რას ურჩევდა კოკო შანელი ქალებს ? » www.idealuri.ge
ქალებისათვის

რას ურჩევდა კოკო შანელი ქალებს ?

გააზიარეთ:

 

კოკო შანელი – ეს სახელი უკვე მრავლის მთქმელია და ამ ქალბატონის რჩევები კი ყველა ქალისთვის საინტერესო. ამიტომ ბევრი შესავლის გარეშე გთავაზობთ ამ საინტერესო ქალბატონის რჩევებს.

1. შარვალი ქალებს აძლევს თავისუფლებას.

დღეისთვის ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ შანელის წყალობით დღეისათვის მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავისუფლად ისხდნენ და სწრაფად იარონ. თავად კოკოს უყვარდა შარვალთან ძვირადღირებული სვიტერის ჩაცმა კლასიკურ ქურთუკთან ერთად ან დაშვებული ფართო შარვალი, რომელსაც ასევე ატარებდა მარლენ დიტრიხი.

2. იდეალური იუბკა უნდა ფარავდეს მუხლებს.

მადმუაზელ კოკოს გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალის მუხლები მახინჯია და ამიტომ ისინი დაფარული უნდა ყოფილიყო ტანსაცმლით. კლასიკურ სიგრძედ კი მუხლს ქვემოთ კაბა ითვლება.

3. აქსესუარები უნდა იყოს ბევრი – რაც ბევრი, მით უკეთესი.

შანელი მათ უბრალოდ აღმერთებდა და ატარებდა დიდი რაოდენობით. მან მისცა საშუალება თავს აერია ბიჟუტერია ძვირფას სამკაულებში. უყვარდა მარგალიტები ძვირფასი ქვები. მაშინაც კი, როცა იცვამდა უბრალო მამაკაცურ თეთრ კოსტიუმს აუცილებლად იკეთებდა სამკაულებს.

4. იდეალური კოსტუმი აერთიანებს მამაკაცურსა და ქალურს ერთად.

1920-იანი წლების დასაწყისში გოგოების ვიზუალი ასეთი იყო. შეჭრილი თმა და მამაკაცური სილუეტი. კოკო შანელის ამ სტილმა მალე მოიპოვა თავისი თაყვანისმცემლები და მომხმარებლები. მას ასევე უყვარდა მეზღვაურის ზოლიანი ტანსაცმელი და მეთევზის უხეში ნაქსივი მატერიები.

5. მოდური ფეხსაცმელი შეიძლება იყოს ორ ფერში.

მოსწონდა შავი და თეთრის კომბინაცია. მან შექმნა ცნობილი მოდელი – თეთრი კაკის ბასანოშკი შავ წინდებთან. ის თვლიდა , რომ ასეთი ფეხსაცმელი უფრო სექსუალურს ხდიდა ქალს და ფეხსაც უფრო პატარას აჩენდა. მისი აზრით ეს ფეხსაცმელი თუნდაც დაბალ ძირზე, იყო არაჩვეულებრივი, რადგან მათი ტარება შესაძლებელი იყო თითქმის ყველა კოსტიუმზე.

6. ხელჩანთა უნდა იყოს გადასაკიდებლით, რათა ქალს ხელები ჰქონდეს თავისუფალი.

პატარა შავი ხელჩანთა ჯაჭვით, რომელიც შექმნა შანელმა გარდა ვიზუალისა ბიზნეს ლედისა, დღემდე ითვლება კლასიკურად მოდელად ქალის ჩანთებში. 1930 წელს კოკომ შექმნა ქალის ჩანთა, რომელიც ძალიან მისახერხებელი სატარებელი იყო. 2005 წელს კი კარლ რაგელფერდის დამსახურებით ეს ისევ მოდური გახდა. ეს ჩანთები საკმაოდ ძვირადღირებულია.

7. თაყვანი ეცით პატარა შავ კაბას.

შანელი ფიქრობდა შეექმნა კაბა, რომლის ტარებაც შესაძლებელი იქნებოდა დღისითაც და საღამოებზეც და რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სხვადა სხვა სამკაულების გაკეთება. როდესაც მან მომხმარებლებს შესთავაზა ,,პარატა შავი კაბა” ის ეცვა ყველას, რადგან არის: კომფორტული, ელეგანტური და ჰარმონიული.


8. ქურთუკი უნდა იყოს რბილი, როგორც ჟაკეტი.

1925 წელს კოკომ შექმნა კოლექცია ,,რბილი ქურთუკების” ესენი იყო რბილი მოსახერხებელი ქალის სილუეტის მქონე ქურთუკები. ანამდე კი მხოლოდ უხეში მამაკაცური ქურთუკები იყო. შანელმა კი ნაზი აბრეშუმის მაღალყელიანი და ვიწრო სახელოებიანი ქურთუკები შესთავაზა მომხმარებლებს.

9. გამოიყენეთ სუნამოები.

სუნამო – ეს უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ,,ეს გვაცნობებს ქალის გამოჩენას და გვახსენებს მას როცა ის წავა” შანელის ეს ცნობილი ფრაზა დღესაც აქტუალურია. ასევე ცნობილი მისი გამოთქმა იყო ,, სუნამო უმდა გამოიყენოთ იქ, სადაც გსურთ მიიღოთ კოცნა” კოკომ არც აქ უღალატა თავის პრინციპს და სუნამოს ფლაკონის დიზაინი არის მამაკაცური სტილის ოთკუთხედი ფორმის.


10. ფუფუნება უნდა იყოს კომფორტული, სხვანაირად ეს ფუფუნება არაა.

ეს არის კოკო შანელის წარმატების მთავარი მიზეზი. მისი კაბები, ხელჩანთები, ფეხსაცმელი ყოველთვის მოსახერხებელი და კომფორტული იყო. იგი მხოლოდ მოდის გამო არ ქმნიდა კოლექციას.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post ❔🏆 How many UCL titles has Benzema won? #shorts #realmadridshorts appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი