ზრდა და ენერგია » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

ზრდა და ენერგია

გააზიარეთ:

 

ადამიანის სხეული შედგება ცოცხალი უჯრედებისაგან და უჯრებგარეშე ნივთიერებებისაგან, რომლებიც ერთად ქსოვილებს, ორგანოებსა და სისტემებს ქმნიან.

ზრდის პროცესის დროს ახალი უჯრედები ფორმირდება, ხოლო უკვე არსებული უჯრედები განვითარებას განაგრძობენ. დაბადებიდან მომწიფების ასაკის დასასრულამდე, ჩვენი სხეული განუწყვეტლივ და შესამჩნევად იზრდება. ეს სხეულის ყველა ნაწილს ეხება; ძვლები გრძელდება, მსხვილდება და ძლიერდება, შინაგანი ორგანოები-თავის ტვინის, გულის, ფილტვებს და ღვიძლის ჩათვლით-დიდდება, კუნთები ვითარდება, ხოლო თმები და ფრჩხილები განუწყეტლივ გრძელდება.

ადამიანიის სხეულის სხვადასხვა ნაწილები ერთნაირი სისწრაფითა და პროპორციით როდი იზრდება. მაგალითად, თავი საკუთარ სიდიდეს სიცოცხლის თითქმის პირველსავე წლებში აღწევს. ადამიანი თავის მაქსიმალურ სიმაღლეს 16-იდან 21 წლამდე აღწევს. ამ ასაკში საურველია სიმაღლესთან მიმართებით სწორი წონის დარეგულირება და შემდეგ შენარჩუნება.

როდესაც ვინმეზე ვამბობთ, რომ “ზრდა შეწყვიტა”, ძირითადად, ვგულისხმობთ იმას, რომ მან საკუთარ მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწია. ფაქტობრივად, “ზრდას” მთელი სიცოცხლის განმავლობაში განვაგრძობთ, რადგანაც ადამიანის სხეულის შემადგენელი უჯრედები მუდმივად განახლებას და აღდგენას განიცდიან. როდესაც ენერგიის ქონა-არქონაზე ვსაუბრობთ, ძირითადად ჩვენ შესაძლებლობების ვგულისხმობთ, რაც ფიზიკური აქტივობით გამოიხატება. თუმცა ჩვენს სხულთან მიმართებაში ეს ტერმინი საკმაოდ ფართო მნიშვნელობისაა.

ძილის დროსაც კი გულისცემის უწყვეტი პროცესისთვის, სუნთქვისთვის, კუნთისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობისთვის და ასევე, ორგანიზმის სითბოს შესანარჩუნებლად სხეულს ენერგია ესაჭიროება. ნებისმიერი მოძრაობის შესრულებისთანავე, თუნდაც ლოგინიდან ადგომისას და სკამზე დაჯდომისას, ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება.

ენერგიის მთავარ წყაროს მზე წარმოადგენს. მცენარეების მწვანე ფოთლები მზისგან გამოსხივებულ ენერგიას უბრალო შაქრის საწარმოებლად იყენებენ, რომლის ნაწილსაც შემდეგ სახამებლის სახით თესლში ინახავენ. ცხოველებიც და ადამიანებიც ამ მცენარეებით იკვებებიან, ან ადამიანები იმ ცხოველების ხორცს მიირთმევენ, რომლებმაც ეს მცენარეები მიიღეს. ამგვარად იღებს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის ამ ფორმას. ნებისმიერი სახის ენერგია საკვებიდნ მიიღება. თუმცა იმისათვის, რომ ორგანიზმმა საკვები ენერგიად გარდაქმნას, თავდაპირველად, უნდა დაახარისხოს და შემდეგ შესაბამის ფორმად გადააქციოს. ეს ხდება საჭმლის მონელების დროს, რომელიც პირის ღრუში იწყება; ფერმენტები საკვებში შემავალ ნითიერებებს აცალკევებენ.

ყველა სახის საკვები, ძირითადად, პროტეინებისაგან, ნახშირწყლებისაგან (შაქრი და სახამებელი) და ცხიმისაგან შედგება. საკვები ასევე შეიძლება მოიცავდეს ფიბრინებს, წყალს, ვიტამინებს და მინერალებს, რომელთაგანაც ყველა მნიშვნელოვანია ზრდისა და ჯანმრთელობისათვის.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post ❔🏆 How many UCL titles has Benzema won? #shorts #realmadridshorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი