2002 წელს ულან უდეში (რუსეთის ფედერაცია) აღმოაჩინეს ხის დიდი ყუთი, რომელშიც ლოტოსის პოზაში მჯდომი ბუდისტი ბერის სხეული იყო. კუნთები, კანი, კიდურები რბილი და მოქნილი იყო, სახსრები მოძრავი, ისე როგორც ახლად გარდაცვლილებს აქვთ ხოლმე. ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა დაში-დორჟო ითიგელოვს – ბუდისტ ბერს, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა.
ამ ამბავმა რუსეთის პრესა ააჭრელა. წესით სხეულის ასე შენახვა მარტო მუმიფიცირებისას არის შესაძლებელი, მაგრამ გვამს მუმიფიცირების არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. სხეული აბრეშუმის ტანსაცმლით იყო შემოსილი.
ითიგელოვი რუსეთში ისტორიულად ცნობილი პიროვნება იყო. დაიბადა 1852 წელს და 16 წლიდან შეუდგა რელიგიური განათლების მიღებას. ის ბურიატის (რუსეთის ფედერაცია) ბუდისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მედიცინისა და ფილოსოფიის დარგებში დოქტორის ხარისხი აიღო. ამავე პერიოდში შექმნა ფარმაკოლოგიის ენციკლოპედია.
1911 წელს მე-12 ჰამბო ლამა გახდა (რუსული ბუდისტური ეკლესიის ხელმძღვანელი). 1913-1917 წლებში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა, გახდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე მთელი რუსეთის მასშტაბით. 1913 წელს დაპატიჟებული იყო რომანოვების სახლში 300 წლისთავთან დაკავშირებით. მალე მან გახსნა პირველი ბუდისტური ტაძარი პეტერბურგში, რომელიც ასევე იყო პირველი ევროპის მასშტაბით. 1917 წლის 19 მარტს ნიკოლოზ II-მ დააჯილდოვა წმ. სტანისლავის ორდენით.
პირველი მსოფლიო ომის დროს ითიგელოვმა შექმნა ორგანიზაცია “ბურიატის ძმები”. ჯარისკაცებს ეხმარებოდა ფულით, საკვებით, ტანსაცმლით, წამლებით, ასევე დაჭრილებისთვის სპეციალური საავადმყოფო ააშენა, რისთვისაც წმინდა ანას და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო.
1926 წელს ითიგელოვმა ბერებს ურჩია, რუსეთი დაეტოვებინათ, რადგან “წითელი ხელისუფლება” მოდიოდა (თვითონ რუსეთში დარჩა). 1927 წელს, როცა 75 წლის იყო, თავის სულიერ ძმებს უთხრა, რომ სიკვდილისთვის ემზადებოდა და სთხოვა, მედიტაციისთვის მომზადებულიყვნენ. ბერებმა უარი განაცხადეს, რადგან ითიგელოვი ჯერ ცოცხალი იყო. მაშინ მან მარტომ დაიწყო მედიტაცია, სანამ ბერებიც არ შეუერთდნენ, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
2 წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლების მიერ ბუდიზმზე წნეხი დაიწყო: მონასტრები დაწვეს, რუსეთში დარჩენილი ბუდისტი ბერები დახოცეს ან კატორღებში გაუშვეს.
ითიგელოვმა დატოვა ანდერძი, სადაც ითხოვდა, რომ კედარის ყუთში ჩაესვენებინათ მისი სხეული იმავე პოზაში, რა პოზაშიც გარდაიცვლებოდა. ასევე მან სიტყვიერად თხოვა ბერებს, რომ მისი სხეული რამდენიმე წლის შემდეგ ენახათ. ვარაუდობენ, რომ მან იწინასწარმეტყველა თავისი უხრწნელობა და თხოვნა ამას ეხმაურებოდა. ბერები ასეც მოიქცნენ 1955 და 1973 წლებში, ისინი განცვიფრებულნი დარჩნენ სხეულის უცვლელად შენახვით, მაგრამ კომუნისტების შიშით მისი უხრწნელობის შესახებ ცნობა ვერ გაავრცელეს.
2002 წლის 11 სექტემბერს ბუდისტი ბერების თანდასწრებით მოხდა გვამის ექსჰუმაცია და სხეული გადაასვენეს მის ამჟამინდელ რეზიდენციაში, ივოლგინსკის დაცანში. სხეული დაკვირვებით შეამოწმეს ბუდისტმა ბერებმა, ასევე მეცნიერებმა და პათოლოგ-ანატომებმა. ოფიციალური დასკვნა კი ასეთი იყო: “გვამი 36 საათის წინ გარდაცვლილს ჰგავს”. ძალიან კარგადაა შემონახული, არ ეტყობა გახრწნისა და ლპობის რაიმე სახის კვალი. კუნთები, სახსრები, ძვლები და შინაგანი ორგანოები მოქნილი და რბილია.
სხეული ბალზამირებელი ან მუმიფიცირებული არ ყოფილა. ამბობენ, რომ სხეულზე ჩხვლეტის შემთხვევაში სისხლი ისე მოდის, როგორც ეს ხდება ცოცხალი ადამიანის შემთხვევაში. ალ ჯაზირას რეპორტიორი ამტკიცებდა, რომ ითიგელოვის ანდერძის თანახმად, გვამი მარილში იყო შენახული, რომელსაც პერიოდულად ცვლიდნენ, ხოლო ექსჰუმაციის შემდეგ მოაშორეს. უხრწნელობაც სავარაუდოდ ამის შედეგი იყო. თუმცა ეს არაა ოფიციალური დასკვნა, ამასთან ყუთი მანამდე სულ ორჯერ გახსნეს. ბუდისტი ბერები ითიგელოვის სხეულს ცოცხალივით ექცევიან, მიდიან მასთან და ხელს ართმევენ. ზოგიერთი იმასაც ამტკიცებს, რომ ლამა ისევ ცოცხალია, უბრალოდ ამ მომენტში ზამთრის ძილის ან ნირვანას მსგავს მდომარეობაშია. 2003 წლის 23 აპრილს ბუდისტებმა ითიგელოვის სხეული შერაცხეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წმინდა რამ რუსეთის ტერიტორიაზე. 2005 წელს უხრწნელი სხეული მინის კონტეინერში ჩასვეს და მისი ნახვა ნებისმიერს შეეძლო. კონტეინერში არანაირი სპეციალური გარემო არ შეუქმნიათ (ტემპერატურის, ნესტის მარეგულირებელი ან რამე მსგავსი), მაგრამ მისი სხეული ისევ უცვლელადაა.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0