როგორ მოვამზადოთ “სტეიკი”? » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ მოვამზადოთ “სტეიკი”?

გააზიარეთ:

 

მინდა შემოგთავაზოთ “სტეიკის” მომზადების ძველებური რეცეპტი. მართლაც ამ მამაკაცური კერძის რეცეპთა რაოდენობა უამრავია. დღეს-დღეისობით მისი მომზადებე მთელი ფილოსოფიაა. “სტეიკს” განარჩევენ სხვადასხვა კრიტერიუმებით. მაგალითდ, თუ რა ხორცს იყენებენ, საქონლის სხეულის რა ნაწილს იყენებენ ხორცად, თუ რა დონით ბრაწავენ მას და ა.შ. ვინაიდან ჩვენ მოყვარული მზარეულები ვართ, სჯობს არ ჩავუღრმავდეთ ამ წვრილმანს, უბრალოდ გავეცნოთ მომზადების მთავარ ასპექტებს.

 

რა დაგვჭირდება?

  • როხის ან ღორის ხორცი – 250 გრ.
  • შპინატი – 150 გრ.
  • წითელი ღვინო – 200 მლ.
  • თაფლი – 50 მლ.
  • მდოგვი – 50 გრ.
  • სოუსი “დემი გლასი” – 150 მლ.

საიდუმლო არ არის, რომ სტეიკის მომზადებაში მთავარია სწორად შევარჩიოთ ხორცი. ხორცი უნდა იყოს ახალგაზრდა, რბილი, ნაკლებად ცხიმიანი, წვნიანი და არა მშრალი. ხორცი მოვათავსოთ მაციავარში (ან ხორცის განყოფილებაში, არა საყინულეში) რამოდენიმე საათით ან თუნდაც 1 დღით, იმისათვის რომ გახდეს ფხვიერი. ნახევარი საათით ადრე, სანამ დავიწყებდეთ მომზადებას, ამოვიღოთ ხორცი და გავათბოთ ოთახის ტემპერატურამდე. გავამშრალოთ ქაღალდის პირსახოცით და შემდგომ დავიწყოთ ყველაზე საინტრესო – კულინარიის მაგია…

შეწვის პროცესი
შპინატი შევწვათ ზეთში. ხორცის გვერდზე გავჭრათ და შიგნით ჩავალაგოთ შპინატი. ფარშიანი სტეიკი შევხრაკოთ ტაფაზე, დავამატოთ ღვინო და ცოტათი მოვშუშოთ. მაგრამ მისი დაბრაწვა ცოტათი ეშმაკურია, სანამ დავიწყებდეთ დაბრაწვას, გავახუროთ ღუმელი 240-250 გრადუსამდე და ნახევარი წუთის განმავლობაში დავბრაწოთ ხორცი, ორივე მხრიდან სანამ არ მიიღებს აპეტიტურ ფერს. ამას ვაკეთებთ იმისთვის რომ ნაჭერმა არ დაკარგოს სტრუქტურა და შეინარჩუნოს ფორმა. ამის შემდგომ კი ბოლომდე მივიყვანოთ მისი მომზადება.

სოუსი
იმ ტაფაში რომელში მოვამზადეთ ხორცი, ჩავასხათ თაფლი, მდოგვი, მარილი, პილპილი, სოუსი “დემი გლასი” და მოვხარშოთ. მზა სტეიკს მოვასხათ სოუსი. გარნირად შეგვიძლია გამოვიყენოთ რაც გაგვიხარდება, მაგრამ მის სამშობლოში იყენებენ კარტოფილ ფრის ან მოხარშულ ბრინჯს სოუსთან ერთად.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი