1 – იპოვნეთ დეპრესიის მიზეზი
დეპრესიის უამრავი მიზეზი არსებობს. სტრესი, დაღლილობა, ფინანსური პრობლემები და კიდევ და კიდევ რაც მრავლად არის 21–ე საუკუნეში. მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად თუ კარგად მოძებნით და საკუთარ გულში ღრმად ჩაიხედავთ, აუცილებლად მიაგნებთ მთავარ მიზეზს. შემდეგ აიღეთ კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ ის რაც გსურთ, რაც მისაღწევია და ვერ აღწევთ. ასევე გვერდით მიუწერეთ ის რაც გაბრკოლებთ ამ სურვილების ასრულებაში.. ასე უფრო მარტივად აღმოაჩენთ მთავარ მიზეზს.
2 – დაკავდით რაიმე ჰობით
უამრავი რამ არსებობს, რაზეც შეგილიათ გდაიტანოთ ყურადღება. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ კერვა, ხატვა, მუსიკა, წერა და ა.შ….
3 – დაკავდით საყვარელი სამსახური
ძალზედ ხშირად დეპრესიის გამომწვევი მიზეზი სწორედაც რომ სამუშაო ადგილია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტივს. ეცადეთ, ისეთი სამსახური იშოვნოთ სადაც სიხარულით ივლით და არა ძალდატანებით.
4 – შეიცვალეთ დამოკიდებულება
ეს არც თუ ისე მარტივია, მაგრამ ნერვებს გაფრთხილება სჭირდება! როდესაც გამოუვალი სიტუაციაა და თქვენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, უბრალოდ სხვა კუთხით შეხედეთ, არ მიიტანოთ გულთან ის რასაც აღარ ეშველება.
5 – შეეშვით გამუდმებით პრობლემებზე ფიქრის
ყოველთვის, როცა თქვენი პრობლემები სააშკარაოზე გამოგაქვთ და მასზე საუბრობთ, ყველა თქვენს გარშემო ნეგატივით ივსება და რაღათქმაუნდა ყველაზე მეტად თქვენ… ზოგჯერ საჭიროა პრობლემაზე საუბარი, მაგრამ ხშირად არა, რადგან შემდეგ გამუდმებით გიწევთ მასზე ფიქრი, ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება მეტი გაიღიმოთ და ოპტიმისტურად მიუდგეთ ყველაფერს.
6 – ერიდეთ წარუმატებელ ხალხს
ეს რჩევა ჰუმანურობისგან შორს დგას, მაგრამ საჭიროა. წარუმატებელ და უიღბლო ხალხთან ურთიერთობა თქვენ კარგს არაფერს მოგიტანთ, უფრო ჩაიკეტებით და უფრო მეტ პრობლემას ნახავთ. ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ მხიარულ საზოგადოებაში, სადაც პრობლემა ნაკლები იქნება.
7 – მოძებნეთ ნამდვილი მეგობარი
როდესაც ატყობთ, რომ თქვენი დეპრესია პიკს აღწევს, ასეთ დროს გჭირდებათ და აუცილებელია ისეთი ადამიანი გყავდეთ გვერდში რომელსაც თქვენი ესმის. მოგისმენთ და რაც მთავარია სწორ რჩევებსაც მოგცემთ. კარგად დაფიქრდით, ვინ გეგულებათ ასეთი და სთხოვეთ დახმარება, ამაში დასაძრახი არაფერი არ არის.
8 – დაკავდით სპორტით
სპორტი პირველ რიგში ჯანმრთელობაა, მაგრამ თქვენ თუ დეპრესიაში ხართ ორმაგ დახმარებას გაგიწევთ. კალორიებთან ერთად დაიწვება ის ფიქრიც რომელიც გაწუხებთ!
9 – არ მოდუნდეთ
რაც არ უნდა იყოს გახსოვდეთ, რომ ცხოვრება გრძელდება! არაფრით არ მისცეთ თავს მოდუნების უფლება! იარეთ მაღაზიებში, გამოფენებზე, იკითხეთ წიგნები და ა.შ..
10 – დაეხმარეთ სხვებს
მართალია თქვენ გჭირდებათ თავად დახმარება, მაგრამ მიმოიხედეთ ირგვლივ და უამრავ ადამიანს დაინახავთ, რომელთაც თქვენზე მეტად სჭირდება. ასე რომ დაეხმარეთ მათ და დამიჯერეთ ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით.
არსებობს ასეთი გამოთქმა – დეპრესია არის ქალი შავებში, რომელიც კარზე გიკაკუნებთ და თუ თქვენ მას გააგდებთ, ის მუდამ იდგება თქვენი კარის სიახლოვეს, მაგრამ თუ შემოიპატიჟებთ, დასვამთ მაგიდასთან, დააპურებთ და შემდეგ კითხვათ მოსვლის მიზეზს, მაშინ გაქვთ შანსი, რომ მას სამუდამოდ დაემშვიდობოთ.
კომენტარები
ახალი ამბები
კატეგორიები
- ავტო და მოტო0
- განათლება0
- თამაშები და გართობა0
- თვითგანვითარება0
- ტექნომანია0
- კულინარია0
- ცნობილი ადამიანები0
- რჩევები0
- ქალებისათვის0
- ელექტრონული წიგნები0
- ასტრონომია0
- ეს საინტერესოა0
- სპორტი და ფიტნესი0
- გასაოცარი ფაქტები0
- რელიგია და ფილოსოფია0
- მეცნიერება0
- ფსიქოლოგია0
- ფლორა და ფაუნა0
- ხელოვნება და ჰობი0
- ჯანმრთელობა0
- ლიტერატურა და პოეზია0
- ჩანახატები0
- ქალი და მამაკაცი0