იმიჯის შესაცვლელად ხშირად ექსპერიმენტების ჩატარება გვიწევს, რამაც შეიძლება წარუმატებლად ჩაიაროს. შემდეგ ვფიქრობთ საღებავის მოშორებას ისე, რომ თმას ზიანი არ მივაყენოთ. ველოდებით თმის ზრდას, ან სხვა ფერში ვიღებავთ.
ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტიური გახდა გოგონებისთვის კარანტინის დროს, როცა სილამაზის სალონები დაკეტილი იყო.
თვით ცნობილ სახეებსაც კი შეექმნათ ეს პრობლემა, ექსპერიმენტები კი წარუმატებელინ იყო.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ მოვიშოროთ საღებავი სახლის პირობებში, სალონის მომსახურების გარეშე.
კეფირი
კეფირი შეიცავს რძის მჟავას, რომელიც მუქი ფერის საღებავს სწრაფად აშორებს. ამასთან კეფირი თმის ძირებს აძლიერებს, ამისათვის ოთახის ტემპერატურამდე შემთბარი ცხიმიანი კეფირი უნდა წავისვათ მშრალ თმაზე.
ოთახის ტემპერატურის ცხიმიან კეფირს უნდა დავუმატოთ 15გრ. საფუარი, ცოტა შაქარი და კვერცხის გული. ნარევი თბილ ადგილას გავაჩეროთ. როცა ‘’ბუშტები გაუჩნდება, წავისვათ მშრალ თმაზე და პარკით შევიხვიოთ 1 საათი.
ასევე, ამ ნარევს შეგვიძლია დავამატოთ ნახევარი ლიმონის წვენი, რამდენიმე კოვზი თაფლი და 1 კოვზი ზეთი.
ზეთი
საღებავის მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა ცივი დაწურვის ზეთი. ოთახის ტემპერატურამდე შევათბობთ ზეითუნის, ბირკავას, ქოქოსის ანაბუსალათინის ზეთი, წავისვამთ მშრალ თმაზე და გავიჩერებთ ნახევარი საათი.
ამ ნიღაბის რთული ვარიანტია, თუ ამ ნარევს დავუმატებთ რამდენიმე სუფრის კოვზ მარგარინს. ზეთის ნიღბის შემდეგ თმა უნდა ჩამოვიბანოთ ისეთი შამპონით,ნ რომელიც ცხიმიან თმას ადვილად გაუმკლავდება.
თაფლი
თაფლს რომ ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს, ეს ყველამ ვიცით. ის აძლიერებს იმუნიტეტს და არა მხოლოდ, თმის ბუნებრივი ფერის აღდგენას ხელს უწყობს. სუფთა, სველ თმაზე წავისვათ თაფლი და გავიჩეროთ 2- 3 საათით. სასურველია, პროცედურის ყოველდღე გამეორება შედეგის მისაღებად.
გვირილა
ქერად შეღებილ თმას გვირილის ტონიკი სასიამოვნო ელფერს შესძენს. 2ს/კ გვირილას ყვავილს დავასხათ 0,5 ლ ცხელი წყალი და გავაჩეროთ 30 წუთი, შემდეგ გავაცხელოთ წყლის ორთქლზე 15 წუთი. გავწუროთ ნახარში და ყოველი დაბანის შემდეგ გადავივლოთ, შემდეგბ კი, ცივი წყლით ჩამოვიბანოთ.
დიასახსლისის საპონი
ეს საპონი შეიცავს ცხიმოვან მჟავეებს და თმის პიგმენტის ჩამობანასაც ხელს უწყობს. იგი ბუნებრივი ზეთის სახით მოქმედებს თმაზე და ბევრ ტუტე შეიცავს. რამდენიმე პროცედურა თმის ნტურალურ ფერს აღადგენს.
დიასახლისის საპონი თმას აშრობს. უფრო უკეთესია, კუპრის საპონის გამოყენება. მას მეტი ეფექტურობა აქვს. 30 წუთით გავიჩერებთ თმაზე და ამის შემდეგ ჩამოვიბანთ.
ასპირინი
მუქი ფერის საღებავის მოსშორებლად ვიყენებთ ასპირინს. 5 აბი გავხსნათ 1 ჭიქა წყალში და თმა კარგად დავისველოთ. პარკით შევიხვიოთ და ზემოდან პირსახოცით შევიფუთოთ. ჩამოვიბანოთ ნიღაბი 30-40 წუთში.
მაიონეზი
მაიონეზი თმის საუკეთესო გამაღიავებელია. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები პრობლემას შესანიშნავად უმკლავდება. მაიონეზი თმის სტრუქტურას არ აზიანებს. პროცედურისთვის უნდეა შევათბოთ 200 გრ. ცხიმიანი მაიონეზი და მასაჟური მოძრაობით ვისვამთ თმის მთელ სიგრძეზე. თავს პარკით შევიხვევთ და 1,5-2 საათი გავიჩერებთ. შემდეგ ცხიმიანი თმის შამპონით ჩამოვიბანთ.
აქ ჩამოთვლილი მეთოდები არც ერთი თმას არ აზიანებს, მორიგი შეღებვის გარდა. ეს მარტივი საშუალებები დაგეხმარებათ თმის ნატურალური ფერის შენარჩუნებაში, თუმცა, ერთი სეანსით შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.ნიღბები რამდენიმე კვირა გამოიყენეთ. მასში შემავალი სასარგებლო კომპონენტები თმას აძლიერებს.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0