როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გასაყიდად » www.idealuri.ge
ავტო და მოტო

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი გასაყიდად

გააზიარეთ:

 

ყველას სურს იმგზავროს ახალი ავტომობილით, მაგრამ რა ვუქნათ ძველს, რომელმაც უკვე მოჭამა თავისი დრო? რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს მისი გაყიდვა. ადამიანი სიამოვნებას იღებს საკუთარი ავტომობილისგან, როგორც შეძენით, ასევე გასხვისებითაც. ავტომობილის ფლობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ყველა მძღოლი ადრე თუ გვიან მიდის იმ დასკვნამდე, რომ ნაგავსაყრელისათვის განწირვის მაგივრად, ჯობს მანქანისათვის ხელის შევლება და სარფიანად გაყიდვა. როგორ გახადოთ საკუთარი ავტომობილი მიმზიდველი და სასურველი პოტენციური მკითხველისათვის, ამას მოცემული ინსტრუქციის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ.

 

საფეხურები

  1. ავტომობილის გაყიდვა სასურველია შემოდგომაზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი მოთხოვნა ავტომობილზე სწორედ ამ დროსაა. მეორე რიგში - გაზაფხულზე მას კიდევ ერთი წელი მოემატება, რაც ფასის საგრძნობ კლებას გამოიწვევს. ამ საქმეს მოცდა არ უყვარს, გაყიდვამდე საჭიროა ავტომობილი ჩააყენოთ გასაყიდ მგდომარეობაში.
  2. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პირველი შთაბეჭდილება განსაზღვრავს შემდეგ ურთიერთობას, ასევეა ავტომობილზეც: რაც უფრო მეტად მოეწონება მანქანა მყიდველის თვალს, მით უფრო მალე შეძლებთ მის გაყიდვას.
  3. ავტო მანქანების უმეტესობა იყიდება გარეგნული შესახედაობის ხარჯზე, ამიტომ საჭიროა ნაკაწრებისა და სხვადასხვა დეფექტების ლიკვიდირება. ძირითადად გამოიყენება "პალიროვკა", რომელიც აუმჯობესებს გარეგნულ იერსახეს, აპრიალებს კუზაოს იმ ნაწილებს, რომლებიც დროთა განმავლობაში გამუქდა და გაუფერულდა. ეს ავტომობილი მხოლოდ თქვენთვისაა ძველი, ხოლო მყიდველისთვის ის არის ახალი, აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, ვის მოეწონება დაკაწრული მანქანის შეძენა.
  4. სასურველია ძრავის ხარისხიანად გაწმენდა. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ეჭვს შეიტანს მის ხარისხიანად მუშაობაში, შესთავაზეთ მისი გზაზე გამოცდა. მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილში იყოს მაღალი ხარისხის საწვავი და უახლოეს წარსულში გამოცვლილი ძრავის ზეთი, რაც შთაბეჭდილებას შეუქმნის მყიდველს, რომ მთელი დროის განმავლობაში თქვენ ავტომობილს ასე ყურადღებას აქცევდით.
  5. დიდი მნიშვნელობა აქვს სალონს. საუკეთესო იქნება მისი განახლება ქიმიური გაწმენდის (ქიმწმენდის) შედეგად. თუ მანქანა ძალიან ჭუჭყიანია შიგნიდან, მაშინ სასურველია ამ პროცესის არაერთხელ შესრულება, მხოლოდ ასე შეძლებთ არასასურველი სუნისა და ლაქების მოშორებას.
  6. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ საბარგული. სუფთა გადასაკრავი და სუფთა სათადარიგო საბურავი დადებითად იმოქმედებს კლიენტზე.
  7. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა მყიდველი ბოლო მომენტში უარს ამბობს მანქანაზე, რადგან მისთვის მიუღებელია მცირე დეტალები. ასეთი შემთხვევების მაქსიმალურად თავის ასარიდებლად გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

    1. სიგარეტის კვამლი ან ჭუჭყიანი საფერფლე აღიზიანებს თვითონ მწეველებსაც კი, ვინაიდან ის მანქანას უყურებს როგორც პოტენციურად საკუთარს, ამიტომ აღიზიანებს საკუთარი ნებართვის გარეშე მის ავტომობილში მოწეული სიგარეტის სუნი.

    2. სხვადასხვა სახის იარლიყები, რომლებიც შეიძლება მოსაწონი იყოს თქვენთვის, მაგრამ არა ახალი მფლობელისათვის.

    3. არომატიზატორი. შესაძლოა თქვენ მოგწონდეთ, მაგრამ სხვას იგივე არომატმა შეძენის სურვილი დააკარგვინოს, განსაკუთრებით ქალბატონები ანიჭებენ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. აუცილებლობის შემთხვევაში შეეცადეთ გამოიყენოთ ნეიტრალური არომატები.

    4. მუქი ლაქა ღია ნაჭერზე ასევე აფიქრებინებს კლიენტს, თუ რამდენი ადამიანი და რამდენხანს იჯდა სავარძელში.

    5. მნიშვნელოვანია, რომ შეარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ავტომობილი თავს გამოიჩენს და დაფარავს ნაკლოვანებებს, რადგან მყიდველს შეექმნას სიშვიდის და იმისგან დაცულობის შეგრძნება, რომ მანქანა გზაში არ გაუჩერდება.
  8. ავტომობილის დემონსტრაცია უმჯობესია მოაწყოთ დღისით. ცივ ამინდში წინასწარ ჩართეთ გათბობა, რათა მასში ჩაჯდომის შემდეგ პირველი კონფორტის შეგრძნება იყოს.
  9. სასურველია კლიენტს ჰკითხოთ, რომელი მანქანა ჰყავდა აქამდე და რატომ გადაწყვიტა მოცემული მოდელის შეძენა. აუცილებლად წარმოუდგინეთ თქვენი მანქანის დადებითი მხარეები: შესანიშნავი განათების ფარები, მაგნიტოფონი, მართვის პულტი და სხვა. ასევე მნიშვნელოვანი მომენტია დიაგნოსტიკა. სწორეთ ამ პროცესში იწყებენ ფასის დაკლებაზე ვაჭრობას, ამიტომაც არ შეცვალოთ ფასი, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თქვენს ავტომობილს აქვს ძალიან ადვილად საპოვნი სერიოზული დაზიანება.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post სუპერ პარიკმახერი სპაიდერმენი. Real gangster j.j appeared first on Mediumi.Ge.
  • დიდი ფასდაკლება ფოტო და ვიდეო მომსახურებაზე იჩქარეთ ადგილები შეზღუდულია დასაჯავშვნათ დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ 599336011 https://topwed.ge https://www.youtube.com/@topwed932/videos
  • This IPL player is a YOUTUBER! | Riyan Parag Rajasthan Royals IPL 2022 | @riyanparagg2508 Did you know Riyan Parag, a young IPL player from Rajasthan Royals RR, is also a YouTuber. Riyan Parag ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი