ამონარიდი ოთარ ჩხეიძის მოთხრობიდან – “მიწა” » www.idealuri.ge
ლიტერატურა და პოეზია

ამონარიდი ოთარ ჩხეიძის მოთხრობიდან – “მიწა”

გააზიარეთ:

 

„…იყო რაღაც იდუმალი, რაღაც დამაფიქრებელი კუბოსა და სამარის ამ გაჯიქებაში, – კუბოსა, სამარისა თუ ცხედრისა, ამ უსულო სხეულისა, რომელიც არა და არ ჩადიოდა სამარეში, - ალბათ ცხედარშიც გამჯდარიყო, სხეულშიც ჩარჩენილიყო რაღაც ნიშნები დიდი სიჯიუტისა, მთლიანად არ ამოვარდნილიყო, მთლიანად არ გაჰყოლოდა ამომქრალ სულსა; ჰო, სიჯიუტე არ აკლდა იმ სულსა, არც მიწის სიყვარული აკლდა, არ აკლდაო რა სათქმელია, როცა უყვარდა, ყოველგვარ საზომებსა და ზედსართავებზე უფრო ძლიერადა, ვერარა ძალით გაზომავდა ამ სიყვარულსა; უყვარდა ისე, რომ ახალგაზრდობისასვე ხელი აეღო ყოველგვარ სიამოვნებაზე, დაითრგუნა სურვილები და დაუთრგუნა თავისიანებსაც, მხოლოდ მიწას ეწოდინებოდა, მიწაზე მიიწევდა, იძენდა, დაობდა, წინაპართა უთავბოლობით დაკარგული მამულების ამოსაგდებადა იბრძოდა, ბობოქრობდა… მორჩა, ეს ბობოქარი სულიც მიაბარეს მიწასა, ანუ მიწამ დააცხრო ეს ბობოქარი სულიცა, მიაბარეს და უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ვერ იძვროდნენ, ფეხი ვერ გადაედგათ, თავიც ვერ მოებრუნებინათ, ეგონათ ისევ ამოვიდოდა ცხედარი. ამოვიდოდა და გაჯიქდებოდა, მოითხოვდა უფრო დიდ სამარესა, უფრო ბევრ მიწასა…

„სიხარბის” ნებით გაჯიქებული ცხედარი და ჭირისუფალიც ვაივაგლახით აფართოებდნენ სამარეს…

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • (კადრები, რომელიც ვერ მოხვდა გადაცემაში ქრონომეტრაჟის ან სხვა მიზეზით) გადაცემა 76: https://youtu.be/Q1ME7dyoPNc ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/katsebi/ ინსტაგრამი: ...
  • დაჯავშნე ქორწილის ვიდეო და ფოტო მომსახურება ჩვენთან შეარჩიე სასურველი თარიღი ჩაეწერეთ ჩვენთან სასურველ ლოკაციაზე გადაღება. ინდივიდუალური მიდგომა მომხმარებლის მოთხოვნების გათვალისწინებით და რაც ...
  • The post Thomas Muller Respect Moments😍👏 appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი