ჰარუკი მურაკამი - მოთხრობები » www.idealuri.ge
ლიტერატურა და პოეზია

ჰარუკი მურაკამი - მოთხრობები

გააზიარეთ:

 

მწვანე მხეცი


ცხოველს ადამიანის თვალები ჰქონდა. თვალების დანახვისთანავე უნებურად შევკრთი: მათ სიღრმეში ფიქრი მოძრაობდა, მოუსვენარი ფიქრი. ამ ნიშნით ეს ცხოველი მეც მგავდა და თქვენც.

იქნებ მისი სხეული გრძნობათა შეცვლასთან ერთად იცვლება? ან იქნებ ამ მახინჯი გარეგნობის მიღმა ნაზი და მგრძნობიარე გული იმალება? რაკი ასეა, მე მაქვს გამარჯვების შანსი!

პეიზაჟი უთოთი


- “პერლ ჯემს” ათ მილიონამდე თაყვანისმცემელი ჰყავს მთელ მსოფლიოში…
- კოცონის თაყვანისმცემლები კი უკვე ორმოცდაათი ათასი წელიწადი ცხოვრობენ დედამიწაზე.
- რაც მართალია, მართალია, – დაეთანხმა კეისუკე.
- ერთ მშვენიერ დღეს “პერლ ჯემი” აღარ იქნება, კოცონის თაყვანისმცემლები კი დარჩებიან.

- მაგრამ იცი რას გეტყვი ძიუნკო?.. სულ არ მაინტერესებს რა იყო ხუთასი საუკუნის წინათ და რა იქნება კიდევ ხუთასის შემდეგ. სულ არ მაინტერესებს! მთავარი ის არის, რაც ახლაა. შენ გგონია ფიქრობს ვინმე მომავალზე? კუჭი უნდა გქონდეს ამოვსებული და გიდგებოდეს. რა, არა?

- ნაღდი ”სინგლ მოლტია”, ოცდაერთი წლის დაძველების. მუხის კასრი. შოტლანდიის სანაპიროს ტალღების შხუილი და ანგელოზების სუნთქვა ისმის.

- ცეცხლს თავისუფალი ფორმა აქვს. და რადგან ასეა, თითოეული ადამიანი თვითონ ირჩევს გულით რისი დანახვაც უნდა. შენ მშვიდდები, ესე იგი, სიმშვიდე, რომელიც შენში ბუდობს, ბუნებრივად ირეკლება ცეცხლში.

- მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე ემართება ყველანაირ ცეცხლს. საამისოდ ცეცხლი თავისუფალი უნდა იყოს. გაზის გამათმობელში ეს არასდროს არ მოხდება. არც სანთებელაში. ისევე როგორც არც ნებისმიერ კოცონში. ცეცხლი რომ თავისუფალი იყოს, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც მას თავისუფლად ყოფნა შეეძლება. ეს კი ყველას არ შეუძლია.

- სულელი, ჯერ თავის ასატკენს გაიჩენს, მერე კი წუწუნებს.

- ეგრეა, ეგრე, ძიუნ-ტიან: ვინც ბავშვობიდანვე თავთან არ მეგობრობს, ცუდად მისდის საქმე. უვარგისი ადამიანები არიან. მაგრამ კეისუკეს თავისი ღირსებებიც აქვს.

კოცონთან მჯდარი ადამიანების თვალები არ ტყუიან.

-წინათგრძნობა ერთგვარი საცდურია. ხანდახან რეალობასაც ჯაბნის და ცოცხალ არსებას ემსგავსება. ამაშია მთელი მისი საშიშროება.
- არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ როგორ მოვკვდებოდი. როგორ უნდა მეფიქრა სიკვდილზე, როცა ისიც კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.

- ამაში მართალი ხარ. მაგრამ პირიქითაც ხდება – სიკვდილის არჩევანით ცხოვრების გზაც საცნაური ხდება.

- იცით რა?
- რა?
- მე… მთლიანად ცარიელი ვარ. რა უნდა ვქნა?
- უნდა გამოიძინო. გაიღვიძებ და ნახავ – ყველაფერი გაგივლის.
- ჩემი აზრით ასე მარტივად არ უნდა იყოს საქმე.

- ახლა რა უნდა ვქნა? – გაიმეორა ძიუნკომ.

- მართლაც და რა? იქნებ ერთად მოვკვდეთ?

- სერიოზულად ამბობთ?
- სერიოზულად.
მიაკე გაჩუმდა. ძიუნკომ მის ძველ ქურთუკში ჩარგო სახე.

- ნებისმიერ შემთხვევაში მოიცადე სანამ ჩაიწვება, – თქვა მიაკემ. – რაც არ უნდა იყოს, კოცონია. ბოლომდე ჩემთან იყავი. ჩაქრება და სულ დაბნელდება. აი მაშინ კი მოვკვდეთ. კარგი?

- კარგი

ძიუნკომ თავისთვის გაიმეორა ეს სიტყვები. “ცეცხლი ჩაქრება თუ არა, აცივდება. რომც არ გინდოდეს, გაგეღვიძება”. მერე მოიკუნტა და დაიძინა – დიდი ხნით არა, მაგრამ ღრმად.

თაფლის კვერი


ჩვეულებრივებისაგან ცოტათი, მაგრამ მაინც განსხვავდება. მასაკიტი განსაკუთრებული დათვია. ამიტომ ერიდებიან ჩვეულებრივები.

გარეგნობა დათვისა აქვს, მაგრამ ადამიანები ეგრე არ თვლიან. ეუბნებიან: “შენ ფულის დათვლაც შეგიძლია და ადამიანების ენაზე ლაპარაკიც”. მაგრამ არც ისინი და არც დათვები თავისიანად არ აღიარებენ.

რაღაცის გაგება და მერე ისე გაკეთება, რომ ეს თვალსაჩინოდ იქცეს, სხვადასხვა რამეა. თუ ერთსაც მოახერხებ და მეორესაც, ცხოვრება გაიოლდება.

ნიჭიერი მეკარე ვერასოდეს ვერ გახდება კარგი თავდამსხმელი.

ყველა ღვთისშვილს შეუძლია ცეკვა


მგონი სიკვდილი უნდა იყოს, გაუელვა თავში იოსიას. ასე იყო თუ ისე, გამეორების სურვილი აღარ ჰქონდა. უკეთესია აქვე, ახლავე მოკვდეს. ”მხოლოდ ერთს გთხოვ, ღმერთო, ნუ იზამ იმას, რომ მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განვიცადო”.

სამწუხაროდ ამქვეყნად ბევრ ადამიანს თვალებზე ლიბრი აქვს გადაკრული და საქმის ჭეშმარიტ ვითარებაში ვერ გარკვეულან.

სხვათა შორის გაიფიქრა იოსიამ, – რატომ არის ისე, რომ ღმერთს შეუძლია გამოცადოს ადამიანები, ადამიანებს კი არა?

ერთ მშვენიერ დღეს იოსიას ეს ყველაფერი საშინელ სისულელედ მოეჩვენა. ღმერთს ვევედრებოდი, ჩემთვის “ფლაის” დაჭერა ესწავლებინა, მან კი ასეთი მსხვილი ასოთი დამასაჩუქრა. სხვა რომელ სამყაროშია შესაძლებელი მსგავსი გარიგება?

ჩვენი გული ქვა არ არის. დროთა განმავლობაში ქვაც კი ქვიშად იქცევა. აი გული კი არასდროს არ ირღვევა. სიკეთე იქნება თუ ბოროტება, ჩვენ უსასრულოდ შეგვიძლია გადავცეთ ერთმანეთს ეს ხელშეუხები სუბსტანცია.

ალმოდებული ფარდულები შუაღამისას


ყველაფერი უბრალოა, როგორც ცხოვრება, სადაც ადამიანთა უმრავლესობა თავის ყოველდღიურ ბუნდოვან ემოციებსგარდაქმნის ისეთ გამოკვეთილ ფორმებად, როგორებიცაა “გულითადობა”, “სიყვარული” ანდა “შერიგება”.

მჯერა იმ ერთი რამის, რასაც ზნეობრიობას უწოდებენ. ადამიანებს მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. ჩემი აზრით, ზნეობრიობა, იცით, რა არის? – ერთდროული არსებობა!

- ერთდროული არსებობა?
- მოკლედ რომ ვთქვა, აქაც ვარ და იქაც. ერთდროულად ტოკიოშიც ვიმყოფები და ტუნისშიც. როცა ვსაყვედურობ, ამავე დროს ვპატიობ კიდეც.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი