როგორ მოვუაროთ სამკაულებს? » www.idealuri.ge
ქალებისათვის

როგორ მოვუაროთ სამკაულებს?

გააზიარეთ:

 

ჩვეულებისამებრ, ადამიანი უვლის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ჩანთას, ქოლგას, საკუთარ თავს, საყვარელ ადამიანს, მაგრამ ხშირად ავიწყდება იმის მოვლა, რაც მასვე ამშვენებს. ამაოდ! ყველაზე ძვირფას ტანსაცმელს ერთი ხელის დაკვრით გააუფერულებს ბეჭდის ჩამქრალი, გაუწმენდავი და დაბინდული თვალი.

ოქროს წმენდის ნაცადი ხერხია: ძველი კბილის ჯაგრისი და ტუშის ფუნჯი კბილის პასტაში ან ფხვნილში ამოავლეთ და ოქროს ნაკეთობა გაწმინდეთ მანამ, სანამ ბზინვას არ დაიწყებს.

ვერცხლეს ყველაზე მეტად ჭამს კოროზია, ამიტომ ხშირად უნდა გაიწმინდოს. კბილის პასტისა და ფხვნილის გარდა, შეიძლება ნიშადურის სპირტის ხსნარი იხმაროთ. დაბინდული და ჩამუქებული ვერცხლის სამკაული შეიძლება ჩავუშვათ ძმრისა და საჭმლის სოდის ხსნარში (2 ს/კ სოდა ნახევარ ჭიქა ძმარზე) ამის შემდეგ ამოიღეთ და კარგად გაწმინდეთ – ახალივით იბრწყინებს.

ძეწკვების გასაწმენდად აიღეთ ფლანელის ნაჭერი, შუაგულში კბილის საწმენდი ფხვნილი დააყარეთ და ძეწკვი ფრთხილად გაატარეთ 2-3 ჯერ ორად გაკეცილ ფლანელში.

ბრილიანტი რომ არ დაიბინდოს, ნახევარი საათით ცხელ, საპნიან წყალში ჩააგდეთ, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი. ძვირფასი თვლები კბილის პასტითა და ჯაგრისით კარგად იწმინდება. ძნელად მისადგომი კუთხეები ასანთის ღერზე გადახვეული ბამბით გაწმინდეთ. ბამბა წინასწარ არყით დაასველეთ.

გულმოდგინეთ უნდა მოუაროთ მარგალიტსაც, რომ არ დაიბინდოს, დროდადრო რბილი ნამიანი ჩვრით გაწმინდეთ. ნუ შეინახავთ ისეთ ზარდახშაში, სადაც ჰაერი ვერ აღწევს. მარგალიტს კარგად წმენდს ზეითუნის ზეთი.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • (კადრები, რომელიც ვერ მოხვდა გადაცემაში ქრონომეტრაჟის ან სხვა მიზეზით) გადაცემა 76: https://youtu.be/Q1ME7dyoPNc ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/katsebi/ ინსტაგრამი: ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The post Thomas Muller Respect Moments😍👏 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი