მესამე სავარჯიშო სიხარულსა და მწუხარებას, სიამოვნებასა და ტკივილს შორის ბალანსის დაცვაში, სულიერი წონასწორობის აღდგენაში გეხმარებათ. ამისთვის არც რომელიმე კონკრეტული დრო და არც რამე კონკრეტული საგანი არ გჭირდებათ. რაღაც კონკრეტული მოვლენებით მიერ გამოწვეულ ნებისმიერ გრძნობას დააკვირდით. თავიდან შესაძლოა დიდი მრავალფეროვნება არ იყოს, მაგრამ ერთ თვეში ძალიან ბევრი დაგროვდება – თქვენი რეაქციები, პოზიტიური თუ ნეგატიური ემოციები.
გრძნობები ამინდს ჰგავს. ამინდი ხან ცუდია, ხან კარგი, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. ნებისმიერი ამინდის მიუხედავად შეგვიძლია შევიქმნათ განწყობილება. ემოციებს ჩვენი აღქმა და ჩვენი დამოკიდებულება ქმნის. აი, მაგალითად, მე ვიღაცას რაღაცას ვეუბნები, ის კი გადის და კარს იჯახუნებს. ჩემი უნებური რეაქცია არის შიში. იმიტომ გაიჯახუნა კარი, რომ მე რაღაც ვთქვი? რამე ეწყინა? ეგებ კარი იმიტომ გაჯახუნდა, რომ ქარი იყო. თუკი ეს ადამიანი შემობრუნდება და მოიბოდიშებს, რომ კარი მისდა უნებურად გაჯახუნდა, მე გავაცნობიერებ, რომ ჩემი რეაქცია რეაქცია (ანუ შიში) არაადეკვატური იყო და ვმშვიდდები. შემდეგ ჯერზე კი კარის მოჯახუნების მიმართ უფრო ნეიტრალური დამოკიდებულება მექნება. ან კიდევ როდესაც ქუჩაში მუჯლუგუნი მხვდება, პირველი ემოცია, რაც ჩნდება, ბრაზია. მოტრიალებისას თუ აღმოვაჩენ, რომ მუჯლუგუნის ავტორი ბრმაა, ეს ჩემს ემოციას მაშინვე შეცვლის. საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ხშირად ადამიანები თავიანთი სიბრმავის გამო (შესაძლოა ეს ფიზიკური სიბრმავე არც იყოს) ვერ ხვდებიან, რომ ზიანს გვაყენებენ და ამის გამო სულიერი წონასწორობის დაკარგვა არ ღირს.
ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, ოღონდაც აქ იგულისხმება არა გამოხატვა, არამედ შინაგანი კონტროლი. როცა რაღაც ხდება, გაიაზრეთ, რომ თავად ფაქტი არც პოზიტიურია, არც ნეგატიური, ფაქტი ყოველთვის ნეიტრალურია და მისგან კომედიას და ტრაგედიას ჩვენი დამოკიდებულებებით ვქმნით. დაარქვით ნებისმიერ შეგრძნებას რაიმე სახელი და ზედმეტი ფორიაქის გარეშე უბრალოდ დააკვირდით მათ. უარყოფითი ემოციებისთვის სახელის დარქმევა, როგორც წესი, უფრო ადვილია, მაგრამ პოზიტიურ შეგრძნებებსაც მოუფიქრეთ რამე.
ამას გარდა, ნუ გააიგივებთ თქვენს გრძნობებთან საკუთარ თავს, ნუ იტყვით რომ გაბრაზებული ხართ, რომ აღფრთოვანებული ხართ, უბედური ხართ, რომ გძულთ და ა.შ. თქვით მე ვგრძნობ ბრაზს, ვგრძნობ აღფრთოვანებას და ა.შ.
თქვენი ემოციები თქვენი გარემოსთან დამოკიდებულებების საზომი ხელსაწყოა. ეცადეთ დაადგინოთ კავშირი თქვენს ფიქრებსა და ემოციებს შორის. რაც უფრო მეტ კავშირს მოძებნით, ემოციებიც სიმძაფრეს დაკარგავენ. კარგად დაიმახსოვრეთ თქვენი მიზანი შეგრძნებების ჩაკვლა კი არა, კონკრეტული ფაქტების მიმართ თქვენი რეაქციების გარდაქმნაა.
თქვენ თქვენი ემოციები კი არ ხართ, თქვენ ემოციები გაქვთ. თქვენ კარგად უნდა გაიცნოთ ისინი და არ მისცეთ საშუალება რომ გმართოთ. თქვენ ფლობთ მათ, ისინი კი არ გფლობენ. განაცალკევეთ თქვენგან, შესწავლის ობიექტად აქციეთ.
ეს ყველაფერი თქვენს გრძნობებს განწმენდს და სულიერი სიმშვიდის მიღწევაში დაგეხმარებათ.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
