როგორ გავაკეთოთ არომატული საპონი » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ გავაკეთოთ არომატული საპონი

გააზიარეთ:

 

დღეს საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, მისი ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია, ქარხნული საპნით დაწყებული, ხელნაკეთი საპნებით დამთვარებული. მიუხედავად მისი მრავალფეროვნებისა შეგვიძლია საკუთარი საპონიც გავაკეთოთ, იმ სურნელით, რომელიც თქვენ გინდათ და იმ შემადგენლობით, რომელიც თქვენს კანს არ გააღიზიანებს, ან უბრალოდ შეგვიძლია სტუმრებთან და მეგობრებთან თავი მოვიწონოთ ორიგინალური, ხელნაკეთი საპნით.

დაგვჭირდება:

საბავშვო საპონი (მასში ნაკლები არომატიზატორია და თქვენთვის სასურელ სუნზე იოლად დადგება).

სურნელოვანი ზეთი

2 ჩ/კ გლიცერინი

საკვები საღებავი (თუ საპნის ფერის შეცვლა გსურთ)

სხვა დამატებითი ინგრედიენტები, მაგალითად თუ სკრაბს აკეთებთ დაფქვილი ყავის მარცვლები, ატმის კურკა და ა.შ.

ფორმები სასურველია სილიკონის, შუშის ან თუნუქის.შეგვიძლია ნამცხვრის საცხობი პატარა ფორმები ან ყინულის გასაკეთებელი ფორმები გამოვიყენოთ. 

მომზადება

ავადუღოთ წყალი და ორთქლის აბაზანაში  წინასწარ გახეხილი საპონი გავადნო. დავამატოთ  სურნელოვანი ზეთი და გლიცერინი, კარგად ავურიოთ. თუ საპონს ფერს უცვლით და სკრაბს აკეთებთ, მაშინ ეს ინგრედიენტები სურნელოვან ზეთთან და გლიცერინთან ერთად ჩაყარეთ.

ავიღოთ ფორმები, ჩავასხათ საპონი და დავდოთ გასაშრობად 2 დღე ან შევდგათ მაცივარში  ( ! არა საყინულეში)

! გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ახალბედა საპონში წითელი ფერის მისაღებად, ვარდის ფურცლებს ყრის, . წითელი შეფერილობის მაგივრად თქვენ მუქ ყავისფერს და საშინელი შესახედაობის საპონს მიიღებთ. იგივე შედეგს მიიღებთ,თუ მასში ცოცხალ ყვავილებს ან რაიმე სხვა მცენარეს ჩააგდებთ.

! არ გადაამეტოთ არომატული ზეთი, შეიძლება ალერგია მოგცეთ და საპონიც არ აქაფდება.

! საპნისთვის საუკეთესო დანამატებია – დაფქვილი ყავა, თეთრი თიხა, ქოქოსი, გამხმარი სამკურნალო მცენარეები, ატმის დაფქვილი კურკა…

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი