საინტერესო:
,,თეგი მომხსენი“, ,,იცოდე, არ დამთაგო“ – ხშირად აწუხებთ ამ თხოვნით მეგობრებს? თუნდაც სარკეში ჩახედვისას კმაყოფილი იყოთ საკუთარი გარეგნობით, კამერას რომ თავი შეაყვაროთ, ცოტა ვარჯიშია საჭირო. ფოტოგენურობა სულაც არ არის თანდაყოლილი, რაზეც ბევრი სულ ტყუილად წუწუნებს, იგი შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩვენ რამდენიმე ხრიკს შემოგთავაზებთ, რომელიც ფოტოებში უკეთ გამოსვლაში დაგეხმარებათ:
- ფოტოების გადაღებისას ძალიან მნიშვნელოვანია მაკიაჟი. ფლეში ყველაფერს ძალიან გამოკვეთს ხოლმე, ამიტომ სახეზე თუ ისვამთ რამეს, აუცილებლად კისერზე და მხრებზეც წაისვით. გაიმუქეთ წარბები, ნაკვთები ფოტოებში სიმკვეთრეს კარგავენ. გამოკვეთეთ ყვრიმალებიც, ლოყა თუ შეფერილი არ გექნათ, ფოტოში სახე ორგანზომილებიანი გამოგიჩნდებათ. ტუჩებზე ღია ფერის საცხი უფრო ახალგაზრდას გამოგაჩენთ, ვიდრე მუქი.
- პორტრეტში ყველაზე მნიშვნელოვანი თვალებია, ასე რომ ფართოდ გაახილეთ. (დაჭყეტას არ ვგულისხმობთ ) თუკი ფოტოებში თვალები გეხუჭებათ, სურათის გადაღებამდე დახუჭეთ და გაჩხაკუნებამდე ნელ-ნელა გაახილეთ. ასე დაემშვიდობებით ნახევრად დახუჭულ თვალებს.
- სანამ ფოტოს გადაიღებდეთ, შუქს შეხედეთ, ეს თვალის გუგებს დააპატარავებს და წითელ თვალებსაც აირიდებთ.
- თუკი ბუნებრივი სიწითლის მოშორება გსურთ, თვალების გადასაწმენდად და გამოსაცოცხლებლად შესანიშნავი საშუალებაა “ვიზინიც” (თვალის წვეთები).
- თუ გინდათ, რომ თვალები გიბრჭყვიალებდეთ სინათლის წყაროს შეხედეთ, ლამფა ან ანთებული ნაძვის ხის ათინათები შესანიშნავი იქნება.
- ეცადეთ, პირდაპირ არ გაუსწოროთ სახე კამერას. ოდნავ თუ თავს დახრით, ეს ნაკვთებს მეტ სიღრმეს მისცემს.
- ზემოდან გადაღებული ფოტო უფრო კარგი გამოდის ვიდრე ქვემოდან. ასე რომ, თუკი იმ ადამიანზე მაღალი ხართ, ვინც ფოტოს გიღებთ, უმჯობესია დაჯდეთ.
- არ დადგეთ პირდაპირ განათების ქვეშ, ეს უცნაურ ჩრდილებს გაგიჩენთ სახეზე. უმჯობესია სახეზე პირდაპირ ან ოდნავ გვერდულად გირტყამდეთ შუქი, მაგალითად ფანჯრიდან.
- თეთრი კედლის წინ გადაღებული ფოტო უკეთესი გამოდის. ღია ფერის ფონი სახეს გაგინათებთ, გარდა ამასა, კამერას ფერების საუკეთესო ბალანსის პოვნაში ეხმარება. ასე რომ, ყვითელი ან იისფერი კანის ფერს, თავიდან აირიდებთ.
- დგომისას სცადეთ წითელი ხალიჩის პოზა: ხელები წელზე, სხეული ოდნავ გვერდულად და სახე კამერისკენ. ეს კლიშეა, მაგრამ ბევრად უფრო ლამაზ სხეულს აჩენს.
- როცა ხელში რაიმე გვიჭირავს, ეს ხასიათის თავისებურებებს გამოკვეთს და თან დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება. თუმცა საგანი სწორად უნდა შეირჩეს, მაინცდამაინც წითელ ერთჯერად ჭიქას ნუ ,,დაეყრდნობით“.
- მოულოდნელი ფოტოსთვის 5 წამშიც შეგიძლიათ მოემზადოთ, სახეზე ქაღალდის ხელსახოცი გადაისვით და ლოყებზე იჩქმიტეთ. ეს სახეს აუცილებლად გამოაცოცხლებს.
- დაივიწყეთ ,,,ჩიიიზ“. მაგას სჯობს რაიმე მხიარულზე იფიქროთ. საუკეთესო ვარიანტში კი ფოტოგრაფს გაეხუმროთ. ბუნებრივი ღიმილი წარუმატებელი ფოტოს გადაღების შანსს ამცირებს. მრავალნაცადია წითელი ხალიჩის ღიმილიც, როცა ენას კბილების უკან მალავთ, კბილების სულელურად დაკრეჭვა რომ თავიდან აიცილოთ.
- კარგად დააკვირდით თქვენს საყვარელ ფოტოებს და აღმოაჩინეთ რა აქვთ საერთო. ერთნაირი კუთხიდან არის გადაღებული? განსაკუთრებულად იღიმებით? ერთნაირი მიმიკა გაქვთ? ერთნაირი პოზა? ეცადეთ, შემდეგ ფოტოშიც დაახლოებით იგივე გაიმეოროთ.
- და ბოლოს – გადაიღეთ მეტი ფოტო. ადამიანები, რომლებიც თავს არაფოტოგენურებად მიიჩნევენ, ერიდებიან ფოტოს გადაღებას, არადა რაც უფრო მეტ ფოტოში მოხვდებით, მით უფრო მეტია შანსი რომელიმეში კარგად გამოხვიდეთ. ცნობილი მოდელებიც კი ვერ ახერხებენ ამას. განსაკუთრებით თავიდან.
კომენტარები
ახალი ამბები
სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
9 ივნისს Cavea Plus-ზე სერიალი “უხილავი თამაში” იწყება.
ახალი ფსიქილოგიური თრილერი მარი ბექაურის წიგნის ეკრანიზაციაა.
მთავარ როლებში: გივიკო ბარათაშვილი, ნინა ლორთქიფანიძე, ნინო კასრაძე, ...
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
Join the AC Milan Members Area and choose between 2 levels to get access to exclusive perks: https://bit.ly/JoinACMilan
Buy the 24/25 Home kit https://acmi.land/HomeKit24-25_YT Buy the 24/25 Away ...
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო
უჩვეულო გამოღვიძება
26-10-2022, 10:55
დაუბანელი ევროპა….
9-08-2022, 18:20
ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება
21-05-2022, 14:27
სტამბოლელი ნაბიჭვარი
4-05-2023, 19:04
როგორ გავიზარდოთ თმა სწრაფად ?
15-04-2023, 11:12