როგორ და როდის გადავცეთ სავიზიტო ბარათი » www.idealuri.ge
რჩევები

როგორ და როდის გადავცეთ სავიზიტო ბარათი

გააზიარეთ:

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით უინტერსო და მარტივად შესასრულებელი სათაურია, არავის გაწყენდათ ერთხელ კიდევ გადაგეხედათ თუ როგორ სჯობს მოვიქცეთ სავიზიტო ბარათების გადაცვლისას, იქნებ რამე ახალი , ან თუნდაც განსხვავებული რამ ამოიკითხოთ.

საფეხურები:


გაცნობისას: ბარათების გაცვლა - თავაზიანი საქმიანობის ჟესტი, ხშირად ხდება ურთიერთობის პირველ ეტაპზე: იმის ნაცვლად, რომ დაწვრილებით მოყვე საკუთარ თავზე, უფრო სწრაფი და მარტივია გადასცე სავიზიტო ბარათი და გამგები ადამიანი, მაშინვე ხვდება ყველაფერს. მოლაპარაკებისას გადმოცემული ბარათის ჩადება ჯიბეში შეუხედავად არ არის მართებული, ჯობს წინ დაიდოთ. ეს გაგიმარტივებთ პარტნიორთან ურთიერთობას, თუ თქვენ შემთხვევით ვერ გაიგონეთ ან დაგავიწყდეთ მისი სახელი და გვარი.


გამომშვიდობებისას: სავიზიტო ბარათების გაცვლისას ადამიანები ამტკიცებენ ორმხრივი ურთიერთობების გაგრძელებას, გადაიტანონ საქმიან ურთიერთობებში, განიხილონ შემდგომი ურთიერთობები. ჩვეულებრივ, სავიზიტო ბარათების გაცვლით სრულდება მიღება, გამოფენა ან კონფერენცია. ამ შემთხვევაში უკვე მთავარი არ არის სახელი გვარი კომპანია თანამდებობა არამედ ბარათზე აღნიშნული საკონტაქტო კოორდინატები.


როგორ არ უნდა მივაწოდოთ სავიზიტო ბარათი:ნუ მოაწყობთ ამ ფორმალურობიდან ცერემონიალს. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი გამომცემლობის დირექტორია - სავიზიტო ბარათის გადაცემისას დიდხანს და მონდომებით წერს თავისი მობილურს ნომერს თავისუფალ ადგილას. ეს ძლიერ ანერვიულებს მოსაუბრეს, რომელმაც დიდიხანია ამოიღო თავისი სავიზიტო ბარათი და უჭირავს იგი მოთმინების ზღვარზე, როდის შეძლებს და მოიშორებს მას. საუბარი დასრულებულია, მოლაპარაკებაც შედგა უკვე დროა გამომშვიდობების, აქ კი ესეთი ოკაზია. ჯობია წინასწარვე ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა სახის ინფორმაცია სავიზიტო ბარათზე იყოს მოთავსებული. შეუკვეთეთ ორი სახის სავიზიტო ბარათი.1) სადაც თქვენი მობილურის ნომერი წერია. 2) სადაც არ წერია, თუ თქვენ არ გინდათ ესეთი ინტიმური დეტალები გაანდოთ ყველას. მაგრამ კალმით დაწერა ტიპოგრაფიულ საბუთზე ცუდი ტონია(მანერაა).

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • The post ვისი ნახვა გაგიხარდა ყველაზე მეტად ,,უხილავ თამაშში”? @cavea+ #22გრადუსი #უხილავითამაში #გართობა appeared first on Mediumi.Ge.
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • #livescore #cricketlive #livestream Kolkata vs Rajasthan , IPL 2025 5th Match Live| Today Cricket Match Live | KKR vs RR | KKR Batting Preview By Shahid : Rajasthan Royals (RR) and Kolkata Knight ...
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი