სწორი კვების რეჟიმი და ჯანსაღი საკვები, უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. მოწესრიგებული კვების რეჟიმის პირობებშიც კი, განტვირთვის დღეები სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
ორგანიზმის განტვირთვისა და დასვენების საჭიროება, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში დგება. მითუმეტეს საახალწლოდ და კიდევ უფრო მითუმეტეს, საახალწლოდ-საქართველოში.
საცივი, გოზინაყი, ხაჭაპური, ნამცხვარი, ხილი, შამპანური და კიდევ მაგათი ამფსონები რომ ერთად მოიყრიან თავს კუჭში, ძნელი წარმოსადგენი არ არის რას გამოიწვევს ეს ,,თავყრილობა,,.
ზომიერების დაცვის შემთხვევაშიაც კი, მრავალფეროვანი კერძების ზედიზედ მიღება, დისკომფორტის შეგრძნებას ქმნის.
თუ ახალი წლის დღეებში კუჭმა შვებულებაში გასვლა არ მოგთხოვათ, ნაახალწლევს მაინც აღირსეთ დასვენების თუნდაც ერთი დღე. გთავაზობთ განტვირთვის დღეების მოწყობის რამდენიმე ხერხს.
- ვაშლის დღე- დღის განმავლობაში მიიღეთ 1 კგ ვაშლი, მინერალური წყალი შეუზღუდავად.
- კიტრის დღე_1.5 კგ კიტრი დღის მანძილზე, საღამოს 1 ცალი ვაშლი. კიტრის დღეს, წყლის დიდი რაოდენობით მიღების აუცილებლობა არ არის.
- ხაჭოს დღე-500 გრამი სუფთა ხაჭო და მინერალური წყალი.
- ხორცის დღე- 400 გრამი მოხარშული ხორცი მთელი დღის მანძილზე (ღორისა და ცხვრის ხორცის გარდა). შეგიძლიათ მიიღოთ ასევე, რომელიმე ბოსტნეული (უმი და მარილის გარეშე).
- წყლის დღე- დღის მანძილზე სვამთ 2.5-3 ლიტრ უგაზო, მინერალურ წყალს. ძლიერი შიმშილის დროს შეგიძლიათ ვაშლი მიიღოთ.
თუ განტვირთვის დღეს ყავის დალევასაც მოერიდებით, ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ორგანიზმის გასუფთავებისათვის.
გაფრთხილებთ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემები გაქვთ, განტვირთვის დღეების (განსაკუთრებით წყლის დღის) მოწყობა, სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე, რეკომენდებული არ არის!
გირჩევთ, შეეცადეთ სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით არ გადატვირთოთ თქვენი ორგანიზმი. გაცილებით სასარგებლოა დადებითი ემოციით, სიხარულით და ბედნიერებით აივსოთ გულები, ვიდრე საცივითა და გოჭის თავით კუჭები.
განსაკუთრებულად გაფრთხილებთ: ღამენათევი საცივი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებით, თუ მან მთელი ღამე მაგიდაზე გაატარა და მასში მამათქვენის ძმაკაცს რომ ახლდა, იმ კაცს ედო თავი!
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0