სარეცხი საპონი
ეს საინტერესოა

როგორ რეცხავს საპონი?

გააზიარეთ:

 

საპონი ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია, უფრო მეტიც – მასთან დღეში რამდენჯერმეც კი გვაქვს შეხება, მაგრამ ალბათ ცოტამ თუ ვიცით თუ როგორ რეცხავს იგი.

საპონი სხვა არაფერია, თუ არა უმაღლესი, გრძელჯაჭვიანი ნაჯერი კარბონმჟავას მარილი. უმაღლესი კარბონმჟავებიდან საპნის მისაღებად ძირითადად გამოიყენება: პალმიტინის მჟავა და სტეარინის მჟავა.

მათ მიერ წარმოქმნილი ნატრიუმის მარილები მყარი საპნებია, კალიუმის მარილები კი – თხევადი. ამ მარილების ჰიდრილიზისას წარმოიქმნება ორი ნივთიერება, ტუტე და ცხიმოვანი მჟავა. ტუტე შლის დამაჭუჭყიანებელ ნივთიერებებს, ცხიმოვანი მჟავა ზედაპირულად-აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ხელს უწყობს დამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების მოცილებას გაჭუჭყიანებული ზედაპირიდან.

როგორ რეცხავს საპონი:

საპონი შედგება ორი ნაწილისაგან: ჰიდროფობური (წყლის მოშიში) და ჰიდროფილური (წყლის მოყვარული) ნაწილისაგან. საპნის ჰიდროფობური ნაწილი აღწევს ცხიმით გაჭუჭყიანებულ ზედაპირში, რის შედეგადაც აღმოჩნდება, რომ ის გარშემორტყმულია ჰიდროფილური ჯგუფებით. სწორედ ეს ჯგუფები ურთიერთქმედებს წყლის პოლარულ მოლეკულებთან, რის შედეგადაც გამრეცხი საშუალების იონები გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებასთან ერთად სცილდება ქსოვილის ზედაპირს და გადადის წყალხსნარში. ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს სარეცხი ფხვნილებიც.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • (კადრები, რომელიც ვერ მოხვდა გადაცემაში ქრონომეტრაჟის ან სხვა მიზეზით) გადაცემა 76: https://youtu.be/Q1ME7dyoPNc ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/katsebi/ ინსტაგრამი: ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The post Thomas Muller Respect Moments😍👏 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი