ბავშვები ყოველთვის იპოვნიან მიზეზს ეჭვიანობისთვის. პატარას ყოველთვის შეშურდება დიდის, მაგალითად მაშინ როცა მას ადრე უშვებენ დასაძინებლად, მის უფროს დას თუ ძმას კი არა. მან უნდა აიღოს მშობლებისგან ბევრ რამეზე უფლება, უფროსმა კი არა და ა.შ.
ხოლო უფროსს მოეჩვენება, რომ პატარაზე უფრო მეტს ზრუნავენ ვიდრე მასზე, რადგან აღარ ემახსოვრება რომ წლების წინ მასზეც ზუსტად იგივენაირად ზრუნავდნენ.
ხშირად ოჯახში ბავშვებს ყველანაირ აგრესიას უკრძალავენ და გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ. ეს არ არის აღზრდის სწორი ფორმა, ჯობია ბავშვმა ბოლომდე გამოხატოს რაც აწუხებს, იყვიროს, იჩხუბოს და ემოციებისგან დაიცალოს, მაგრამ აუცილებლად ყოველივე ამის შემდეგ უნდა დაველაპარაკოთ, წყნარად ავუხსნათ და ვეცადოთ მისთვის გასაგები ენით გავაგებინოთ, თუნდაც რაიმე მაგალითების მოყვანით.
ეცადეთ, ბავშვი მიხვდეს, რომ თქვენ მისი გესმით და იცით თუ როდის რას გრძნობს. როდესაც აგრესიას გამოხატავს არ არის საჭირო, რომ პირდაპირ ჩხუბი დაუწყოთ, უბრალოდ უთხარით რომ ის არ იქცევა სწორედ. დაანახეთ მისი მოქმედება საპირისპირო მხრიდან.
დასჯის მეთოდს მხოლოდ რადიკალურად რთულს სიტუაციებში მიმართეთ, როცა უკვე სიტყვა აღარ გაჭრის.
კარგი იქნება თუ ოჯახში გექნებათ გარკვეული წესები და პრივილეგიები, ყოველ ბავშვზე განკუთვნილი ასაკისდა მიხედვით. ოღონდ ეს ღიად უნდა ხდებოდეს, პატარა უნდა მიხვდეს, რომ როცა გაიზრდება მასაც იგივეს უფლება ექნება რაც უფროსებს აქვთ, თუმცა ისიც უნდა გავაგებინოთ რომ პასუხისმგებლობა უფრო გაიზრდება მის საქციელზე ვიდრე ახლა არის.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბავშვებმა ზუსტად იციან თქვენ მათთან რამდენ ხანს ხართ და რამდენად ყურადღებით ხართ. რა თქმა უნდა წუთებს არ ითვლიან, მაგრამ შინაგანად გრძნობენ ამ ყველაფერს. ამიტომ ეცადეთ რომ მათთან ყოფნის დროს სხვა საქმე გვერძე გადადოთ.
ყველაზე კარგი წამალი კი ეჭვიანობის მოსაშორებლად ისევ და ისევ სიყვარულია. გამოხატეთ ბოლომდე თქვენი გრძნობები, როდესაც ბავშვი მიხვდება და ჩათვლის რომ ის თქვენ ყველაზე მეტად გიყვართ იქ დაესმევა კიდეც წერტილი ყველანაირ ეჭვიანობას.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0