დაბინძურებული მსხვილი ნაწლავი ანადგურებს კანს, აქვეითებს იმუნიტეტს და არღვევს ტვინის მუშაობას. აირიდეთ თავიდან სავალალო შედეგები » www.idealuri.ge
ჯანმრთელობა

დაბინძურებული მსხვილი ნაწლავი ანადგურებს კანს, აქვეითებს იმუნიტეტს და არღვევს ტვინის მუშაობას. აირიდეთ თავიდან სავალალო შედეგები

გააზიარეთ:

 

დღეს თითქმის ყველას ნაწლავური პრობლემები აწუხებს. ეს გასაკვირი არაა, რადგან ყოველდღიურად წარმოუდგენელი რაოდენობის ტოქსინებს ვშთანთქავთ, სასარგებლო საკვების მიღება გვავიწყდება, ბევრს და ჩქარა მივირთმევთ.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მთავარ კომპონენტს მსხვილი ნაწლავი წარმოადგენს. იგი საკვებიდან წყლის შეწოვაზე და ნარჩენების გადაუმუშავებელი ნაწილების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, მსხვილ ნაწლავში მილიარდობით ბაქტერია ბინადრობს, რომლებიც საკვებს ამუშავებენ, ნარჩენებს აქრობენ, იმუნიტეტს აძლიერებენ, საშიში ვირუსებისგან გვიცავენ და ა.შ.

ნაწლავების ნორმალური მუშაობა მთელი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცუდი ნაწლავები კანს აზიანებს, ტვინის მუშაობას აუარესებს, იმუნიტეტს ამცირებს, თირკმელებსა და ღვიძლს ზიანს აყენებს და მთელ სხეულზე უარყოფითი გავლენა აქვს. ეს რომ არ დაუშვათ, მარტივი და ხელმისაწვდომი მხსნელი პროდუქტები მიირთვით.

პროდუქტები ნაწლავებისთვის

1. უჯრედისი

უხეში საკვები ბოჭკოები ნაწლავებს სწორად მუშაობაში დაეხმარება. ნივთიერება, რომელიც მსხვილი ნაწლავის მიკროფლორაში გამოიყოფა, ბევრი დაავადებისგან გვიცავს, მათ შორის სიმსივნისგანაც კი.

დღეში მსხვილ ნაწლავში 4 კგ საკვები მასა ხვდება, რომელიც შემდეგ 150-250 გრ ფეკალიად გადამუშავდება. უჯრედისი მოქმედებს, როგორც ჯაგრისი და ეფექტურად წმენდს მსხვილ ნაწლავს დაგროვებული ტოქსინებისგან, წიდებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

მეცნიერების მტკიცებით, ვეგეტარიანელების ნაწლავები გაცილებით უკეთ მუშაობს, ხოლო მათ ორგანიზმში მოხვედრილი შხამიანი პროდუქტები ღვიძლამდე ვერ აღწევს, რადგან ისინი პექტინებისა და უჯრედისის მიერ შთაინთქმება. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ წითელი ხორცის მიღება და უპირატესობა ქატოს მიანიჭოთ. ჩაამატეთ ის მაწონში, ფაფებში და სხვადასხვა სალათებში.

2. წყალი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსხვილ ნაწლავში აქტიურად მიმდინარეობს წყლის შეწოვის პროცესი. თუ გარკვეული მიზეზების გამო საკმარისი რაოდენობით წყალს არ ვიღებთ, ნაწლავები იწყებს საკვებიდან და ფეკალური მასებიდან წყლის შეწოვას, რის შედეგადაც განავალი უფრო მშრალი და მყარი ხდება, რაც აფერხებს მათ გადაადგილებას ნაწლავებში და შედეგად იწვევს შეკრულობას.

ისეთ სასმელებს, როგორიცაა: ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, გაზიანი უალკოჰოლო სასმელები და სიროფები, ახასიათებს ძლიერი შარდმდენი ეფექტი, რის შედეგადაც ორგანიზმი განიცდის დეჰიდრატაციას, გაუწყლოებას.

ნაწლავების გამართული ფუნქციონირებისათვის, აუცილებელია ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება. წყლის დრიური ნორმა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია და პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს წონაზე. სხეულის მასის ყოველ 1 კილოგრამზე რეკომენდებულია 30 მილილიტრი წყლის მიღება. მაგალითად, თუ თქვენ 100 კილოგრამს იწონით, წყლის დღიური ნორმა თქვენთვის 3 ლიტრია. გახსოვდეთ, ორგანიზმის სათანადოდ დატენიანებას გადამწყვეტი როლი ენიჭება ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

3. ბროკოლი

ბროკოლო მდიდარია გოგირდის შემცველი მეტაბოლიტებით, იგივე გლუკოზინოლატებით. ისინი შთაინთქმება ნაწლავის მიკრობების მიერ და გარდაიქმნება ნივთიერებად, რომელიც ახშობს ანთებით პროცესებს, ამცირებს შარდის ბუშტის, მკერდის, მსხვილი ნაწლავის, ფილტვებისა და კიბოს განვითარების რისკს.

ბროკოლი, ისევე როგორც ბოსტნეულის უმრავლესობა, შესანიშნავი დიეტური პროდუქტია, რომელიც თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  დაავადებებს, ნერვულ აშლილობას, პოდაგრას, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას და ა.შ.

კვლევები აჩვენებს, რომ დღეში 100 გრ ბროკოლის მიღება მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ამცირებს. ამ მწვანე ბოსტნეულის რაციონში ჩართვის შესანიშნავი მიზეზი გაქვთ!

როგორც უკვე გითხარით, ნაწლავების ჯანმრთელობა ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. თუ ჭარბი წონა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები გაწუხებთ, დროულად იზრუნეთ ნაწლავების გაწმენდაზე და გაამდიდრეთ კვების ყოველდღიური რაციონი ზემოთ წარმოდგენილი პროდუქტებით. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი