მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რას მიირთმევთ. გულის სიჯანსაღის შემანარჩუნებელი რაციონის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ რისკი არტერიების დაცობის და ათეროსკლეროზის განვითარების, რაც იწვევს გულის დაავადებებს. თუ არტერიების შევიწროების პროცესი უკვე დაწყებულია, შეგიძლიათ შეამციროთ მისი პროგრესირება.
სწორად კვებეთ თქვენი გული. კვების სტრატეგიით, რომელიც განკუთვნილია გულის სიჯანსაღისათვის, თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ ქოლესტერინის დონე, დაწიოთ სისხლის წნევა და გლუკოზის დონე სისხლში, შეამციროთ სხეულის წონა. მაშინ,როდესაც ბევრი დიეტა გვეუბნება, თუ რა არ უნდა ვჭამოთ, კვების ყველაზე ეფექტური სტრატეგიები გვეხმარება მოვახდინოთ ფოკუსირება იმაზე, რისი ჭამაც შეიძლება. გულის დაავადებების კვლევამ აჩვენა, რომ იმ პროდუქტების დამატება, რომლებიც იცავენ გულს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სხვების გამორიცხვა.
ქვემოთ ჩამოვთვლი ხუთ კვებითი სტრატეგიას, რომლებიც ამცირებენ გულის დაავადებათა განვითარების რისკს:
ჭამეთ ბევრი თევზეული. თევზი ცილებისა და სხვა საკვები ნივთიერებების კარგი წყაროა. ასევე იგი შეიცავს “ომეგა 3”-ის ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ გულის დაავადებისა და ინფაქტის რისკი. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციის მიხედვით კვირაში ორჯერ სასურველია “ომეგა 3”-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი თევზის ულუფის მიღება, მაგალითად, ისეთ ის, როგორიცაა ორაგული.
ჭამეთ მეტი ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული ღივებიანად. ბუნების ეს მშვენიერი და გემრიელი საოცრებები შეიძლება გახდეს საფუძველი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური სტრატეგიისა გულის დაავადებების წინააღმდეგ.
შეზღუდეთ ცხიმის გრამების საერთო რაოდენობა. ყურადღებით შეარჩიეთ ცხიმების ხარჯზე მიღებული კალორიები. მინიმუმამდე დაიყვანეთ ნაჯერი ცხიმებისა და ტრანს-ცხიმების მოხმარება (მაგალითად, ცხიმებისა, რომლებიც შედიან ნაღების კარაქში, მყარ მარგარინში, შემწვარ პროდუქტებში, კულინარიულ ნაწარმში, დესერტებში). გამოიყენეთ უპირატესად მონო ან პოლიუჯერი ცხიმებით მდიდარი ზეთები (მაგალითად, ზეითუნის და არაქისის ზეთები).
მიიღეთ მრავალფეროვანი – ზუსტად აუცილებელი მოცულობით – ცილოვანი საკვები. ხშირად გამოყენებული მაღალი ცხიმიანობის ცილოვანი საკვები (ხორცი, რძის პროდუქტები), მიჩნეულია მთავარ დამნაშავედ გულის დაავადებათა განვითარების რისკის მატებაში. გააწონასწორეთ თევზეულის, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცილები და მიიღეთ ისინი ყველაზე დაბალი ცხიმიანობის წყაროებისაგან. ამით შეამცირებთ კვებასთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს.
შეზღუდეთ ქოლესტერინის მოხმარება. კვების პროდუქტებში ქოლესტერინის შეზღუდვას აქვს დამატებითი უპირატესობა: თქვენ ასევე გამორიცხავთ ნაჯერ ცხიმებს, რადგან ხშირად ქოლესტერინს და ნაჯერ ცხიმებს ერთი და იგივე პროდუქტები შეიცავს. ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით დღეში შეიძლება ერთი კვერცხის მიღება, თუ თქვენი ქოლესტერინი ნორმაშია. როდესაც საჭიროა სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევა, ნაჯერი ცხიმების შეზღუდვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქოლესტერინის მიღება საკვებიდან. რეკომენდაცია გულისხმობს არ გადავაჭარბოთ ნორმას: 300 მგ საკვები ქოლესტერინი დღეში.
კარგი კვება გულისათვის-ეფექტური გზაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზოგიერთი რისკფაქტორების შემცირების და გამორიცხვისაც კი.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო

ანა კარენინა

ანაბრის გახსნა

დაქალის შეყვარებულისგან დავორსულდი…

როგორ ავიმაღლოთ პოტენცია ნატურალური
