ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახის კანის მოვლის დროს » www.idealuri.ge
ქალებისათვის

ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახის კანის მოვლის დროს

გააზიარეთ:

 

კანის ფუნქცია მჭიდროდაა დაკავშირებული მთელი ორგანიზმის ცხოველმყოფელობასთან. კანში მიმდინარე პროცესები მოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე და-პირიქით, ორგანიზმის სხვადასხვა დაავადება კანზე ახდენს გავლენას.

კანის ყვითელი ფერი ხშირად ღვიძლის დაავადების ნიშანია, სიფერმკრთალე კი შეიძლება სისხლნაკლებობით იყოს გამოწვეული. წყლის ცვლის დარღვევის დროს არცთუ იშვიათად აღინიშნება სახის, განსაკუთებით კი თვალების გარშემო კანისა და ქუთუთოების შეშუპება, ერაც ცვლის სახის საერთო გამომეტყველებას, ზოგჯერ ამახინჯებს კიდეც მას. ცხიმის ცვლის მოშლის გამო ქუთუთოებსა და სახის კანზე ჩნდება ყვითელი ლაქები, ე.წ. ქსანტომები. ცხიმის ცვლის მოშლის შედეგია აგრეთვე სებორეა და კომედოები (შავი წერტილები).

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს აღინიშნება წარბების, აგრეთვე თმის ცვენა. კანი გარეგნულად იცვლება, მშრალი ხდება, თხელდება და ადვილად ნაოჭდება.

ამრიგად, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დარღვევასა და კოსმეტიკურ ნაკლოვანებათა წარმოქმნას შორის მჭიდრო კავშირია. კანის დაავადება გავლენას ახდენს მთელი ორგანიზმის მდგომარეობაზე. მაგალითად, გამონაყარი ქავილით ავადმყოფს ძილის საშუალებას არ აძლევს. სახის სიწითლე, თმები ან ლაქები სახეზე, სებორეა და სხვ. მეტად უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ხასიათზე. იგი გულჩათხრობილი ხდება, ხალხს გაურბის და ა.შ.

კანი რთული აგებულებისაა. მის ზედაპირზე არის მრავალრიცხოვანი ზოლები და ღარები, უწვრილესი, ოდნავ შესამჩნევი ჩაღრმავებით, ცხიმისა და  საოფლე ჯირკვლების სადინარები. კანის ფერი დამოკიდებულია სისხლძარღვების განლაგებაზე და პიგმენტ მელანინის რაოდენობაზე. ჯანმრთელი, მკვრივი კანის შესანარჩუნებლად, მისი ნაადრევი დაჭკნობისა და დაავადების ასაცილებლად საჭიროა კანის რეგულარული მოვლა. მოვლის ერთიანი  საშუალება და მეთოდები არ არსებობს. ასაკის, ორგანიზმის, საერთო მდგომარეობის, სხვადასხვა გარე პირობების ზემოქმედების მიხედვით კანი სხვადასხვანაერია, ამიტომ მოვლაც ინდივიდუალური უნდა იყოს. სხეულის დაუფარავ ნაწილზე-სახეზე, კისერსა და ხელებზე განსაკუთრებით მოქმედებს გარე ფაქტორები, ამიტომ ისინი რეგულარულ მოვლას საჭიროებენ.

ჯანმრთელი სახის კანის შენარჩუნებისა და მოვლის საფუძველია:
1. კანის ჰიგიენა-კანის გასუფთავება, 2. კანის დარბილება-კვება, 3. კანის დაცვა გარე გამღიზიანებელი ფაქტორებისგან.

სისუფთავე კანის ძირითადი პირობაა. კანის სისუფთავისთვის ძირითადად ვიყენებთ წყალსა და საპონს, რომელთა რაოდენობა დამოკიდებულია მათ შედგენილობაზე.  მარილების შემცველობის მიხედვით წყალი სხვადასხვანაერია. დიდი რაოდენობით მარილების შემცველი წყალი ხისტია. რაც უფრო ცოტა რაოდენობით შეიცავს წყალი მარილს, მით უფრო სასარგებლოა ის კანისთვის. ხისტი წყალი თხელსა და ნაზ კანს ზომაზე მეტ ცხიმს აცლის და აშრობს მას, ზოგჯერ აღიზიანებს კიდეც. ამრიგად, სახის დასაბანად უნდა ვიხმაროთ რბილი წყალი, მაგალითად თოვლის ნადნობი ან წვიმის წყალი.

როგორც აღვნიშნეთ, შესაძლებელია ხისტი წყლის დარბილება, თუ მას ავადუღებთ ან დავამატებთ ბორაკს ან საჭმელ სოდას. მნიშვნელობა აქვს აგრეთვე წყლის ტემპერატურას. ცივი წყლლის ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვთა შევიწროება და კანის სისხლით მომარაგების შემცირება, რაც აუარესებს კანის კვებას. კანი ფერმკრტალი და მოდუნებული ხდება. მეორე მხრივ, ცხელი წყალი აფართოებს სისხლძარღვებს და შეიძლება გამოიწვიოს სახის კანის სიწითლე, უფრო ხშირად ცხვირსა და ლოყებზე. ამიტომ პირის დასაბანად უნდა ვიხმაროთ ოთახის ტემპერატურის (16-18 გრადუსი), ანდა მორიგეობით ხან ცხელი, ხან ცივი წყალი.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ბრაულსთარსი ლუკასთან ერთად appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • ამხანაგების ჯგუფები: ფეხბურთი – https://www.facebook.com/groups/amkhanagebi ფორმულა 1 – https://www.facebook.com/groups/f1amxanagebi რესლინგი – ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი