როგორ ავირჩიოთ ძაღლი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი არჩევისას? » www.idealuri.ge
ფლორა და ფაუნა

როგორ ავირჩიოთ ძაღლი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი არჩევისას?

გააზიარეთ:

 

ვიდრე არჩევანს ამა თუ იმ ჯიშზე შეაჩერებდეთ კიდევ ერთხელ გაანალიზეთ ის ცვლილება, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება, ოჯახის ახალი წევრის შემატებისას.

როგორია თქვენი ცხოვრების წესი? რამდენ საათს ატარებთ შინ? ვინ მოუვლის ძაღლს როცა შინ არ იქნებით? ვის დაუტოვებთ ოთხფეხა მეგობარს შვებულების დროს? არც ის დაგავიწყდეთ რომ ძაღლს კვება განსაზღვრულ საათებში სჭირდება, ხოლო თავდაპირველად მიუხედავად ამინდისა, 4-5-ჯერ უნდა გაიყვანოთ გარეთ.

შეაფასეთ თქვენი ბინის მასშტაბი. თუ პატარა ბინა გააქვთ არ გირჩევთ არჩევანი დიდი ზომის ძაღლზე (სენბერნარზე, გერმანულ ნაგაზზე, სეტერზე) შეაჩეროთ. უმჯობესია მომცრო ჯიშის ცუგა შეიძინოთ ( მაგალითად, პუდელი, ტაქსა ან ფოქსტერიერი).

ასეთი არჩევანით თქვენც მოიგებთ და ძაღლიც – დიდი ზომის ცხოველებს ხომ გადაადგილებისთვის მეტი ფართობი სჭირდებათ. თუნდაც ქალაქგარეთ ცხოვრობდეთ ან პატარა ბაღი გქონდეთ, პატარა ძაღლის მოვლა მაინც უფრო ადვილია. არსებობს მოსაზრება რომ, ძაღლი ქალაქში ბედნიერი ვერ იქნება, თუმცა ყოველივე შედარებითია.

რა თქმა უნდა, თუ ძაღლი ფართობის სიმცირეს განიცდის, გარკვეული დისკომფორტი აუცილებლად შეექმნება, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოველისათვის პატრონთან ურთიერთობაა. მისთვის აუცილებელია, ეთამაშებოდნენ, ყურადღებას აქცევდნენ, ელაპარაკებოდნენ და აგრძნობინებდნენ რომ ის ოჯახის სრულფასოვანი წევრია.

გერმანული ნაგაზი, რომელიც არც თუ ისე დიდი ბინაში ცხოვრობს და პატრონთან ერთად დიდი დროს ატარებს, გაცილებით ბედნიერია ვიდრე იმავე ჯიშის ძაღლი, რომელიც გრძელი ჯაჭვით არის დაბმული და ბაღს სდარაჯობს. მართალია, ეს უკანასკნელი მეტ სივრცეს ფლობს, მაგრამ პტრონთან კავშირი თითქმის არ ააქვს.

გაითვალისწინეთ ბიუჯეტი!

როცა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს გადაწყვეტთ, ოჯახსი ბიუჯეტი შეაფასეთ. ძაღლის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები მცირეშემოსავლიან ოჯახს ტვირთად დააწვება. მით უმეტეს თუ ვეტერინარული მომსახურების საფასურსაც დაუმატებთ, დანახარჯი შთამბეჭდავი იქნება. ასე რომ, ვიდრე შინ ლეკვს მიიყვანდეთ აუცილებლად დაფიქრდით, მზად ხართ თუ არა ამ ტვირთისათვის.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • (კადრები, რომელიც ვერ მოხვდა გადაცემაში ქრონომეტრაჟის ან სხვა მიზეზით) გადაცემა 76: https://youtu.be/Q1ME7dyoPNc ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/katsebi/ ინსტაგრამი: ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The post Thomas Muller Respect Moments😍👏 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი