აშურა – შიიტების სისხლიანი ტრადიცია » www.idealuri.ge
რელიგია და ფილოსოფია

აშურა – შიიტების სისხლიანი ტრადიცია

გააზიარეთ:

 

ისლამურ კალენდარში მუჰარამი პირველი თვეა. მუჰარამი იმ 4 წმინდა თვეს შორისაა, რომელთა დროსაც ომი აკრძალულია. გამომდინარე იქიდან, რომ მუსლიმები მთვარის კალენდარს იყენებენ, მუჰარამის პერიოდი გრეგორიანული აღრიცხვის მიხედვით სხვადასხვა დროს უწევს. მუჰარამი წარმოდგება არაბული სიტყვიდან “حرام‎ – ჰარამ”, რაც აკრძალულს ნიშნავს. ზოგიერთი მუსლიმი ამ დროს მარხულობს კიდეც.

მუჰარამის მეათე დღეს ეწოდება იაუმუ-ლ’აშურაჰ, რომელიც შიიტი მუსლიმებისთვის ცნობილია, როგორც ‘მწუხარების დღე’. ამ დღეს გარდაიცვალა იმამ ჰუსეინი (حسين بن علي بن أﺑﻲ طالب‎ – ჰუსაინ იბნ ალი იბნ აბუ თალიბ), წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი. ის VII საუკუნეში, ქარბალას ბრძოლის დროს მოკლეს პოლიტიკურმა მტრებმა 72 მოკავშირესთან ერთად. აშურა სწორედ მისდამი მიძღვნილი გლოვის დღეა.

აშურა არაბული სიტყვაა და ქართულად “მეათეს” ნიშნავს. ტრადიციის მიხედვით, აშურას დღეს კაცები და ბიჭები სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოთქვამენ, შიგადაშიგ შიშველი ხელით თუ ჯაჭვებით, ზოგჯერ კი ცივი იარაღითაც საკუთარ სხეულს ტკივილს აყენებენ და ამით სიმბოლურად იმ ტანჯვას განიცდიან, რაც იმამ ჰუსეინმა გადაიტანა 680 წელს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • (კადრები, რომელიც ვერ მოხვდა გადაცემაში ქრონომეტრაჟის ან სხვა მიზეზით) გადაცემა 76: https://youtu.be/Q1ME7dyoPNc ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/katsebi/ ინსტაგრამი: ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The post Thomas Muller Respect Moments😍👏 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი