როგორ მივაღწიოთ საუკუნოვან სიცოცხლეს? » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

როგორ მივაღწიოთ საუკუნოვან სიცოცხლეს?

გააზიარეთ:

 

დღეგრძელობის 12 მცნება ცოტამ თუ იცის, ვინ არიან აღსაკალები, თუმცა მათ ეს ამბავი სულაც არ აღელვებთ. შუა აზიის ეს ბინადარნი ხშირად საუკუნესაც კი აღწევენ, თანაც ისე რომ არც ჯანმრთელობას უჩივიან და არც გონებრივ სისუსტეს.

ვითომ შუა აზიის კლიმატია ასე სასარგებლო? საეჭვოა. მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. საქმე ის გახლავთ, რომ შუა აზიელ უხუცესებს დღეგრძელობის 12 მცნება აქვთ, რომლებსაც ისეთივე მოწიწებით იცავენ, როგორითაც მართლმორწმუნე ქრისტიანი – ბიბლიის 10 მცნებას.

ასე რომ, თუ გსურთ, შვილთაშვლის ქორწილს სრულ საბრძოლო ფორმაში მყოფი მოესწროთ, ისღა დაგრჩენიათ, ამ წესებს გაეცნოთ, შეასრულოდ და და მშვდად დაელოდოდ საუკუნოვან იუბილეს.

გაეცანით დღეგრძელობის 12 მცნებას

1. რაც შეიძლება მეტ ხანს იყავით სუფთა ჰაერზე.

2. დაწექით ადრე და ადექით ადრე.

3. იძინეთ არანაკლებ 6 და არა უმეტეს 7,5 საათისა.

4. იშვიათად სვით ჩაი და ყავა, ალკოჰოლს და თამბაქოს კი სათოფეზეც არ გაეკაროთ.

5. ხორცს დღეში 1 ჯერზე მეტად ნუ შეჭამთ.

6. ყოველ დილით მიიღეთ ცხელი აბაზანა.

7. ატარეთ უხეში ქსოვილის სამოსი, აბრეშუმის პერანგები კი თვალსაწიერიდან მოაცილეთ.

8. კვირაში ერთი დღე დასვენებას მიუძღვენით. ამ დღეს გაზეთსაც კი ნუ წაიკითხავთ.

9. ერიდეთ მღელვარებას და ზედმეტ გონებრივ დატვირთვას.

10. თუ ცოლი არ გყავთ სასწრაფოდ შეირთეთ.

11. დიდხანს ნუ დარჩებით მეტისმეტად თბილ შენობაში.

12. აღიდგინეთ ჟამთასვლისგან გაცვეთილი ორგანოები. როგორ? აი ასე: თუ ფიქრობთ, რომ ღვიძლი გაქვთ სუსტი, ხშირად მიირთვით საქონლის ღვიძლისგან მომზადებული კერძები.

ძნელია? რა თქმა უნდა, მაგრამ რას იზამთ, არც 100 წლოვანი იუბილე ხუმრობა.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი