მცენარეები ჯანმრთელობისა და სიყვარულისთვის » www.idealuri.ge
ფლორა და ფაუნა

მცენარეები ჯანმრთელობისა და სიყვარულისთვის

გააზიარეთ:

ტიტა – ამ ყვავილს ვენერა მფარველობს. ტიტა სიღარიბისა და უსიამოვნებებისგან გვიცავს, კეთილდღეობა და ბედნიერება მოაქვს.

ნარგიზი – წრმატება მოაქვს: მისი გამხმარი ყვავილი ჩამოკიდებული უნდა ატაროთ.

პომიდორი – მასში პლანეტა ვენერას ენერგიაა თავმოყრილი. იგი ოჯახში ბარაქის მომტანი და ავი სულებისგან დამცველია.

კიტრი და გოგრა – მთვარის მცენარეებია. კიტრი ვნებას თოკავს, გოგრა პირიქით – აღაგზნებს. მამაკაცს თუ პაემანზე თავის გამოჩენა სურს, გოგრის კერძი უნდა მიირთვას, გოგრის წვენი დალიოს და გოგრის თესლი აკნატუნოს. გოგრა ავი თვალისაგან დამცავი საშვალებაცაა, კარგი იქნება თუ კარის თავზეც დაჰკიდებთ.

ლობიო – ავი თვალისაგან დამცველია. ადრე ლობიოს მარცვლებს ატარებდნენ ჯიბით ან ქისით. ლობიოში შემავალი ვიტამინი განსაკუთრებით სჭირდებთ მამაკაცებს.

კამა – ძველთაგანვე იყეებდნენ სამკურნალოდ და რა თქმა უნდა საკვებად. ძველ საბერძნეთში კამა დეკორატიულ მცენარედ მიაჩნდათ და მისგან ლამაზ გვირგვინებს წნავდნენ. იტალიაში საყვარელი ქალისათვის კამის ტოტოს მირთმევა სიყვარულის გამხელასაც ნიშნავდა. კამას მერკური, ე.წ ფულის პლანეტა იცავს და მას ფულის ,,მოსაზიდად” ხმარობენ – კამის თესლს საფულეში ყრიან. კამას დამცავი ძალაც აქვს – კარის თავზეც ჰკიდებენ. კამის აბაზანა ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ, მისი თესლის სუნი კი ვნებას აღძრავს.

ნიახური – ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ნიახურის ჭამა ნერვებს ამშვიდებს. გარდა ამისა იგი აძლიერებს ინტელექტუალურ თვისებებს, აღადგენს სულიერ ძალებს. ბედნიერების მომტანიცაა – შეყვარებულები ნიახურის ფესვს ჯიბთ დაატარებდნენ.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი