მატა არმიტანანდამაიი - რომლის ნამდვილი სახელი გახლავთ სუდჰამანი იდამანელი,დაიბადა 1953 წლის 27 სექტემბერს,ინდოეთის შტატ კერალაშის სოფელ პარაიაკადავუში.იგი წარმოადგენს ინდუსს სასულიერო ლიდერს,რომელსაც ინდუსები მის მიერვე ჩადენილი საოცარი კეთილშობილების გამო,დღემდე “წმინდანად” მოიხსენიებენ.სანსკრიტული ენიდან – არმიტანანდამაიი,ითარგმნება როგორც – “დედა აბსოლუტური ნეტარებისა”.მას ასევე მოიხსენიებენ “გულში ჩამკვრელ წმინდანად”,ან კიდევ “გულში ჩამკვრელ დედად”.აღნიშნული სახელი მას იმის გამო ეწოდა,რომ უკვე ათწლეულებია იგი დიდი სიყვარულით მკერდში იკრავს ადამიანებს და მთელ თავის სიყვარულსა და სითბოს მათ გადასცემს.ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია,ყველანი ამბობენ,რომ ამ ქალისაგან საოცარი ენერგია და სითბო მოეფინება.დღემდე მასთან შეხება 30 მილიონმა ინდუსმა შესძლო და ყოველდღიურად 50 000 ადამიანს იღებს.გარდა ამისა იგი დიდი ქველმოქმედიცაა და განსაკუთრებით ეხმარება გაჭირვებულ მოსახლეობას. მანამდე კი 9 წლის ასაკში თავისი ნებით მიატოვა სკოლა და ამავე პერიოდიდან გადაწყვიტა რომ არასოდეს დაქორწინდებოდა.ამის შემდგომ დაკავდა მედიტაციით და ღრმად ჩაერთო სასულიერო ცხოვრებაში.მალევე აარსებს “მატა არმიტანანდამაიი მატჰის” საერთაშორისო ორგანიზაციას,რომელიც იმთავითვე აქტიურად ერთვება საქველმოქმედო საქმიანობაში.მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია აგებს სკოლებს,ღარიბთათვის სახლებსა და თავშესაფრებს,საავადმყოფოებს და უფასოდ გასცემს ყოველგვარ ვეგეტარიანულ საკვებს.(ავტორი გენია.ჯი) ამ მოვლენამ და სერთო ჯამში მისმა მოღვაწეობამ,მატას ავტორიტეტი განუზომლად გაზარდა და იგი ინდუსებისათვის “წმინდანად” იქცა.2004 წელს,ინდონეზიაში მომხდარი საშინელი ცუნამის შედეგად დაზარალებულთა ფონდს მისმა ორგანიზაციამ 23 მილიონი $-ის დახმარება გაუწია.2005 წელს მატას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ,ნიდერლანდელმა რეჟისორმა იან მოუნენმა გადაიღო ფილმი,რომელმაც კანის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და იგი მსოფლიოსათვის ცნობილ ადამიანადაც იქცა.მატა არმიტანადამაიი დღესაც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოში,ხოლო თავად ინდუსებისათვის იგი “აბსოლუტური ნეტარების დედაა” მიჩნეული.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
