როგორ მოვამზადოთ სამწვადეს მარინადი? » www.idealuri.ge
კულინარია

როგორ მოვამზადოთ სამწვადეს მარინადი?

გააზიარეთ:

ნებისმიერი ხორცის მოყვარული, კითხვაზე, საყვარელი კერძი, მწვადს გაიხსენებს. იმისათვის რომ მწვადი გამოვიდეს რბილი, წვნიანი და დნებოდეს პირში, ამისათვის საჭიროა მარინადის სწორედ შემზადება. მოგიყვებით მარინაიდის გაკეთების არასტანდარტულ მეთოდს.

რა დაგვჭირდება?

ღორის ხორცი – 2 კგ.
ხახვი – 4 ცალი დიდი თავი
გამხმარი რეჰანი – 2 ჩაის კოვზი
ზეთისხილის ზეთი – 4 სადილის კოვზი
ყავა
მარილი, პილპილი და სუნელები

დასაწყისისათვის ხორცი უნდა დავჭრად სწორედ. ერთი ნაჭერი უნდა გამოვიდეს 40-50 გრამი (ზომით: 2 ასათნის კოლოფი ერთმანეთს რომ დავადოთ). ასეთი ნაჭრები თანაბრად იბრაწება. ახლა გავაკეთოთ მარინადი, დავჭრათ ხორცი და ჩავდოთ ქვაბში ან მაღალგვერდებიან ტაფაში. 4 თავი ხახვი გავხეხოთ დიდ ნაწილებით სახეხზე და ჩავყაროთ ხორცთან. დავამატოთ 2 ჩაის კოვზი რეჰანი, მარილი, პილპილი, სუნელები და ზეთი. ზეთის ხარჯზე, ხორცი კარგად გაიჟღინთება სუნელებითა და ხახვის წვენით, რაც მას მისცემს საუცხოო არომატს.

ეხლა გავაკეთოთ მარინადის უმთავრესი მომენტი, მოვხარშოთ ყავა! (2-3 სადილის კოვზი დაფქვილი ყავა გავურიოთ 1 ლიტრი წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადავდოთ 5 წუთით). ყავაში ჩავამატოთ 1 სადილ კოვზე ცოტა ნაკლები მარილი, მთავარი ზედმეტი არ მოგვივიდეს. თითქმის ცხელი ყავა ჩავამატოთ ხორცთან და გადავდოთ გვერდზე.

ხორცი რომ მომზადეს იგი მარინადში გავაჩეროთ 12-15 საათით. თუ უფრო დიდი დროით გავაჩერებთ მაშინ მას სიმწრის გემო ექნება. პიკანტურობისათვისთ შეგვიძლია შეწვამდე შამფურზე ხორცს ლიმნის წვენი მოვასხათ.

გემრიელად მიირთვით!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოიწონეთ ვიდეო დიდი მადლობა ყველას. რეკლამა არხზე: https://ellchannel.tumblr.com/ ::არხის შესახებ:: არხის მოსაძებნად შეგიძლიათ აგრეთვე ჩაწეროთ ქართულად: ელლ ცჰანნელ,ელლ ჩენელი,ელლ ცჰანელ,ელლ,ელ. ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post SRH Scored 287 IPL Highest Total 🔥 Travis Head Century 😨 Dinesh Karthik 83 Runs 🔥 #shorts #srhvsrcb appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი