როგორ გავლენას ახდენს ჩვენზე კონფლიქტი? » www.idealuri.ge
ფსიქოლოგია

როგორ გავლენას ახდენს ჩვენზე კონფლიქტი?

გააზიარეთ:

 

კონფლიქტი განსხვავებული შეხედულებების შეჯახებაა. ის ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია. კონფლიქტი თავს იჩენს ოჯახში, სკოლაში, სამსახურში…  კონფლიქტი ხდება ქვეყნებს, სახელმწიფოებს, რელიგიებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორისაც. არსებობს აგრეთვე შიდაპიროვნული კონფლიქტები, როდესაც ერთ ადამიანში ერთმანეთს ეწინააღმდეგება სხვადასხვა სურვილები ან ინტერესები.
შესაძლოა, შენ გახსენდება შემთხვევები, როცა კონფლიქტის გამო ურთიერთობები გაგიფუჭდა მეგობართან, კონფლიქტურ სიტუაციაში დამარცხდი, შენმა მოწინააღმდეგემ კი გაიმარჯვა. უარყოფითი გამოცდილების გამო ჩვენ ხშირად თავს ვარიდებთ აშკარა კონფლიქტს.
არადა, კონფლიქტს დადებითი მხარეებიც აქვს: ის ცვლილების საფუძველია, ის გვეხმარება ახალი მიზნების დასახვაში, იდეების მოფიქრებაში, ახალი ურთიერთობების დამყარებაში. კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა, ის არც დადებითია და არც უარყოფითი. ის ენერგიის წყაროა, რომლისგანაც ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს.კონფლიქტში მთავარია კონფლიქტის გადაჭრა და არა მართალისა და მტყუანის გამოვლენა.

როგორ გამოვიყენოთ კონფლიქტი ჩვენს სასარგებლოდ?

მოუსმინეთ მოწინააღმდეგის აზრს – აქტიური მოსმენის კულტურა კონფლიქტური სიტუაციის არსებობისას საერთო ენის გამონახვაში გვეხმარება;

გაითვალისწინეთ სხვისი შენიშვნები – კონფლიქტის ღიად განხილვისას თქვენ შეგიძლიათ დააზუსტოდ ინფორმაცია, გაიგოთახალი საკუთარი თავისა და მოწინააღმდეგის შესახებ;

შემოქმედებითად მიუდექით კონფლიქტს – მონახეთ საინტერესო, ყველასთვის მისაღები გამოსავალი, მოიფიქრეთ ახალი იდეები.

ახალი ამბები

  • სომხეთი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაციას სომხური გაზეთი, „ჟოხოვურდი“ ავრცელებს. სოფელი ჯილიზა ორი ქვეყნის საზღვარზე, სომხეთის ლორის ოლქის ...
  • მოიწონეთ ვიდეო დიდი მადლობა ყველას. რეკლამა არხზე: https://ellchannel.tumblr.com/ ::არხის შესახებ:: არხის მოსაძებნად შეგიძლიათ აგრეთვე ჩაწეროთ ქართულად: ელლ ცჰანნელ,ელლ ჩენელი,ელლ ცჰანელ,ელლ,ელ. ...
  • ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ აღდგომის წინა კვირაში მომხდარი საოცრებები – ეს ზენაარის მიერ მიცემული მინიშნებები იყო, რომელთა იგნორირება არაფრით არ შეიძლებოდა. არადა, საოცრებები ვნების კვირაში ...
  • The post SRH Scored 287 IPL Highest Total 🔥 Travis Head Century 😨 Dinesh Karthik 83 Runs 🔥 #shorts #srhvsrcb appeared first on SKYSPORT.GE.
  • კატეგორიები

    ვინ მოიგებს ომს?

    ტეგების ღრუბელი