როგორ გამოვიყენოთ სალვიას ზეთი? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ გამოვიყენოთ სალვიას ზეთი?

გააზიარეთ:

სალვია (Salivia, Sage), უფრო ზუსტად სალვია დივინორუმ, ეს მცენარე ბავშვობიდან ყველასთვისაა ნაცნობი. ბევრს უნaხია მისი ყვავილი, რომლეც რთულია აგვერიოს სხვაში. ზუსტად ამ ყავავილისგან ამზადებენ ეთეროვანი ზეთს რომელიც ხსნის მის ყველა დადებით თვისებას.

რა თქვმა უნდა ყველა ეთეროვანი ზეთი გამოიყენება არომათერაპიაში. მას აქვს ანტიდეპრესანტის თვისება, ზრდის ადამიანის შრომისუნარიანობაბს. გადასარევად მოუხდება იმ ადამიანებს, ვისი პროფესიაც მოითხოვს კრეატიულობას, რადგან იგი ასტიმულირებს შემოქმედებით აზროვნებას. არომათერაპიის დროს, არომალამპაში დაამატეთ 10 მლ. საბაზისო ზეთი და 3 მლ. სალვიას ზეთი. შემდგომ შეგიძლიათ დაამატოთ 4-5 წვეთი.

არომატული ვანის მიღება არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც. ცხელი წყლით (38 გრადუსზე) სავსე ვანაში ჩაამატეთ 6-7 წვეთი რძეში გაზევებული სალვიას ზეთი. პროცედურის ხანგრძლივობაა 20 წუთი. ასეთი აბაზანის მიღება თავს გიხსნით უძილობისგან, ასევე იქნება ჩინებული როფილაქტიკა გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ.

ასევე სალვიას ზეთი შესანიშნავია ყოველდღიური პრობლემების საწინააღმდეგოდ. იგი მოგიხსნით თავის ტკივილს, დაგეხმარებათ მცირე ჭრილობის შეხორცებაში და მსუბუქი დამწრობის დროს. ასეთი სიმპტომების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილის ცივი კომრესი. ქსოვილი მოათავსეთ ცივ წყალში (არა ყინულოვანში), ცოტათი გაწურეთ და დაიტანეთ ავადმყოფ ადგილას. 15 წუთის შემდგომ მოიხსენით კომპრესი და გაიმშრალეთ კანი.

ასევე სალვიას ზეთის სუნი აფრთხობს მწერებს (კოღო, ბუზი), ამიტომ ბუნებაში დასვენებისას შეგიძლიათ საკუთარ კრემში 1-2 წვეთი სალვიას ზეთი ჩააწვეთოთ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოგესალმებით მეგობრებო მე ვარ Geo Creeper და დღეს მე ვითამაშებ Bed Wars Server Ip:PLAY.PIKA-NETWORK.NET Flux B4 Download:http://www.mediafire.com/file/kfyb97ghpx7tw8c/Flux+B4.zip The post Minecraft ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #cricket #cricketlovers #viratkohli #rohitsharma #ipl #cricketer #cricketfans #icc #msdhoni #indiancricketteam #indiancricket #cricketlover #cricketmerijaan #teamindia #bcci #cricketlife ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი