როგორ დავიწყოთ მუშაობა გამოცდილების გარეშე ? » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ დავიწყოთ მუშაობა გამოცდილების გარეშე ?

გააზიარეთ:

 

საქართველოში უმეტესობა სამსახურის ძიებაშია და ყველამ კარგად იცის რა რთულია მუშაობის დაწყება. ამას ემატება ისიც, რომ თითქმის ყველა ორგანიზაცია ითხოვს მინიმუმ ერთ წლიან სამუშაო გამოცდილებას. მათ კი ვისაც არ გაუმართლა და ვერ მოხვდა ისეთ ადგილას სადაც არ ითხოვენ გამოცდილების ქონას, რჩება იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერც მიიღებს ამ ასე მოთხოვნად გამოცდილებას…
ჩნდება კითხვა რა ქნან იმ ახალგაზრდებმა ვისაც არ აქვს გამოცდილება ?

ასე, რომ ისღა დაგვრჩენია ჯიუტად გავაგრძელოთ ძებნა სამსახურის და არ დავნებდეთ, რამდენჯერაც გვეტყვიან უარს იმაზე მეტჯერ გავაგრძელოთ დასახული მიზნისკენ სვლა.
დავიწყოთ მოქმედება და მივყვეთ თანმიმდევრობით.

რეზიუმე

ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, რომლითაც ყველა კარი უნდა შევაღოთ და ყველგან დავტოვოთ. იქნება ეს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვაკანსია თუ დაწესებულება. ამიტომ დავიწყოთ რეზიუმეთი და არ დაგვეზაროს, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ის. აღნიშნეთ თქვენი განათლება, ხაზი გაუსვით თუ სადმე გიმუშავიათ იქ მიღებულ გამოცდილებას. მოკლედ ჩათვალეთ რომ პირველი ნაბიჯი მან უნდა გადაგადგმევინოთ და არ დაიზაროთ მისი სწორად და საინტერესოდ შედგენა. ვეცადოთ იყოს ისეთი, რომ აიძულოს დამსაქმებელი დაგვიკავშირდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოტივაციო წერილს. აქ კი ნათლად გამოავავლინოთ რა შეგვიძლია, რატომ გვინდა კონკრეტულ ადგილზე მუშაობა და რა მიზნები გვაქვს.
ინტერნეტში კი მრავლადაა რჩევები, როგორ უნდა შევადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. ამიტომ გამოვიყენოთ ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება გამოგვადგეს.

გასაუბრება

ეს კი არის მეორე ნაბიჯი მას შემდეგ, რაც გადავლახავთ პირველ ეტაპს. გასაუბრებაზე კარგად მომზადებული და შეიარაღებული უნდა წარვსდგეთ, რაც მთავარია უნდა ვიყოთ თავდაჯერებული და მოტივირებული. არ არის საჭირო ტყუილის თქმა, რამაც შეიძლება ჩიხში შეგვიყვანოს. იმისთვის, რომ კარგად წარვსდგეთ, უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ სადაც მივალთ გასაუბრებაზე. გასაუბრების დროს კი ვეცადოთ შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობა და მონდომება.
კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი, რაც არ უნდა გამოგვრეჩეს ეს არის ჩაცმულობა. გასაუბრებაზე მისვლისას აუცილებლად უნდა გამოვიყურებოდეთ სუფთად და მოწესრიგებულად. ტანსაცმელი შევარჩიოთ საქმიანი სტილის, პასტელის ფერებში. ჩვენი ვიზუალი არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს გამსაუბრებელზე.

კიდევ ერთი მეთოდი ჩვენი სამსახურის ძიებსა არის ის,რომ არ არის აუცილებელი დაველოდოთ ვაკანსიის დადებას. მივიტანოთ ყველგან ჩვენი CV  სადაც ჩავთვლით საჭიროდ. ყველაფერი ცვალებადია და შეიძლება მოულოდნელად განთავისუფლებულ ვაკანსიაზე ჩვენი რაზიუმე მოხვდეთ თვალში,არც სტაჟირებები გამოვტოვოთ.

მოკლედ, როცა არ გაქვს სამუშაო და ვერც ვიპოვეთ ისევ და ისევ მივყვეთ ჯიუტ ძებნას. ვიქონიოთ თავდაჯერება, იმედი და დიდი სურვილი სამსახურის დაწყებისა. აუცილებლად გაგვიმართლებს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • ტიტანიკი გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/eLYQVj მეორე არხი H1Ta : https://goo.gl/RLuxNu დონაციის ლინკი. https://streamlabs.com/h1ta (კოლაბორაცია/ბიზნესი/შეკითხები) ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The perfect ball handling, even while blindfolded The post Robert Lewandowski – I trickshot I appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი