თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი თოჯინა ვარ და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ პაწაწინა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებდი ყველაფერზე, რასაც ვამბობ.
ყველაფერს დავაფასებდი არა ღირებულების, არამედ მნიშვნელობის მიხედვით.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს, რადგან ვიცი, რომ ყოველ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, სინათლის სამოც წამს ვკარგავთ.
ვივლიდი მაშინ, როცა ყველა ჩერდება. გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას სძინავს. მოვისმენდი, როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს!!
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის პაწაწინა ნაგლეჯს, ჩავიცვამდი უბრალოდ, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც.
ღმერთო, თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილს გადავწერდი ყინულზე და მზის ამოსვლას დაველოდებოდი.
ბენედეტის ლექსს ვან გოგის ოცნებით ვარსკვლავებში დავხატავდი და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს.
ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა…
ღმერთო ჩემო, მე რომ სიცოცხლის პაწაწინა ნაგლეჯი მქონოდა… არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ადამიანებისთვის არ მეთქვა, თუ როგორ მიყვარს ისინი. ყოველ ქალსა და კაცს დავარწმუნებდი, რომ ჩემთვის თითოეული მათგანი განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.
ადამიანებს დავუმტკიცებდი, თუ რაოდენ სცდებიან, ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ, როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ სიყვარულის უნარს.
პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ უფლებას მივცემდი, თავად ესწავლა ფრენა. მოხუცებს დავანახებდი, რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის.
რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო… აღმოვაჩინე, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა არავინ იცის, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.
ვისწავლე, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს სხვა ადამიანისთვის ზემოდან ყურების უფლება, როცა მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ ბევრი აღარაფერი გამომადგება, რადგან როდესაც ხის კიდობანში მომათავსებენ, სამწუხაროდ უკვე მომაკვდავი ვიქნები.
იმისთვის, რომ გაიგოთ ვინ არის ამ წერილის ავტორი, გადადით ლინკზე:
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0