თანამედროვე ქალაქის მაცხოვრებელი მოწყვეტილია ბუნებისაგან. ეს რა თქმა უნდა, არანორმალურია, რადგან ადამიანი ბუნების ნაწილია და უიმისოდ ცხოვრება და ჯანმრთელად ყოფნა არ შეუძლია.
ბუნება სახლში უნდა შემოვიყვანოთ, ოთახში უნდა გავახაროთ მცენარეები, რომლებიც გაანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებს, გამოიმუშავებენ ჟანგბადს და დადებითად იმოქმედებენ ადამიანზე თავიანთი ბიოველით.
ეს მცენარეებია:
კაკტუსი – რაც მეტია, უკეთესია. ისინი დაგვეხმარებიან გაანეიტრალონ რადიაციული ზემოქმედება თქვენს ორგანიზმზე. გარდა ამისა, კაკტუსების ბიოველი სტიმულს აძლევს მამაკაცებისა და ქალების ეროგენულ ზონებს. კაკტუსები უმჯობესია ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს განვათავსოთ.
ალოე – ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს ალოე. მისი წვენი არამარტო წმენდს და აკაჟებს ორგანიზმს, არამედ კურნავს სიმსუქნეს და ხელს უწყობს კანისა და თმების სილამაზეს.
ბროწეული – კარგი იქნება, თუ სახლში გავახარებთ ბროწეულის პატარა ხეს. ბროწეული ადამიანის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სტიმულს აძლევს მას.
ხახვი და ნიორი – შესანიშნავად წმენდს ოთახის ჰაერს. სასურველია, რომ ისინი ერთ ქოთანში ვახაროთ. ხახვი და ნიორი შესამჩნევად აუმჯობესებს ძილს. ამიტომ მათ, ვისაც კოშმარული სიზმრები აწუხებთ, ხახვი და ნიორის ქოთნები ოთახში უნდა დადგან.
ვარდი – ყველაზე უკეთესად აღადგენს და აძლიერებს ბიოველს. სახლის ვარდის ბუჩქი დაგეხმარებათ მოიცილოთ დაღლილობა და გაღიზიანება…აღარაფერს ვამბობთ ვარდის არომატის სასარგებლო თვისებებზე.
გერანი – ყოველ სახლში აუცილებლად უნდა გავახაროთ, თუნდაც ერთი ბუჩქი. გერანი არა მარტო ბუზებს აფრთხობს, აერსაც ასუფთავებს, ამცირებს თავის ტკივილს და სახლიდან დევნის ბოროტ სულებსა და სხვა უწმინდურთ.
ლიმონის ხე – წმენდს ჰაერს. კეთილისმყოფელად მოქმედებს ვეგეტაციურ ნერვულ სისტემაზე. გვეხმარება აღვადგინოთ არასასურველი გარეგანი ფაქტორების შედეგად დასუსტებული ჩვენი ბიოველი.
ნეპტუნუსი – ჰოლანდიაში გამოყვანილი უჩვეულო, საოცარი დეკორატიული ოთახის მცენარე, რომელსაც არც მორწყვა სჭირდება და არც სინათლე. მცენარე იკვებება ნიკოტინით და მტვერით, ამასთან გამოყოფს იოდის ორთქლს, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებისათვის.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0