უიჯის დაფის მოკლე ისტორია » www.idealuri.ge
ეს საინტერესოა

უიჯის დაფის მოკლე ისტორია

გააზიარეთ:

 

ალბათ გეცნობათ სიუჟეტი, ბავშვები უიჯას დაფით თამაშისას სულებს გამოიძახებენ და საშინელი ამბები იწყება.

უიჯას დაფები მრავალი ჰოლივუდურ ფილმს უდევს საფუძვლად. საიდან მოდიან ისინი?

სპირიტუალიზმი და უიჯამდელი მეთოდები

უიჯას დაფის ფესვები სპირიტუალიზმში უნდა ვეძიოთ, რომელიც 1840-ანების ამერიკაში აღმოცენდა.

ახალ მოძრაობას მედიუმები ჩაუდგნენ სათავეში და ამტკიცებდნენ, რომ შუამავლები იყვნენ გარდაცვლილებთან.

სხვადასხვა მეთოდებით ისინი მიმდევრებს არწმუნებდნენ, რომ გარდაცვლილები გამოდიოდნენ კომუნიკაციაზე.

ერთერთი მეთოდი იყო, მბრუნავი მაგიდა, რომელიც მოძრაობდა ან იატაკზე აკაკუნებდა, ანბანიდან წარმოთქმული ასოების პასუხად.

 

მეორე მეთოდით გულის-ფორმის ხელსაწყოს უნდა გაეწია დახმარება. რომელსაც, ერთ ბოლოში პატარა ბორბლები ჰქონდა დამაგრებული, მეორე ბოლოში კი ფანქარი. მსურველი მოწყობილობაზე დაადებდა თითებს და სულები მისი ხელით “დაწერდნენ” შეტყობინებას.

ორივე მეთოდი პრობლემატური იყო. მაგიდის მეთოდს დიდი დრო მიჰქონდა, მეორე კი რთული დასაშიფრი იყო.

ამის გამო ზოგიერთი მედიუმი ალტერნატიულ მეთოდებს ეძებდა. დაიწყეს ჰიპნოზის მეშვეობით დაკავშირება. სხვები კი ადგენდნენ გართულებულ ცხრილებს, ციფერბლატებით და ასოებით, რომელიც ხის ფირფიტას (პლანშეტს) იყენებდა მისათითებლად. ეს მეთოდი ყველაზე პოპულარული გახდა და საფუძველი ჩაუყარა უიჯას დაფებს.

 

მოლაპარაკე დაფების წარმატება

1886 წელს ოჰაიოში გაზეთმა New York Daily Tribune, ოჰაიოში გამოყენებულ ახალ მოლაპარაკე დაფაზე მოუთხრო მკითხველებს. დაფა 18×20 ინჩის ზომის იყო და მასზე წარმოდგენილი იყო ანბანი, რიცხვები, სიტყვები: კი, არა, საღამო მშვიდობისა და ძილი ნებისა.

საჭირო იყო ერთი დამატებითი ხელსაწყო. 3 ან 4 ინჩის სიმაღლის პატარა მაგიდა, რომელსაც 4 ფეხი ექნებოდა. ეს მაგიდა იმისთვის, რომ სულებს ასოები ამოეცნოთ. სტატიაში ასევე ნახსენები იყო დანა და მარკირების ფუნჯი, რეკომენდირებულ ხელსაწყოებად.

მუშაობის პრინციპი ასეთი იყო:

დაფა კალთაში უნდა ჩაგედო და შენთან ერთად ერთი ადამინიც დაჯდებოდა. ორივე პატარა მაგიდას თავისკენ მდებარე კუთხეებთან ცერა და საჩვენებელი თითებით შეეხებოდა. შემდეგ, კითხვა უნდა დაესვათ: არის კავშირი? მალევე იფიქრებდი, რომ მეორე ადამიანი მაგიდას უბიძგებდა, ისიც იგივეს იფიქრებდა შენზე. თუმცა მაგიდა “კი”-ს და “არა”-ს შორის დაიწყებდა მოძრაობას. შემდეგ შეგეძლო კითხვების დასმა გაგეგრძელებინა და პასუხს მაგიდის დახმარებით მიიღებდი.

რეალურად, მიღებული მესიჯები, რთულად წარმოსადგენია, სულებისგან ყოფილიყო. უფრო სავარაუდოა საქმე იდეომოტორულ ეფექტთან გვქონოდა. ეს ფსიქოლოგიური ფენომენი პირველად 1852 წელს უილიამ ბენჟამინ კარპენტერმა აღწერა.

მის ნაშრომებში გაანალიზებულია მოლაპარაკე დაფების მუშაობის პრინციპი  და ნათქვამია რომ კუნთოვანი მოძრაობები შესაძლოა ცნობიერი სურვილებისგან დამოუკიდებლად წარმოიშვას.

ოუჯა: თამაში

ამ ტიპის მოლაპარაკე დაფები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როცა 1890 წელს ელაიჯა ბონდს, ჩარლზ კენარდს და უილიამ მაუფინს, დაფის სათამაშოდ ქცევის იდეა მოუვიდათ.

პირველ პატენტს უიჯას დაფა უწოდეს. ის ძალიან ჰგავდა ოჰაიოს მოლაპარაკე დაფას ვიზუალითად და ფუნქციონალითაც.

პატენტი 1891 წელს ჩაეშვა. კენარდის განმარტებით სახელი ძველ ეგვიპტურიდან მომდინარეობდა და მისი მნიშვნელობა იყო “წარმატებები” (good luck);

პროდუქტი The Kennard Novelty Company-მ აწარმოა. დაფები 1.50 დოლარად იყიდებოდა.

 

კენარდმა მალევე დატოვა კომპანია და Kennard Novelty Company გახდა Ouija Novelty Company; ერთერთმა თანამშრომელმა, უილიამ ფულდმა, გადაწყვიტა საკუთარი დაფები ეწარმოებინა და 1901 წლისთვის დაიწყო მოლაპარაკე დაფების გამოშვება უიჯას სახელით.

მისი განმარტებით სახელი გერმანული და ფრანგული “დიახ”-ის კომბინაციიდან მომდინარეობდა. დღეს ეს განმარტებაა ყველაზე მიღებული.

ფულდი სერიოზულად შეუდგა მუშაობას. მან აწარმოა ბევრი სხვადასხვა დიზაინის და ფუნქციონალის უიჯას დაფა. (მას ეკუთვნის ყველზე მეტი უიჯას პატენტი). ასეთი პოპულარობის გამო მრავალი თანამშრომელი მიდიოდა და საკუთარ უიჯას-მსგავს მოწყობილობებს ქმნიდა.

ფულდი გარდაცვალებამდე, 1927 წლამდე ხელმძღვანელობდა საქმეს. 1966 წელს ოჯახის ბიზნესი მიჰყიდეს Parker Brothers-ს. მათ აწარმოეს ის თანამედროვე დაფები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ. 1991 წელს აქციები Hasbro-მ იყიდა და დღემდე ყველა უფლებას და პატენტს ის ფლობს.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • MESH – ჰიპჰოპ არტისტი და გამოგონილი პერსონაჟია @Caveaplus -ის ქართული სერიალიდან “უხილავი თამაში”. რეალობაში MESH-ი გივიკო ბარათაშვილის ალტერ ეგოდ მოგვევლინა. პირველი ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post Neymar New Contract Sign/ ნეიმარი ახალი კონტრაქტით appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი