თანამედროვე სმარტფონებს უამრავი რამ შეუძლიათ და ისინი ყოველდღიურად ვითარდებიან. მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ, სმარტფონში არსებული სივრცეები კამერის ზომის ან ელემენტის მოცულობის სასარგებლოდ აითვისონ. ამ უკანასკნელის გაზრდის მიზნით, Apple-მა რამდენიმე წლის წინ სმარტფონიდან 3.5 მილიმეტრიანი ჯეკის შესაერთებელი გააქრო, ამან თავიდან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, თუმცა არ გასულა რამდენიმე თვე და ყველა მწარმოებელმა იგივე გააკეთა.
დღეს ჩვენს წინაშე ახალი რეალობა იშლება — სმარტფონებიდან ნელ-ნელა სიმბარათების ჩასადები ადგილიც ქრება, რადგან იგი მოწყობილობისთვის მნიშვნელოვან "ადგილს იკავებს".
ამიტომაც შეიქმნა eSIM.
რა უპირატესობა აქვს eSIM-ს?
eSIM-ს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, თუ თქვენს სმარტფონს ფიზიკური სიმბარათის მოსათავსებელი პორტი საერთოდ არ ექნება, ეს ავტომატურად ნიშნავს უფრო დიდი მოცულობის მქონე ელემენტს. ამასთან, ერთით მცირდება იმ ადგილების რაოდენობა, საიდანაც, შესაძლოა, სმარტფონის შიგნით წყალი შევიდეს. eSIM-ის მოხმარება ძალიან მარტივია, ეს ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ მოგზაურობისას, რადგან თუ სათანადო სმარტფონი გაქვთ, ევროპის მასშტაბით eSIM თითქმის ყველგან მუშაობს.
რატომ eSIM?
eSIM მრავალი მიზეზის გამოა მოსახერხებელი. პირველი მიზეზი მისი ხელმისაწვდომობაა — eSIM-ის გააქტიურება 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება. ასევე, თუკი თქვენს სმარტფონს ფიზიკურად მხოლოდ ერთი სიმბარათის ადგილი აქვს გამოყოფილი და ამასთან eSIM-ის მხარდაჭერა აქვს, ამ უკანასკნელის გააქტიურებით მას ორსიმიან სმარტფონად აქცევთ. ასევე, უნდა ვთქვათ ისიც, რომ eSIM-ის გააქტიურების შემთხვევაში, ფიზიკური სიმბარათი შეგიძლიათ საერთოდ აღარ გამოიყენოთ.
როგორც უკვე ვახსენეთ, eSIM ტრადიციული სიმბარათების მსგავს ფუნქციებს ასრულებს, თუმცა eSIM-ს დამატებითი პლუსებიც აქვს — ერთ მოწყობილობაზე შეგიძლიათ იქონიოთ ნებისმიერი ოპერატორის მაქსიმუმ 10 eSIM. თუმცა, მათგან აქტიური შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. მათი არჩევა ტელეფონის მენიუდანაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ გარდა eSIM-ებისა, პარალელურად, ფიზიკური სიმბარათის გამოყენებაც შეგიძლიათ.
რომელ მოწყობილობებს აქვთ eSIM-ის მხარდაჭერა საქართველოში?
eSIM-ის მხარდაჭერა ბევრ სმარტფონს აქვს, თუმცა საქართველოში კონკრეტული მოდელები მუშაობენ, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობა უნდა იყოს საქართველოში სერტიფიცირებული. უფრო კონკრეტულად კი ესენია:
Apple
iPhone 12 • iPhone 12 Pro • iPhone 12 Pro Max • iPhone 12 Mini • iPhone 11 • iPhone 11 Pro • iPhone 11 Pro Max • iPhone SE 2 (2020) • iPhone XS • iPhone XS Max • iPhone XR
Samsung
Galaxy S20 series • Galaxy S21 series • Galaxy Note20 series • Galaxy Z Flip • Galaxy Z Fold2 • Galaxy Z Fold3|Z Flip3
Huawei
P40 • P40 PRO
Google Pixel
Pixel 3 • Pixel 3 XL • Pixel 3A XL • Pixel 3A • Pixel 4 • Pixel 4 XL • Pixel 4A • Pixel 5
როგორ გავააქტიუროთ eSIM?
eSIM-ის გააქტიურება საკმაოდ მარტივია. ქვემოთ დეტალურად აგიხსნით, თუ როგორ შეგიძლიათ აამუშაოთ ის iOS-ისა და Android-ის შემთხვევაში.
iOS
გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური სიმბარათის eSIM-ზე შეცვლის შემთხვევაში, სიმბარათზე შენახული კონტაქტების სია ავტომატურად არ გადავა eSIM-ზე.
- პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა Wi-Fi-სთან დაკავშირებულია. შედით Settings-ებში და შემდეგ "Cellular" ან "Mobile Data-ში.
- შემდეგ ეტაპზე ირჩევთ ან "Add Cellular Plan"-ს ან "Add Data Plan"-ს. დაასკანერეთ QR კოდი და მიჰყევით მოწყობილობის მითითებებს eSIM-ის აქტივაციის დასასრულებლად. eSIM-ის ხელით აქტივაციისთვის QR კოდის დასკანერების გვერდზე აირჩიეთ "Enter Details Manually" და შესაბამის ველში ჩაწერეთ მიღებული კოდი.
Android
ანდროიდზეც ყველაფერი ძალიან მარტივადაა.
- პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა Wi-Fi-სთან დაკავშირებულია. შემდეგ შედით Settings-ებში და დააჭირეთ "Connections".
- აირჩიეთ "SIM Card Manager", დააჭირეთ "Add Mobile Plan" და აირჩიეთ "Add Using QR Code"
- დაასკანერეთ QR კოდი და მიჰყევით მოწყობილობის მითითებებს eSIM-ის აქტივაციის დასასრულებლად — eSIM-ის ხელით აქტივაციისთვის QR კოდის დასკანერების გვერდზე აირჩიეთ "Enter code instead" და შესაბამის ველში ჩაწერეთ მიღებული კოდი.
რა უნდა ვიცოდეთ eSIM-ით სარგებლობისას?
eSIM არის სიმბარათის ციფრული ვერსია, რომელიც ყველა იმ დავალებას ასრულებს, რასაც აქამდე ჩვეულებრივი ფიზიკური სიმბარათები ასრულებდნენ.
eSIM-ით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც, თუ ფიზიკური სიმბარათი სმარტფონში საერთოდ არ გაქვთ. ანუ მათი გამოყენება აუცილებელიც კი აღარ იქნება.
საერთაშორისო სიმ ბარათები - სამოგზაურო eSIM
სწრაფი მობილური ინტერნეტი მოგზაურობისას აუცილებელი რამეა. როგორც წესი, უცხოეთში ინტერნეტისთვის სიმ ბარათის შეძენა ძალიან არაკომფორტულია, რადგან:
- უნდა იაროთ და მოძებნოთ მობილური ოპერატორის ოფისი.
- აეროპორტში არსებულ ჯიხურებში SIM ბარათის ყიდვა ხშირად ბევრად ძვირია, ვიდრე ქალაქში იმავე ოპერატორის ოფისებში.
- საზღვარგარეთ სიმ ბარათის ყიდვისას საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დაგეკარგებათ საბუთის შევსებაში.
- უმეტესი ოპერატორები გთავაზობენ სტანდარტულ ფიზიკურ სიმ ბარათს, შესაბამისად, მოგიწევთ ბარათის ხელით ჩადება ტელეფონში.
ალტერნატივა: ელექტრონული SIM ბარათი (eSIM)
ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია eSIM-ის ყიდვა, რომელიც პირდაპირ ტელეფონიდანვე შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა, დააყენოთ Airalo აპლიკაცია და მიყვეთ ინსტრუქციებს. ამისათვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
შეგიძლიათ ნომრის შეძენისას გამოიყენოთ აირალოს ფასდაკლების კოდი: ZURAB2464 . რომელიც 3$-ის ფასდაკლებას გაგიკეთებთ პირველ შენაძენზე.