სამსახურის მაძიბელთა უმრავლესობას ეზარება სამოტივაციო წერილის წერა იმ მიზეზით, რომ არ იციან საიდან დაიწყონ და როგორ დაატიონ ერთ გვერდში ყველაფერი, რაც დამსაქმებელს აინტერესებს.
აი, რას გეტყვი, სამოტივაციო წერილში დამსაქმებელს არა მხოლოდ შენზე, არამედ, საკუთარ თავზეც სურს ინფორმაციის მოსმენა. დაფიქრდი: ზოგიერთ ვაკანსიაზე უამრავი განაცხადი მოდის და სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი კანდიდატია პოზიციის შესაფერისი, ამიტომ აუცილებელია შენგან მიღებული ინფორმაცია სხვებისგან გამოირჩეოდეს. მეორეს მხრივ, თუ შეგიძლია კომპანიას თავიდანვე დაანახო, რა (და რატომ) შეგიძლია შემატო მათ გუნდს, ეს დამსაქმებელს მონუსხავს. ამიტომაც, შემდეგ ჯერზე, მორჩი სულ საკუთარ თავზე საუბარს. აი, რა უნდა დაწერო სანაცვლოდ:
1. რატომ გიყვარს ჩვენი კომპანია
საუკეთესო სამოტივაციო წერილებიდან ჩვენ ვიტყობთ, თუ რაოდენ შეყვარებული ხარ ჩვენს კომპანიაზე და როგორ შეგიძლია ამ სიყვარულის ქაღალდზე გადმოტანა. სამწუხაროდ, დასაქმებულთა უმრავლესობას ეზარება ინფორმაციის მოძიება და ზედმეტი ორი წინადადების წერა, რომელიც სულაც არ არის ზედმეტი. პირიქით, აუცილებელიც კია. იშვიათ შემთხვევაში, ისინი ახსენებენ კომპანიის სახელს და წერენ, რომ “სურთ ისეთ დაწესებულებაში მუშაობა, სადაც საქმე ამაღელვებელია და არა რუტინული” – ეს ბევრს არაფერს ამბობს. სანაცვლოდ, პირველი აბზაცი მოანდომე იმის ახსნას, თუ რატომ გიყვარს ის კომპანია, რომლის ვაკანსიაზეც აკეთებ განაცხადს.
2. რას გააკეთებდი აქ
შენი კვალიფიკაციის და უნარების ჩამონათვალია რეზიუმე, ამიტომ, არ გადაამღერო ის სამოტივაციო წერილში. აბა, რა უნდა ჰქნა? ისაუბრე იმაზე, თუ რაში შეიძლება შენი უნარები გამოადგეს დამსაქმებელს. დეტალურად. გააზიარე ერთი–ორი კონკრეტული იდეა რას გააკეთებდი, თუ აგიყვანდნენ სამუშაოდ, გაამყარე შენი წარსული გამოცდილებით. მაგალითისთვის, ისაუბრე ბრენდის “ჰეშთაგ კამპანიაზე”, რომელსაც Twitter–ზე წამოიწყებდი მომხმარებელთა ჩართულობის გასაზრდელად, ან გააკეთე კონკრეტული შეთავაზება, თუ როგორ შეცვლიდი კომპანიის გვერდის სტრატეგიას პინტერესტზე. აფიქრებინე დამქირავებელს, რომ მისთვის საჭირო ადამიანი ხარ.
3. რატომ ჯდები კომპანიის სტილში
ბოლო, რაც უნდა გაითვალისწინო, არის იმის ჩვენება, თუ რატომ ჯდები ჩვენი კომპანიის სტილში. არ არის აუცილებელი, კონკრეტულად აღწერო ეს ყოველივე. არამედ, მიუთითე, რატომ ხარ შესაფერისი. მაგალითად, თუ დამსაქმებელი ზედმეტად კონსერვატიულია – იყავი მოწოდების სიმაღლეზე. თუ კრეატიულ სააგენტოსთან გაქვს საქმე – მისწერე, რომ ძალიან აღელვებული ხარ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე აკეთებ განაცხადს. თუ შეიტყვე, რომ კომპანია გარემოს დაცვის კუთხით აქტიურობს და მუდამ ერთვება შესაბამისს აქციებში, შენი წარსული გამოცდილებიდან გაუზიარე, რომ აღნიშნული პრობლემა შენც გაწუხებს და რომ ყოველთვის ცდილობ გაუფრთხილდე ჩვენს პლანეტას და ა.შ. ოღონდ, არ გადაამლაშო და არ დაწერო ისეთი ინფორმაცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
თუ დაანახებ შენს მოწადინებას, გაუზიარებ შენს გამოცდილებას და მოახდენ შენი პიროვნების მოკლე პრეზენტაციას – და ამ ყველაფერს დამსაქმებლის ენაზე გადათარგმნი, დარწმუნებული იყავი, რომ ის გაგიგებს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0