საინტერესო:
ყველას ბევრი გვიფიქრია იმაზე, თუ რის ჩუქება შეიძლება გაუხარდეს ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მაგრამ ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა, რამდენად იქნება ესა თუ ის საჩუქარი მათთვის წარმატების მომტანი. ეზოთერიკები გვთავაზობენ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელნი არიან და ეს ნეგატივი სწორედ ჩუქების პროცესში აქტიურდება. ასე რომ, სანამ საყვარელ ადამიანს საჩუქარს შეურჩევდეთ, ამ სიას გადახედეთ.
- დანა, მაკრატელი და სხვა ბასრი ნივთები. ასეთ ნივთებში ძალიან ცუდი ენერგია ბუდობს და მათ წარუმატებლობა მოაქვთ იმ სახლის ყველა ბინადრისთვის, რომელშიც ასეთი საჩუქარი შედის.
- საათი. ჩინეთში, მაგალითად სჯერათ, რომ ნაჩუქარი საათი ადამიანის სიკვდილის ათვლას იწყებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაციის შექმნა იმ ადამიანთან, ვისაც ვჩუქნით.
- წიგნები. შეყვარებულისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთებას ეზოთერიკოსები არ გვირჩევენ. მან შესაძლოა ღალატის პროვოცირება გამოიწვიოს.
- ჭურჭელი. მიიჩნევა, რომ ცარიელი ჭურჭლის ჩუქება საფრთხეს უქმნის მატერიალურ კეთილდღეობას, მაგრამ თუ მასში რაიმეს ჩავდებთ, მაგალითად, ფულის მონეტას, პირიქით იღბალს მოიზიდავს.
- საფულე. საფულის არც გაჩუქებას და არც საჩუქრად მიღებას არ გირჩევთ. ამან შესაძლოა ფინანსურ საკითხებში წარუმატებლობა მოგიტანოთ. განსაკუთრებით თუ საფულე ცარიელია.
- ცხვირსახოცი. კიდევ კარგი, რომ ცხვირსახოცის ჩუქება მოდიდან გადავიდა. ყველა ნივთი, რომელიც თქვენთან ,,მოდის“, თითქოს გამოყენებას ითხოვს. ცხვირსახოციც ,,იზრუნებს“ იმაზე, რომ ცრემლების მოსაწმენდი მიზეზი მოგცეთ.
- მარგალიტი. ძველი ლეგენდების თანახმად, მარგალიტი ქვრივისა და ობლის ცრემლების სიმბოლოა, შესაბამისად, ავადმყოფობა, ცრემლი და დანაკარგი მოაქვს.
- სამედიცინო ნივთები და აღჭურვილობა – ყველაფერი, რაც ავადმყოფობასთან არის კავშირში. ასეთი რამეები ადამიანს მუდმივად დაავადებებს გაახსენებენ და შეიძლება დაავადების პროვოცირებასაც შეუწყონ ხელი.
- ფული. ასეთი საჩუქრის ვინმესთვის გაკეთება ისევ თქვენზე იმოქმედებს უარყოფითად. ფულს შესაძლოა თქვენი ფინანსური იღბალიც გადააყოლოთ.
- სარკე. ეს საგანი ყოველთვის მისტიურად მიიჩნეოდა და უარყოფით ენერგეტიკას პირდაპირ ისრუტავს, რომელიც თან გადააქვს ყოველ ახალ სამყოფელში. ამიტომ არც საყვარელი ადამიანისთვის გირჩევთ ანტიკვარი სარკის შეძენას და არც თქვენ გირჩევთ ვინმეს მიერ შემოთავაზებული ასეთი საჩუქრის მიღებას.
კომენტარები
ახალი ამბები
XML error: at line 0
The post უხილავი თამაში: სერია 3 appeared first on Mediumi.Ge.
ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
“Pijos fuera”. Con este mensaje Arran cuelga un vídeo en redes donde muestra como vandaliza la segunda residencia del exfutbolista Gerard Piqué. La Cerdeña sufre también problemas con la ...
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0
ჩვენი
საინტერესო
ბილი მილიგანის მრავალი გონება
24-01-2024, 11:47
10 რამ, რაც ურთიერთობას აფუჭებს
2-09-2022, 08:06
იეჰოვას მოწმეები
14-01-2023, 14:17
როგორ შევასრულოთ საშინაო დავალება
11-12-2023, 11:13
წუთისოფელი
5-08-2023, 11:26