგად ჩანს განსხვავებული მონასმის ხასიათი.

საზოგადოდ, მხატვრის ხასიათი, წყნარი თუ მღელვარე ბუნება შესანიშნავად ჩანს ხოლმე მის მონასმში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის შემოქმედება.
ზეთის საღებავის სხვადასხვაგვარი – სქელი თუ თხელი, მშვიდი თუ მოძრავი – მონასმი მშვენივრად გადმოსცემს აგრეთვე განსხვავებულ ფაქტურას. რასაკვირველია, ლითონის პრიალა ზედაპირის, თუ ბეწვის სიფაფუკის გადმოცემა მხატვრის ოსტატობის მანიშნებელია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია რას მოგვითხრობს, რაზე მიგვანიშნებს ეს დეტალები.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი