როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი კორეულად? » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი კორეულად?

გააზიარეთ:

მწარეს მოყვარულებს შემიძლია შემოგთავაზოთ შესანიშნავი წასახემსი – ბადრიჯანი კორეულად. ამის მოსამზადებლად დაგვჭირდება ნებისმიერი ზომის ბადრიჯანი, მთავარია არ იყოს გადამწიფებული და შიგნიდან დამპალი.

რა დაგვჭირდება?

-ბადრიჯანი
-ხახვი
-სტაფილო
-ოხრახუში
-წითელი მწარე წიწაკა
-ტკბილი წიწაკა
-ნიორი
-შავი პილპილი
-ზეთი
-ძმარი
-შაქარი

სანამ დავამზადებდეთ დავიწყებდეთ პროდუქტები კარგად უნდა გავრეცხოთ და შიგნიდან გავწმინდოთ თესლისგან.

ორი კილოგრამი ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე (როგორც სურათზეა ნაჩვენები), მარილიან წყალში მოვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში. მოხარშული ბადრიჯანი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და გადავდოთ. ცალკე მოვამზადოთ ჩასასხმელი, დავჭრათ 3 ცალი ხახვი მას დავამატოთ 100 გრამი დაჭრილი ოხრახუში, 3 ცალი მწარე წიწაკა (წვრილად დაჭრილი) და 5 თავი გაჭყლეტილი ნიორი.

რაიმე სათავსში ჩავასხათ 150 მგრამი ზეთი, 6%-იანი ძმარი და 1 სადილის კოვზი მარილი და შაქარი. ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავამატოთ უკვე გამზადებულ ჩასასხმელს. ეს ყველაფერი მოვასხათ მოხარშულ ბადრიჯანს. იმისათვის რომ ბარიჯანი კარგად გაიჟღინთოს, მიღებული მასა დავტოვოთ 3 საათი გრილ ადგილას. დროის გასვლის შემდგომ შეგვიძლია დავაცალკავოთ და შევინახოთ მაცივარში.

ბადრიჯანი კორეულად იმით არის კარგი, რომ იგი ეხმარება ორგანიზმს გაციების დაძლევაში. ასევე ზოგი მოიხმარს რომ დააანებოს მოწევას. ასევე სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ მწარე წიწაკის პროპორციები.

გემრიელად მიირთვეით!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • (კადრები, რომელიც ვერ მოხვდა გადაცემაში ქრონომეტრაჟის ან სხვა მიზეზით) გადაცემა 76: https://youtu.be/Q1ME7dyoPNc ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/katsebi/ ინსტაგრამი: ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The post Thomas Muller Respect Moments😍👏 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი