გივი მაღულარია – “ქეთევან დედოფლის შეგებება ჯალათებთან” » www.idealuri.ge
ლიტერატურა და პოეზია

გივი მაღულარია – “ქეთევან დედოფლის შეგებება ჯალათებთან”

გააზიარეთ:

“უეცრად მდუმარება მეხნაკრავ ხესავით გაიპო,აფეთქდა.დაყრუებულ დერეფანში ფეხის ხმა გაისმა.მოაბიჯებდა ძალადობა,სულის ამომხდელი ტკივილი,მოაბიჯებდა ძალადობა,სულის ამომხდელი ტკივილი,მოაბიჯებდა ისე უკმეხად,რომ განთიადი უკან იხევდა,ფითრდებოდა.მკვეთრი,შემზარავი ბგერები ჯერ ტვინს დაეპატრონა,უმოწყალოდ კორტნიდა,შემდეგ კი მთელი ძალით დააწვა მხრებზე და წააქცია.გათელილი,ნაგვემი სხეული მჩვარივით ეგდო კუთხეში.ჭერი და კედლები ირყეოდა,ღია სარკმლიდან დღის სინათლე იღვრებოდა.მოკუნტულ,ერთ მუჭად შეკრულ სხეულს არაფრის გაგონება,არავის დანახვა არ უნდოდა – ეშინოდა ცეცხლის,რკინის,სიკვდილის,მაგრამ სული არ ცხრებოდა,არ დრკებოდა და უეცრად შადრევანივით ამოიფრქვა,შედედებული სივრცე გააპო,სვეტად აღიმართა.მის აღმა სვლას ვერც მძიმე ნაბიჯების ხმა აბრკოლებდა და ვერც ჭერი აკავებდა.ეტანებოდა სამყაროს უსასრულო დერეფნებს,ცას და სინათლეს,რწმენასა და სიცხადეს,ნაგვემ სხეულს ისეთი ძალით ეწეოდა მაღლა,რომ თვალის დახამხამებაში ფეხზე წამოაყენა. გამაწამებელი ღამის ნარჩენები დღის სინათლემ გაფანტა,დაფერდებული ქვეყანა გასწორდა,ხოლო როცა ჯალათებმა კარი შემოაღეს,სულის მეტი მას უკვე აღარაფერი გააჩნდა”.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post minecraft bed wars qartulad appeared first on Mediumi.Ge.
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • पूरी तरह से Ipl suspended अब यहां होंगे Match | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts The post पूरी तरह से Ipl suspended😳 अब यहां होंगे Match 🤯😱 | #ipl2025 #iplsuspended #cricket #shorts appeared ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი