“Poena cullei” – სიკვდილით დასჯის ძველრომაული მეთოდი » www.idealuri.ge
გასაოცარი ფაქტები

“Poena cullei” – სიკვდილით დასჯის ძველრომაული მეთოდი

გააზიარეთ:

 

“Poena cuiiei” - ლათინური ენიდან თარგმანით აღნიშნავს “დასჯას ტომარაში”.იგი წარმოადგენდა კვალიფიციურ სახეობას სიკვდილით დასჯისა,ძველი რომაული სისხლის სამართლის მიხედვით.ამ მეთოდით ძირითადად რომაული სასამართლოები სიკვდილით სჯიდნენ იმ ადამიანებს,რომლებსაც ბრალი უმტკიცდებოდათ ნათესავების (ძირითადად მამის) მკვლელობაში.მაშინ,როდესაც ამა თუ იმ ადამიანს სიკვდილით ამ მეთოდით სიკვდილით დასჯას გამოუტანდნენ,მას სვამდნენ ტყავის ტომარაში,რომლებშიც ასევე ათავსებდნენ ცოცხალ გველს,მაიმუნს,მამალსა და ძაღლს,რის შემდეგაც მათ სპეციალურად მოწყობილ ბოძზე ჰკიდებდნენ.გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ კი ტომარას წყალში ძირავდნენ.  სიკვდილმისჯილთან ერთად ცოცხალი ცხოველების ჩასმას,ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.კერძოდ: ძაღლი – აღნიშნავდა მშობლების (ზოგადად ნათესავების) მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებას (რადგანაც იგი დაბადებიდან ცხრა დღის მანძილზე თავლში ვერ იყურება); მამალი – თავად დანაშაულის სიმბოლო გახლდათ; გველი – სიკვდილით დასჯილი ადამიანის მშობლების,ან ნათესავების მწუხარებას; მაიმუნი – თავად დამნაშავის სიმბოლო იყო.რომში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც არ შემწყდარა ადამიანების ამ მეთოდით სიკვდილით დასჯა.რომის იმპერატორის 306-337 წლებში – კონსტანტინე I დიდის ბრძანებით,ქვეყანაში ოფიციალურად ამ მეთოდით სჯიდნენ არა მარტო მშობლებისა და ნათესავების მკვლელებს,არამედ ბავშვების მკვლელელბსაც.

Poena cullei შენარჩუნებულ იქნა ბიზანტიის იმპერიის დროსაც და იგი სხვადასხვა ფორმებით ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც გავრცელდა,მათ შორის გერმანიაშიც.XVI-XVII საუკუნეების გერმანიაში,აღნიშნული მეთოდით (ოდნავი ცვლილებებით) ადამიანების სიკვდილით დასჯას “ებრაული დასჯა” უწოდეს,რადგან მას მხოლოდ ებრაელთა წინააღმდეგ ქურდობის შემთხვევაში იყენებდნენ.ხშირ შემთხვევაში,იმისათვის რომ ებრაელ ადამიანს ასეთი საშინელი მეთოდით სიკვდილით დასჯისაგან თავი აერიდებინა,ქრისტიანულ რწმენას იღებდა.ამ შემთხვევაში კი მსჯავრდებულს ან იწყალებდნენ,ან კიდევ თავს ჰკვეთდნენ.Poena cullei საკმაოდ დიდხანს იყო მოქმედებაში და საბოლოოდ იგი გაუქმებულ იქნა მისი ამოქმედებიდან ასწლეულების გასვლის შემდეგ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი