როგორ უნდა მოვუაროთ აკუმულატორს ზამთარში » www.idealuri.ge
ავტო და მოტო

როგორ უნდა მოვუაროთ აკუმულატორს ზამთარში

გააზიარეთ:

 

აკუმულატორი ავტომობილის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ის არის ერთადერთი დენის წყარო, რომელიც მანქანას საჭირო რაოდენობის ელექტრო ენერგიას აწვდის, რათა მან გამართულად ფუნქციონირება შეძლოს. მასში მიმდინარე პროცესის შედეგად ქიმიური ენერგია გარდაიქმნება ელექტრო ენერგიად.

თანამედროვე ბაზარზე მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა წამყვანი ბრენდებისა თუ განსხვავებული დამზადების ტექნოლოგიის მქონე აკუმულატორები. აქედან გამომდინარე, მათი მუშაობისა და დამუხტვის სტილიც განსხვავებულია. თუმცა, თითოეული მათგანი პერიოდულ შემოწმებასა და სწორ ექსპლუატაციას საჭიროებს, რათა დიდხანს და გამართულად გვემსახუროს.

აქვე შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობაზე ერთნაირად უარყოფითად მოქმედებს როგორც ცხელი ასევე ცივი კლიმატური პირობები და რადგან ზამთარი უკვე ახლოსაა, ჩვენ გირჩევთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნიუანსს, რომელთა გათვალისწინებითაც თქვენ შეძლებთ მარტივად მოუაროთ აკუმულატორს.

პირველ რიგში, ეცადეთ პერიოდულად გააკონტროლოთ აკუმულატორის დამუხტვის დონე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომობილი დიდი ხნით არის გაჩერებული უმოქმედოდ. ასევე, ეცადეთ ჩართული არ დაგრჩეთ განათება, იქნება ეს გარე მაშუქები თუ სალონში არსებული პატარა ნათურები. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილში ჩვენს საყვარელ მუსიკებს ვუსმენთ ისე, რომ ძრავი დაქოქილი არ არის. ყველა ზემოხსენებული შემთხვევა უარყოფითად აისახება აკუმულატორზე და განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში, როდესაც მას ისედაც დიდი დატვირთვა ადგება.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოიწონეთ ვიდეო დიდი მადლობა ყველას. რეკლამა არხზე: https://ellchannel.tumblr.com/ ::არხის შესახებ:: არხის მოსაძებნად შეგიძლიათ აგრეთვე ჩაწეროთ ქართულად: ელლ ცჰანნელ,ელლ ჩენელი,ელლ ცჰანელ,ელლ,ელ. ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post SRH Scored 287 IPL Highest Total 🔥 Travis Head Century 😨 Dinesh Karthik 83 Runs 🔥 #shorts #srhvsrcb appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი